ქალთა ჩემპიონატი ფოთმა მოიგო
საქართველოს ჩემპიონი ქალთა ხელბურთში გახდა ფოთის ოქროს ვერძი, რომელმაც ფინალში, თბილისის სპორტის სასახლეში 32-25 დაამარცხა ტურნირის შარშანდელი გამარჯვებული თბილისის ქარიშხალა.
ხვალ ფინალებია: ბათუმი - პეგასი, ფოთი - ქარიშხალა
თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართა საქართველოს ჩემპიონატის ნახევარფინალური მატჩები ქალთა და კაცთა შორის. კაცების ფინალში 23 მაისს ითამაშებენ ბათუმის შავი ზღვის ბიჭები და თბილისის პეგასი, ქალებში - ფოთის ოქროს ვერძი და თბილისის ქარიშხალა.
ყველაზე დრამატული მატჩი პეგასსა და ქუთაისს შორის გაიმართა. პეგასმა 30-29 მოიგო, ბოლო წუთზე ჯერ ქუთაისის მეკარე გულეიშვილმა აიღო შვიდმეტრიანი და თავის გუნდს გათანაბრების შანსი დაუტოვა, დასრულებამდე 10 წამით ადრე კი იგივე გააკეთა პეგასის გოლკიპერმა დიხამინჯიამ, რომელმაც ამ თამაშში ოთხი შვიდმეტრიანი მოიგერია.
ორჯონიკიძემ სეზონი ორი მოგებით დაასრულა

საქართველოს ნაკრების ხელბურთელის, თეიმურაზ ორჯონიკიძის კლუბმა, ფერენცვაროშმა უნგრეთის ჩემპიონატი მეშვიდე ადგილზე დაასრულა. ქართველი უკანახაზელი კლუბში ერთ-ერთი საუკეთესო იყო და ჩემპიონატის 21 მატჩში 58 გოლი გაიტანა.
აჭარის დამაჯერებელი გამარჯვება
საქართველოს ჩემპიონი ხელბურთში, უმცროსი ასაკის ჭაბუკთა შორის გახდა აჭარის გუნდი, რომელმაც გადამწყვეტ მატჩში 21-11 დაამარცხა პეგასი. ბრინჯაოს მედლები ფოთის ოქროს ვერძმა მოიპოვა.
20 მაისი, გლდანი. ზუგდიდი - ქარიშხალა 8-5, ფოთი - პეგასი 8-10, ზუგდიდი - რუსთავი 13-3, აჭარა - ქარიშხალა 14-3, ქუთაისი - რუსთავი 9-7, ფოთი - ქარიშხალა 13-3, აჭარა - პეგასი 21-11