News Calendar

January 2021
Mo Tu We Th Fr Sa Su
28 29 30 31 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
opacity

facebook

 

Chenel
IHF მსოფლიო ერთა ჩემპიონატი

LogoEmerg

ევროპის გოგონათა ჩემპიონატი 17წ.

Euro17W

ნორვეგიამ ოფიციალურად განაცხადა, რომ ვერ უმასპინძლებს ევროპის ქალთა ჩემპიონატს ხელბურთში, რომელიც 3-20 დეკემბერს, დანიასთან ერთად უნდა გაემართა. დარჩა ერთადერთი ვარიანტი: ყველა მატჩის დანიაში გადატანა.  

ამჟამად ზუსტდება ყველა საორგანიზაციო საკითხი დანიისა და ევროპის ხელბურთის ფედერაციებს შორის. დანიის ფედერაციის პრეზიდენტი, პერ ბერტელსენი ვარაუდობს, რომ ყველა საკითხის გარკვევა და გადაწყვეტილების მიღება ამ კვირის ბოლოსთვის იქნება შესაძლებელი, EHF გენერალური მდივანი მარტინ ჰაუზლაიტნერი კი იმედოვნებს, რომ პასუხი დადებითი იქნება.

საერთო ქრონოლოგია ასეთია:

ევრო 2020-ის მასპინძელი თავდაპირველად 5 ქალაქი უნდა ყოფილიყო: ჰერნინგი, ფრედრიკსჰავნი (დანია), ტრონდჰაიმი, სტავანგერი, ოსლო (ნორვეგია. ფინალი ოსლოში იყო დანიშნული);

გაზაფხულზე, პანდემიის  გამოცხადების შემდეგ, ევროპის ხელბურთის ფედერაციამ გააუქმა შესარჩევი ტურნირი და ფინალის მონაწილეებად პირდაპირ დაასახელა ევრო 2018-ის მონაწილე 16 ქვეყანა.

18 ივნისს გაიმართა წილისყრა და 16 გუნდი 4 ჯგუფში გადანაწილდა: 1 ჯგუფი ჰერნინგში, 1 ფრედრიკსჰავნში, 2 - ტრონდჰაიმში. მეორე ჯგუფური ეტაპის მასპინძლები იყვნენ ჰერნინგი და სტავანგერი, ნახევარფინალისა და ფინალისთვის კი ოსლოს უნდა ემასპინძლა.

სექტემბერში ნორვეგიის ხელბურთის ფედერაციამ გამოაცხადა, რომ ჩემპიონატის ნორვეგიული ნაწილის ყველა თამაში, მათ შორის ფინალი, გაიმართებოდა მხოლოდ ერთ ქალაქში, ტრონდჰაიმში.

6 ნოემბერს დანიურმა მხარემ გამოაცხადა, რომ ქალაქ ფრედრიკსჰავნში თამაშები აღარ იქნება და ტურნირის დანიური ნაწილი მთლიანად ჰერნინგში გაიმართება - პირველი ეტაპის 2 და მეორე ეტაპის 1 ჯგუფი.

16 ნოემბერს ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა ერნა სოლბერგმა  ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ქვეყანაში შემოღებული შეზღუდვების გამო ევროპის ჩემპიონატის მატჩების გამართვა შეუძლებელია.

კოვიდ პანდემიის შემდეგ, ნორვეგიაში დაინფიცირების 30 000 შემთხვევაა გამოვლენილი, 300 ადამიანი გარდაიცვალა; დანიაში  სტატისტიკა ასეთია: 65 000 შემთხვევა, 770 - ფატალური.

ხელბურთი. ევრო 2020. ქალები. 3-20 დეკემბერი 2020

პირველი ჯგუფური ეტაპი 3-8 დეკემბერი

ჯგუფი. საფრანგეთი, დანია, მონტენეგრო, სლოვენია

ჯგუფი. რუსეთი,  შვედეთი, ესპანეთი, ჩეხეთი

ჯგუფი. ჰოლანდია, უნგრეთი, სერბეთი, ხორვატია

ჯგუფი. რუმინეთი, ნორვეგია, გერმანია, პოლონეთი

მეორე ეტაპზე გადის 3-3 გუნდი ერთმანეთში დაგროვილი ქულებით

მეორე ჯგუფური ეტაპი.  10-15 დეკემბერი

ფინალური უიკენდი. 18, 20 დეკემბერი

18 დეკემბერი: ნახევარფინალი,  მატჩი 5-6 ადგილებისთვის 

20 დეკემბერი: ფინალი, მატჩი 3-4 ადგილებისთვის

საქართველოს ჩემპიონატი
2020-21

shmog

უმაღლესი ლიგა. კაცები
ოლიმპიური სასახლე
10 დეკემბერი
ქარიშხალა 27-26 წყალტუბო
BSB ბათუმი 38-14 ფოთი
პეგასი 27-42 ქუთაისი
11 დეკემბერი
BSB ბათუმი 40-20 წყალტუბო
ქარიშხალა 27-35 ფოთი
12 დეკემბერი
ფოთი 22-26 წყალტუბო
ქარიშხალა 20-54 ქუთაისი
BSB ბათუმი 38-25 სამტრედია
13 დეკემბერი
ქარიშხალა 33-38 სამტრედია
BSB ბათუმი 32-28 ქუთაისი
  13 დეკ.
                გატ-გაშ        
  BSB ბათუმი 4     4     0     0     148-87     8    
  ქუთაისი 3     2     0     1     124-79     4    
  სამტრედია 2     1     0     1     63-71     2    
  წყალტუბო 3     1     0     2     72-89     2    
  ფოთი 3     1     0     2     71-91     2    
  ქარიშხალა 4     1     0     3     107-153     2    
  პეგასი 1     0     0     1     27-42     0    
საქართველოს თასი. კაცები
10 ნოემბერი. გლდანი
მეოთხედფინალი
BSB ბათუმი 46-21 ქარიშხალა
იმედი სტუ 42-22 ოქროს ვერძი
ქუთაისი 46-26 სამტრედია
პეგასი 23-28 სპორტუნი
 
11 ნოემბერი. გლდანი
5-8 ადგილები
ქარიშხალა 28-33 ოქროს ვერძი
ნახევარფინალი
BSB ბათუმი 33-25 იმედი სტუ
ნახევარფინალი
ქუთაისი 45-30 სპორტუნი
5-8 ადგილები
სამტრედია 30-27 პეგასი
 
12 ნოემბერი. გლდანი
ქარიშხალა 22-37 პეგასი
ოქროს ვერძი 29-34 სამტრედია 
 
13 ნოემბერი. სპორტის სასახლე
იმედი სტუ 35-38 სპორტუნი
ფინალი
BSB ბათუმი 30-25 ქუთაისი
ქვიშის ხელბურთი
 კაცები
  1 ქუთაისი   2 გორი  3 ფაკუნდო
 ქალები
  1 ყვარელი   2 აჭარა   3 სამტრედია
მსოფლიო ჩემპიონატი 2021
კვალიფიკაცია
ბენევენტო. იტალია
10 იანვარი
საქართველო 24-29 რუმინეთი
11 იანვარი
საქართველო 28-25 იტალია
12 იანვარი
საქართველო 21-30 კოსოვო
ევროპის ჩემპიონატი 2022
პლეიოფი
16 იანვარი. სპორტის სასახლე
საქართველო 24-24 ფინეთი
19 იანვარი. რიიჰიმიაკი
ფინეთი 37-21 საქართველო




Our partners:

Jakofm  lelo  gms  popsport  sportal