News Calendar

January 2021
Mo Tu We Th Fr Sa Su
28 29 30 31 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
opacity

facebook

 

Chenel
IHF მსოფლიო ერთა ჩემპიონატი

LogoEmerg

ევროპის გოგონათა ჩემპიონატი 17წ.

Euro17W

გიორგი ცხოვრებაძემ 2 გოლი გაუტანა ბეშიქთაშს ევროპის ლიგაში, მონპელიემ 40-16 მოიგო და ჯგუფის ლიდერი გახდა. 

ლიგის მეორე მატჩი მონპელიემ სრული საბრძოლო შემადგენლობით ითამაშა. გუნდს დაუბრუნდა გამთამაშებელი კილიან ვილმინო, მარჯვენა ფლანგზე კი თამაში დაიწყეს ვალონტან პორტმა (RB) და მელვინ რიშარსონმა (RW). პირველი ტაიმის მეორე ნახევარში ისინი შეცვალეს ჟულიენ ბოსმა და ცხოვრებაძემ. მეხუთე ცაცია, იანის ლენი ისვენებდა, საფრანგეთის ჩემპიონატში მძიმე მოგების შემდეგ ტრემბლესთან (21 ნოემბერი, 31-30).

ცხოვრებაძემ გამოსვლისთანავე გატანა სწრაფი გარღვევისა და უგო დესკას პასის შემდეგ, 25-ე წუთზე კი შედევრი გამოცხო: მარჯვენა ფლანგზე სწრაფი ჩათამაშების შემდეგ ბორჟესის პასი მიიღო და მეკარისგან შორეულ კუთხეში ვირტუოზულად ჩაახვია. გოლი ევროლიგის ჰაილაითებშიც მოხვდა, მონპელიემ ძალიან იოლად მოიგო - 40-16, გერმანიის მაგდებურგი კი შვედეთში 29-30 დამარცხდა ალინგსასთან და პირველი ადგილი ფრანგულ კლუბს დაუთმო. 

ცხოვრებაძე ბეშიქთაშთან, ვიდეო: [Y-https://youtu.be/_glgz-XcgNY

საფრანგეთის სტარლიგაში მონპელიე 2 დაკარგული ქულით ჩამორჩება ლიდერს, პარი სენ ჟერმენს და მომდევნო მატჩსაც შინაურ ჩემპიონატში გამართავს 27 ნოემბერს, დიუნკერკთან. 1 დეკემბერს კლუბი უკვე ევროპის ლიგაზე მასპინძლობს ალინგსასს.

ხელბურთი. ევროპის ლიგა. 24 ნოემბერი

მონპელიე - ბეშიქთაში 40-16

მნპ: შეგო (13 მოგერიება), ბონფუა (12) - დესკა 6, ბოსი 6, პეტერსონი 5, პელასი 5, ბატე 4, რიშარსონი 3, ცხოვრებაძე 2, დუარტე 2, ტრუხანოვიჩუსი 2, ბორჟესი 2, ვილმინო 2, პორტი 1, სიმონე, ი. ლენი      

ალინგსასი - მაგდებურგი 30-29, ცსკა - ნექსე 29-18

C ჯგუფი: მონპელიე (საფ) 4 ქულა (2 თამაში), მაგდებურგი (გერ) 4 (3), ალინგსასი (შვდ) 4 (3), ცსკა (რუს) 2 (2), ნექსე (ხორ) 2 (3), ბეშიქთაში (თურ) 0 (3)

A: ვისლა პლოცკი (პოლ) 4 (2), ლეონი (ესპ) 4 (3), ტულუზი (საფ) 4 (4), ჩეხოვსკიე მედვედი (რუს) 2 (2), ფივერსი (ავს) 2 (3), მეტალურგი (მკდ) 0 (2)

