ეგვიპტეში დაწყებული მსოფლიო ჩემპიონატის პირველ მატჩში მასპინძლებმა 35-29 დაამარცხეს ჩილე. დღეს ტურნირზე 7 თამაშია. 

მათ შორის ცენტრალურია ბოლო ორი ჩემპიონატის ფინალისტის, ნორვეგიისა და მსოფლიოს 2017 წლის ჩემპიონის, საფრანგეთის თამაში. მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, დანია, ტურნირს ხვალ იწყებს ბაჰრეინთან მატჩით.

ჩემპიონის ვინაობა 31 იანვარს გაირკვევა კაიროში. ტურნირი ეგვიპტის 4 ქალაქში მიმდინარეობს. ეს მსოფლიოს პირველი ჩემპიონატია, რომელშიც 32 გუნდი მონაწილეობს. სულ, 13-31 იანვარს გაიმართება 108 თამაში. პირველი ეტაპის შემდეგ 8 ჯგუფიდან მთავარ რუნდში გავა 3-3 საუკეთესო ერთმანეთში დაგროვილი ქულებით. მეორე ეტაპზე შეიქმნება 4 6-გუნდიანი ჯგუფი, 2-2 საუკეთესო კი ჩემპიონობისთვის ბრძოლას მეოთხედფინალიდან განაგრძობს.

ტურნირის დაწყების წინა დღეს 2 მონაწილე გუნდი შეიცვალა. ჩეხეთის ნაკრების რამდენიმე ხელბურთელს კოვიდ-ვირუსი დაუდგინდა, რის გამოც ჩეხეთის ფედერაციამ თამაშზე უარი თქვა. ჩეხეთი შეცვალა პირველმა სარეზერვო გუნდმა, ჩრდ. მაკედონიამ. იმავე მიზეზით ამერიკის შეერთებული შტატების ნაცვლად ეგვიპტეში შვეიცარიის ეროვნული გუნდი ჩავიდა.

მსოფლიო ანტისადოპინგო კომიტეტის გადაწყვეტილების თანახმად, რუსეთის ეროვნული ნაკრების ოფიციალური სახელწოდება იქნება რუსეთის ხელბურთის ფედერაციის (რხფ) გუნდი, რომელსაც აკრძლული ექნება ქვეყნის ოფიციალური სიმბოლიკის გამოყენება.

მსოფლიო ჩემპიონატის თამაშების ნახვა საქაართველოში შესაძლებელია ტელეკომპანია სილკის არხებზე.

ხელბურთი. მსოფლიო ჩემპიონატი 2021, კაცები. ეგვიპტე, 13-31 იანვარი

პირველი ჯგუფური ეტაპი (მთავარ რაუნდში გადის 3-3 გუნდი ერთმანეთში დაგროვილი ქულებით. შეიქმნება 4 6-გუნდიანი ჯგუფი, საიდანაც 2-2 გავა მეოთხედფინალში)

ჯგუფი, გიზა. კაბო ვერდე, გერმანია, უნგრეთი, ურუგვაი

15 იანვარი. 21:00 გერმანია - ურუგვაი, 23:30 უნგრეთი - კაბო ვერდე

17 იანვარი. 21:00 კაბო ვერდე - გერმანია, 23:30 უნგრეთი - ურუგვაი

19 იანვარი. 21:00 ურუგვაი - კაბო ვერდე, 23:30 გერმანია - უნგრეთი

ჯგუფი, ახალი დედაქალაქი. ბრაზილია, ესპანეთი, პოლონეთი, ტუნისი

15 იანვარი. 21:00 ესპანეთი - ბრაზილია (სილკ 3), 23:30 ტუნისი - პოლონეთი

17 იანვარი. 21:00 ტუნისი - ბრაზილია, 23:30 პოლონეთი - ესპანეთი

19 იანვარი. 21:00 ესპანეთი - ტუნისი, 23:30 ბრაზილია - პოლონეთი     

ჯგუფი, ალექსანდრია. ანგოლა, ხორვატია, იაპონია, ყატარი

15 იანვარი. 18:30 ყატარი - ანგოლა (სილკ 3), 21:00 ხორვატია - იაპონია (სილკ 3)

17 იანვარი. 18:30 ყატარი - იაპონია, 21:00 ანგოლა - ხორვატია

19 იანვარი. 18:30 იაპონია - ანგოლა, 21:00 ხორვატია - ყატარი

ჯგუფი, კაირო. არგენტინა, ბაჰრეინი, დრ კონგო, დანია

15 იანვარი. 21:00 არგენტინა - დრ კონგო, 23:30 დანია - ბაჰრეინი (სილკ 1)

17 იანვარი. 21:00 არგენტინა - ბაჰრეინი, 23:30 დრ კონგო - დანია

19 იანვარი. 21:00 ბაჰრეინი - დრ კონგო, 23:30 დანია  - არგენტინა

ჯგუფი, გიზა. ავსტრია, საფრანგეთი, ნორვეგია, შვეიცარია

14 იანვარი. 21:00 ავსტრია - შვეიცარია, 23:30 ნორვეგია - საფრანგეთი (სილკ უნივერსალი)

16 იანვარი. 21:00 ავსტრია - საფრანგეთი, 23:30 შვეიცარია - ნორვეგია

18 იანვარი. 21:00 საფრანგეთი - შვეიცარიაა, 23:30 ნორვეგია - ავსტრია

ჯგუფი, ახალი დედაქალაქი. ალჟირი, ისლანდია, მაროკო, პორტუგალია

14 იანვარი. 21:00 ალჟირი - მაროკო, 23:30 პორტუგალია - ისლანდია

16 იანვარი. 21:00 მაროკო - პორტუგალია, 23:30 ალჟირი - ისლანდია

18 იანვარი. 21:00 პორტუგალია - ალჟირი, 23:30 ისლანდია - მაროკო

ჯგუფი, კაირო. ეგვიპტე 2 ქულა, ჩილე 0, ჩრდ. მაკედონია, შვედეთი

13 იანვარი. ეგვიპტე - ჩილე 35-29

ელდერაა 6, იუსრი 5, სანადი 4, ომარი 4 - ე. სალინასი 8, ე. ფოიხტმანი 7  

14 იანვარი. 23:30 შვედეთი - ჩრდ. მაკედონია

16 იანვარი. 21:00 ეგვიპტე - ჩრდ. მაკედონია, 23:30 ჩილე - შვედეთი

18 იანვარი. 21:00 ჩრდ. მაკედონია - ჩილე, 23:30 შვედეთი - ეგვიპტე

ჯგუფი, ალექსანდრია. ბელარუსი, კორეა, რუსეთის ხელბურთის ფედერაცია (რხფ), სლოვენია

14 იანვარი. 18:30 ბელარუსი - რხფ (სილკ 3), 21:00 სლოვენია - კორეა (სილკ 3)

16 იანვარი. 18:30 ბელარუსი - კორეა, 21:00 რხფ - სლოვენია

18 იანვარი. 18:30 კორეა - რხფ, 21:00 სლოვენია - ბელარუსი

KacebiUmaglesiLiga





Our partners: