პეგასმა ჩემპიონობა დაიბრუნა
საქართველოს ჭაბუკთა ჩემპიონატი ხელბურთში მოიგო თბილისის პეგასმა, რომელმაც ფინალში 40-25 დაამარცხა ტურნირის შარშანდელი გამარჯვებული სამტრედია. მესამე ადგილისთვის აჭარამ 36-32 მოუგო ბათუმის შავი ზღვის ბიჭებს.
ფინალში პეგასი და სამტრედია გავიდნენ
საქართველოს ჭაბუკთა ჩემპიონატის ფინალში გავიდნენ თბილისის პეგასი და სამტრედია. 2017 წლის ჩემპიონმა, პეგასმა 46-31 დაამარცხა აჭარა, ხოლო ტურნირის შარშანდელმა გამარჯვებულმა სამტრედიამ 41-33 მოუგო ბათუმის შავი ზღვის ბიჭებს. ფინალი ხვალ გაიმართება გლდანის ხელბურთის ცენტრში.
მეორე ადგილი ალიევის თასზე

საქართველოს კლუბების ნაკრები, ბაქოში, პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევის თასზე, ორი მოგების შემდეგ დამარცხდა ერაყის ეროვნულ გუნდთან და ტურნირი მეორე ადგილზე დაასრულა.
ორი მოგება ბაქოში, მასპინძლებთან

საქართველოს კლუბების ნაკრებმა, ბაქოში, პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევის თასზე ორი მატჩი მოიგო: 8 მაისს დაამარცხა აზერბაიჯანის ეროვნული გუნდი 28-26, ხოლო დღეს - მასპინძელთა ახალგაზრდული ნაკრები 33-27. ტურნირის გამარჯვებული გაირკვევა 10 მაისს, საქართველო - ერაყის მატჩში.