ორი მოგება ბაქოში, მასპინძლებთან

საქართველოს კლუბების ნაკრებმა, ბაქოში, პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევის თასზე ორი მატჩი მოიგო: 8 მაისს დაამარცხა აზერბაიჯანის ეროვნული გუნდი 28-26, ხოლო დღეს - მასპინძელთა ახალგაზრდული ნაკრები 33-27. ტურნირის გამარჯვებული გაირკვევა 10 მაისს, საქართველო - ერაყის მატჩში.
შინაური პირველობა დასრულდა, წინ ევროპის ჩემპიონატია

გლდანის ჯემალ ცერცვაძის სახელობის ხელბურთის ოლიმპიური მზადების ცენტრის დარბაზში დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი 17-წლამდელ გოგონებს შორის. ბოლო დღეს გასარკვევი იყო ბრინჯაოს მედლის მფლობელის ვინაობა. თბილისის ქარიშხალამ 23-21 მოუგო აჭარას და მესამე ადგილი დაიკავა.
კლუბების ნაკრები ბაქოში გაემგზავრა
ხელბურთის ეროვნული ნაკრები იწყებს მზადებას ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის ერთა ჩემპიონატისთვის, რომელსაც თბილისის სპორტის სასახლე უმასპინძლებს 8-16 ივნისს და რომელიც ევრო 2022-ის შესარჩევი ტურნირიცაა. მზადების პირველი ეტაპია პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევის ტურნირი ბაქოში, 8-10 მაისს, სადაც საქართველოს კლუბების ნაკრები გაემგზავრა.
ბრინჯაოს პრიზიორს ბოლო დღე გაარკვევს

საქართველოს გოგონათა ჩემპიონატი ხელბურთში ხვალ დასრლდება გლდანის სახელბურთო ცენტრში. გასარკვევია ბრინჯაოს პრიზიორის ვინაობა - თბილისის ქარიშხალა თუ სამტრედია? ჩემპიონი უკვე გახდა ფოთის ოქროს ვერძი, ვერცხლის პრიზიორია აჭარის გუნდი.