News Calendar

September 2020
Mo Tu We Th Fr Sa Su
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1 2 3 4
opacity

facebook

 

Chenel
IHF მსოფლიო ერთა ჩემპიონატი

LogoEmerg

ევროპის გოგონათა ჩემპიონატი 17წ.

Euro17W

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები იანვარში ევროპის ჩემპიონატს თამაშობს ლატვიაში. ევროპის ხელბურთის ფედერაციამ გამოაქვეყნა ტურნირის განახლებული განრიგი. 

ეს შეჯიბრება, ისევე  როგორც ევროპის ჭაბუკთა ჩემპიონატი, 2020 წლის ზაფხულში უნდა გამართულიყო, მაგრამ პანდემიის გამო იანვრისთვის გადაიდო. ეროვნულ ფედერაციებს მიეცათ ხელახალი რეგისტრაციის საშუალება, რის შემდეგაც რიგაში დანიშნულ ტურნირს ერთი მონაწილე მოაკლდა: ბულგარეთმა ჩემპიონატში მონაწილეობაზე უარი თქვა და 10 მონაწილე დარჩა. ამის შემდეგ თავდაპირველი წილისყრით A ჯგუფში მოხვედრილი ბელგიის ნაკრები B ჯგუფში გადაიყვანეს და ორივე ჯგუფში 5-5 ნაკრები ითამაშებს.

საბოლოოდ, ჩვენი მეტოქეები არიან რუმინეთი, თურქეთი, ლატვია და ბრიტანეთი, ხოლო B ჯგუფში არიან ბელარუსი, მაკედონია, ლუქსემბურგი, კოსოვო და ბელგია.

ჩვენი 20-წლამდელთა ნაკრები ჯგუფურ ეტაპს იწყებს 8 იანვარს, ბრიტანეთთან მატჩით, მეორე სათამაშო დღეს ისვენებს, 10 იანვარს შეხვდება თურქეთს, 11 იანვარს ტურნირზე დასვენების დღეა, 12 იანვარს ვეთამაშებით რუმინეთს, ხოლო 13 იანვარს მასპინძელ ლატვიას.

ჯგუფების ორ-ორი გამარჯვებულები ბრძოლას გააგრძელებენ პირველობისთვის, მე-3-4 ადგილზე გასული გუნდები გაითამაშებენ პლეიოფს მე-5-8 ადგილებისთვის, ხოლო ჯგუფებში ბოლო ადგილზე დარჩენილი ნაკრებები მე-9 ადგილისთვის ითამაშებენ. ნახევარფინალები 15 იანვარსაა, ფინალი - 16 იანვარს. ჩემპიონატის გამარჯვებული მიიღებს 2021 წლის მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის პირდაპირ საგზურს. ეს შეჯიბრება აგვისტოშია დანიშნული.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელები არიან ტიტე კალანდაძე და გიორგი სახვაძე. 2018 წელს,  18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც თბილისში გაიმართა, ამ თაობის, 2000-01 წლებში დაბადებულთა გუნდმა, მე-7 ადგილი დაიკავა.

გუნდმა 2019-20 სეზონში სამი საწვრთნელი შეკრება უკვე ჩაატარა, მაგრამ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ ონლაინ-ვარჯიშებს დასჯერდა, სექტემბრიდან კი მზადებას განაახლებს. ნაკრების კანდიდატთაგან რამდენიმე უცხოურ კლუბებში თამაშობს: გიორგი ცხოვრებაძე (მონპელიე, საფრანგეთი), ნიკოლოზ კალანდაძე (შამბერი, საფრანგეთი), კახა ჩადუნელი (ლემგო, გერმანია), მირიან გავაშელიშვილი (პრილეპი, მაკედონია).

ანალოგიურ, 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს, საქართველოს ჭაბუკთა ნაკრები 25-31 იანვარს გამართავს მაკედონიაში. თავდაპირველი მონაცემებით ამ ტურნირზე 8 გუნდი უნდა გამოსულიყო, თუმცა, ხელახალი, პანდემიის შემდგომი რეგისტრაციის შედეგები და ზუსტი განრიგი ჯერ არ გამოქვეყნებულა.

ხელბურთი. ევროპის ჩემპიონატი 2020. კაცები 20 წ.

8-17 იანვარი 2021. რიგა, ლატვია - ოლიმპიკ სპექტრუმ არენა

A ჯგუფი: რუმინეთი, თურქეთი, საქართველო, ლატვია, ბრიტანეთი

8 იანვარი: საქართველო - ბრიტანეთი, რუმინეთი - ლატვია

9 იანვარი. ბრიტანეთი - რუმინეთი, ლატვია - თურქეთი

10 იანვარი. თურქეთი - საქართველო, ლატვია - ბრიტანეთი

12 იანვარი. თურქეთი - ბრიტანეთი, საქართველო - რუმინეთი

13 იანვარი. რუმინეთი - თურქეთი, საქართველო - ლატვია

B ჯგუფი: ბელარუსი, მაკედონია, ლუქსემბურგი, კოსოვო, ბელგია

15 იანვარს - ნახევარფინალი, 16 იანვარს - ფინალი

გამარჯვებული იღებს 2021 წლის 21-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს

