ორჯონიკიძემ უნგრეთში კლუბი გამოიცვალა

საქართველოს ნაკრების ხელბურთელი თეიმურაზ ორჯონიკიძე ბუდაპეშტის ფერენცვაროშიდან უნგრეთის ეროვნული ლიგის სხვა გუნდში, ოროშჰაზიში გადავიდა. კლუბმა ჩემპიონატის პირველი მატჩი სტუმრად 24-32 წააგო დიონდიოშისთან, ქართველმა 3 გოლი გაიტანა.
ეროვნულ ტურში გორმა და ყვარელმა გაიმარჯვეს

ურეკში დასრულდა ქვიშის ხელბურთის ეროვნული ტურის მეორე ეტაპი, რომელიც მოიგეს ფოთის ოქროს ვერძის გოგონებმა და თბილისის ქორებმა, თუმცა, ორი ეტაპის ჯამში საქართველოს ჩემპიონები გახდნენ გორი და ყვარელი.
ოთხეულში შესაძლოა საქართველოც ყოფილიყო...
თბილისის სპორტის სასახლეში ახლახან დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს გოგონათა ნაკრებმა სამი მატჩი მოიგო და მეექვსე ადგილი დაიკავა, რაც ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატების ისტორიაში ქართული გუნდის მიერ ნაჩვენები საუკეთესო შედეგია.
პირველი შვეიცარიაა, საქართველო - მეექვსე
საქართველოს გოგონათა ნაკრებმა მეექვსე ადგილზე დაასრულა ევროპის ჩემპიონატი თბილისის სპორტის სასახლეში. მეხუთე ადგილისთვის მატჩში ჩვენები 16-30 დამარცხდნენ ფარერის კუნძლებთან. ფინალში შვეიცარიამ 35-27 დაამარცხა სერბეთი, მესამე ადგილისთვის უკრაინამ 30-22 მოუგო ლიეტუვას.