ჩემპიონი ფოთია, გასარკვევია მესამე პრიზიორი

საქართველოს ჩემპიონი 17-წლამდელ გოგონათა შორის გახდა ფოთი ოქროს ვერძი, რომელმაც 21-9 დაამარცხა მამული და ტურნირის დასრულებამდე 2 დღით ადრე მეტოქეთათვის მიუწვდომელი გახდა.
მთავარი ფავორიტი ლიგას გამოეთიშა

ხელბურთის ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ სტადიაზე ფავორიტი, პარი სენ ჟერმენი დამარცხდა პოლონეთის კელცესთან. ფინალურ ოთხეულში გავიდნენ ესპანეთის ბარსელონა, უნგრეთის ვესპრემი და მაკედონიის ვარდარი.
აჭარამ ვერცხლის მედლები გაინაღდა

გლდანის ცერცვაძის სახელობის ხელბურთის ოლიმპიური მზადების ცენტრში დაიწყო უფროსი ასაკის გოგონათა საქართველოს ჩემპიონატის დასკვნითი ტური. პირველ დღეს აჭარამ 17-15 მოუგო ყვარელს და მეორე ადგილი გაინაღდა. ჩემპიონობამდე 1 ქულა უკლია ფოთის ოქრო ვერძს, რომელმაც დღეს მძიმე მატჩი მოუგო ქარიშხალას, 24-19.
კუნელაშვილის ბრინჯაოს მედალი თურქეთში

ევროპაში მოთამაშე ქართველი ხელბურთელებიდან სეზონი პირველად ქეთი კუნელაშვილის გუნდმა დაასრულა. თურქეთის ქალთა სუპერლიგაში „არდაშენმა“ ბოლო სამი მატჩი მოიგო, მესამე ადგილი დაიკავა და ევროტურნირების საგზურიც მოიპოვა.