საქართველოს ნაკრების მესამე მოგება
საქართველოს გოგონათა ნაკრებმა თბილისის სპორტის სასახლეში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მესამე მატჩი მოიგო - 22-21 დაამარცხა საბერძნეთი და ხვალ, 14 საათზე, მეხუთე ადგილისთვის ფარერის კუნძულებს შეხვდება.
საქართველო მეხუთე ადგილისთვის იბრძოლებს
თბილისის სპორტის სასახლეში, 17-წლამდელ გოგონათა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის ბოლო დღეს 18-31 დამარცხდა ტურნირის ფავორიტ შვეიცარიასთან და ბრძოლას მე-5 ადგილისთვის გააგრძელებს. ნახევარფინალში, შაბათს, 15 საათზე, ჩვენი მეტოქე იქნება საბერძნეთის ნაკრები.
მეორე მოგება, ამჯერად ლატვიასთან
საქართველოს გოგონათა ნაკრებმა მეორე მატჩიც მოიგო ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატზე, ამჯერად ლატვიასთან - 24-21 და ნახევარფინალში გასვლის შანსს ინარჩუნებს. 8 აგვისტოს ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი გვაქვს შვეიცარიასთან.
საქართველოს ნაკრებმა ფინეთი დაამარცხა

საქართველოს გოგონათა ნაკრებმა ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის მეორე მატჩში 23-22 დაამარცხა ფინეთი და ხვალ, თბილისის სპორტის სასახლეში, 16 საათზე ლატვიას ეთამაშება.