ჭაბუკთა ნაკრები გეტებორგისთვის ემზადება

17-წლამდელ ხელბურთელთა ნაკრები ბოლო შეკრებას გადის ევროპის ჩემპიონატისთვის, რომელიც 1-5 ივლისს შვედეთში, გეტებორგში გაიმართება. 14-20 ივნისს გუნდს ერთკვირიანი კემპი ჰქონდა გლდანის ხელბურთის აკადემიაში, ხოლო 21-23 ივნისს, იქვე, სამი ამხანაგური მატჩი აქვს აზერბაიჯანელ თანატოლებთან.
საქართველოს ნაკრები ჩემპიონია!
ხელბურთის ეროვნულმა ნაკრებმა IHF ერთა ჩემპიონატის ფინალში 31-21 დაამარცხა კუბა და ტურნირის გამარჯვებული შვიდიდან შვიდი მოგებით გახდა, ამასთან ერთად კი ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ეტაპის, პლეიოფის საგზური მოიპოვა.
საქართველოს ნაკრები პლეიოფში და ფინალშია!
საქართველოს ნაკრები IHF ერთა ჩემპიონატის ფინალშია. ნახევარფინალში ხელბურთის ეროვნულმა გუნდმა 28-21 მოუგო დიდ ბრიტანეთს და ხვალ, 20 საათზე, სპორტის სასახლეში, ფინალში ეთამაშება კუბას.
35-19 ბულგარეთთან, ნახევარფინალში ბრიტანეთი გველის
საქართველოს ნაკრებმა მეხუთე მატჩიც მოიგო IHF ერთა ჩემპიონატზე და ნახევარფინალში პირველი ადგილით გავიდა. თბილისის სპორტის სასახლეში 35-19 დავამარცხეთ ბულგარეთი და შაბათს, 18 საათზე ვეთამაშებით დიდ ბრიტანეთს. მეორე წყვილია კუბა-ბულგარეთი.