ტულუზი - ლეონი 28-28

B: ფუხსე ბერლინი (გერ) 4 (2), სპორტინგი (პორ) 4 (2), კრისტიანსტადი (შვდ) 4 (4),  ნიმი (საფ) 2 (3), დინამო ბუკურეშტი (რუმ) 2 (3), ტატრან პრეშოვი (სლკ) 0 (2)

ფუხსე ბერლინი - პრეშოვი 35-27, კრისტიანსტადი - სპორტინგი  27-35, დინამო - ნიმი 29-27

D: რაინ ნეკარი (გერ) 4 (2), შაფჰაუზენი (შვც) 3 (2), ტრებნიე (სლნ) 2 (1), GOG (დანია) 2 (3), ეუროფარმ პელისტერი (მკდ) 1 (3), ტატაბანია (უნგ) 0 (1)

რაინ ნეკარი - პელისტერი 28-20

4-4 საუკეთესო გადის მერვედფინალში

საქართველოს ჩემპიონატი
2020-21

shmog

უმაღლესი ლიგა. კაცები
ოლიმპიური სასახლე
10 დეკემბერი
ქარიშხალა 27-26 წყალტუბო
BSB ბათუმი 38-14 ფოთი
პეგასი 27-42 ქუთაისი
11 დეკემბერი
BSB ბათუმი 40-20 წყალტუბო
ქარიშხალა 27-35 ფოთი
12 დეკემბერი
ფოთი 22-26 წყალტუბო
ქარიშხალა 20-54 ქუთაისი
BSB ბათუმი 38-25 სამტრედია
13 დეკემბერი
ქარიშხალა 33-38 სამტრედია
BSB ბათუმი 32-28 ქუთაისი
  13 დეკ.
                გატ-გაშ        
  BSB ბათუმი 4     4     0     0     148-87     8    
  ქუთაისი 3     2     0     1     124-79     4    
  სამტრედია 2     1     0     1     63-71     2    
  წყალტუბო 3     1     0     2     72-89     2    
  ფოთი 3     1     0     2     71-91     2    
  ქარიშხალა 4     1     0     3     107-153     2    
  პეგასი 1     0     0     1     27-42     0    
საქართველოს თასი. კაცები
10 ნოემბერი. გლდანი
მეოთხედფინალი
BSB ბათუმი 46-21 ქარიშხალა
იმედი სტუ 42-22 ოქროს ვერძი
ქუთაისი 46-26 სამტრედია
პეგასი 23-28 სპორტუნი
 
11 ნოემბერი. გლდანი
5-8 ადგილები
ქარიშხალა 28-33 ოქროს ვერძი
ნახევარფინალი
BSB ბათუმი 33-25 იმედი სტუ
ნახევარფინალი
ქუთაისი 45-30 სპორტუნი
5-8 ადგილები
სამტრედია 30-27 პეგასი
 
12 ნოემბერი. გლდანი
ქარიშხალა 22-37 პეგასი
ოქროს ვერძი 29-34 სამტრედია 
 
13 ნოემბერი. სპორტის სასახლე
იმედი სტუ 35-38 სპორტუნი
ფინალი
BSB ბათუმი 30-25 ქუთაისი
ქვიშის ხელბურთი
 კაცები
  1 ქუთაისი   2 გორი  3 ფაკუნდო
 ქალები
  1 ყვარელი   2 აჭარა   3 სამტრედია
მსოფლიო ჩემპიონატი 2021
კვალიფიკაცია
ბენევენტო. იტალია
10 იანვარი
საქართველო 24-29 რუმინეთი
11 იანვარი
საქართველო 28-25 იტალია
12 იანვარი
საქართველო 21-30 კოსოვო
ევროპის ჩემპიონატი 2022
პლეიოფი
16 იანვარი. სპორტის სასახლე
საქართველო 24-24 ფინეთი
19 იანვარი. რიიჰიმიაკი
ფინეთი 37-21 საქართველო




Our partners:

Jakofm  lelo  gms  popsport  sportal