ევროპის ჩემპიონატი 2020. კაცები, 18 წ. 25-31 იანვარი 2021, მაკედონიაში

A ჯგუფი: პოლონეთი, მაკედონია, ესტონეთი, საბერძნეთი

B ჯგუფი: შვეიცარია, უკრაინა, საქართველო, ბოსნია

გამარჯვებული იღებს 2021 წლის 19 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს

საქართველოს ჩემპიონატი
2019-2020

shmog

 4 მარტი
                სხვ        
  BSB ბათუმი 14
13
0 1 550-378 26
 
  ქუთაისი 14
12
0 2 598-453 24
 
  იმედი სტუ 14 9 0 5 443-380 18  
  პეგასი 12     7     0     5     384-379     14    
  სპორტუნი 14     4     0     10     438-507     8    
  სამტრედია 12 4 0 8 341-408 8  
  გორი 12 3 0 9 387-494 6  
  წყალტუბო 12 0 0 12 285-407 0  

 21 თებ.
          სხვ
  ყვარელი 10     9     0   1 357-242 18
  ქარიშხალა 10     9     0   1 299-258 18
  ფოთი 10     6     1   3 201-165 13
  სამტრედია 10     5     0   5 203-181 10
  აჭარა
10     4     1   5 229-203 9
  პეგასი 10     3     0   7 252-273 6
  მამული 10     3     0   7 219-267 6
  წყალტუბო 10     0     0   10 150-321 0

გოგონები 2004-05
 1 მარტი
      სხვ
  სამტრედია 15   15   0   0 391-183 30
  ყვარელი 15   14   0   1 386-221 28
  ტყიბული 15   11   0   4 298-227 22
  მამული
15   10   1   4 320-272 21
  ფოთი 15   9   1   5 254-201 19
  პეგასი 14   9   0   5 312-242 18
  BSG ბათუმი 15   8   1   6 275-237 17
  ქარიშხალა 15   6   1   8 298-301 13
  გორი 15   5   0   10 254-329 10
  წყალტუბო 14   3   0   11 191-287 6
  თელავი 14   2   0   12 231-344 4
  აჭარა 15   1   0   14 142-332 2
  ქუთაისი 13   0   0   13 16-192 0

ჭაბუკები 2004-05
 11 თებ.
      სხვ  
  აჭარა 12   12   0   0 505-211 24  
  პეგასი 12   10   1   1 234-136 21  
  ფოთი 12   10   0   2 274-169 20  
  სამტრედია 12   9   0   3 287-194 18  
  წყალტუბო 12   8   0   4 261-223 16  
  ქუთაისი 12   6   1   5 200-205 13  
  ქარიშხალა 12   6   0   6 217-191 12  
  ზუგდიდი 11   4   1   6 185-189 9  
  თელავი
12   4   0   8 183-272 8  
  რუსთავი 12   3   1   8 161-233 7    
  სენაკი 12   2   0   10 147-329 4    
  ქარელი 11   1   0   10 144-208 2    
  ტყიბული 12   0   0   12 45-283 0    

გოგონები 2006-07
 23 თებ.
        სხვ  
  ტყიბული
7   7   0   0   77-32 14  
  ფოთი 7   5   0   2   85-37 10  
  აჭარა 7   5   0   2   54-36 10  
  თელავი
5   4   1   0   72-20 9  
  გორი 5   4   1   0   45-27 9  
  BSG ბათუმი
7   4   0   3   48-45 8  
  ზუგდიდი 7   4   0   3   37-40 8  
  პეგასი
5   3   0   2   35-47 6  
  ქარიშხალა 5   2   0   3   46-40 4  
  წყალტუბო
7   1   1   5   48-55 3  
  მამული 5   1   0   4   20-42 2  
  სამტრედია 7   0   2   5   20-70 2  
  ქუთაისი 7   0   1   6   11-65 1  
  53 სკოლა 5   0   0   5   9-51 0  

ჭაბუკები 2006-07
 1 მარტი
სხვ
  გორი 13 9 1 3 141-101 19
  ქარიშხალა 13 9 1 3 138-76 19
  BSB ბათუმი 8 8 0 0 104-32 16
  პეგასი 13 8 0 5 113-97 16
  სამტრედია
8 7 0 1 95-55 14
  ყვარელი 13 4 0 9 78-121 8
  ქუთაისი 8 2 0 6 32-86 4
  რუსთავი 13 2 0 11 33-85 4
  აკადემია 13 0 0 13 15-108 0

მსოფლიო ჩემპიონატი 2021
კვალიფიკაცია
ბენევენტო. იტალია
10 იანვარი
საქართველო 24-29 რუმინეთი
11 იანვარი
საქართველო 28-25 იტალია
12 იანვარი
საქართველო 21-30 კოსოვო
ევროპის ჩემპიონატი 2022
პლეიოფი
16 იანვარი. სპორტის სასახლე
საქართველო 24-24 ფინეთი
19 იანვარი. რიიჰიმიაკი
ფინეთი 37-21 საქართველო




Our partners:

Jakofm  lelo  gms  popsport  sportal