News Calendar

February 2020
Mo Tu We Th Fr Sa Su
27 28 29 30 31 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 1
opacity

facebook

 

Chenel
IHF მსოფლიო ერთა ჩემპიონატი

LogoEmerg

ევროპის გოგონათა ჩემპიონატი 17წ.

Euro17W

საქართველოს ნაკრებმა ფრედ, 24-24 ითამაშა ევრო 2022-ის მეორე შესარჩევი ეტაპის პირველი მატჩი ფინეთთან. საპასუხო შეხვედრა 19 იანვარს გაიმართება რიიჰიმიაკიში. ორი მატჩის ჯამში გამარჯვებული გადის მთავარ შესარჩევ რაუნდში, რომელიც 2020 წლის ოქტომბერში იწყება.   

ჩვენმა გუნდმა თამაში ასეთი შემადგენლობით დაიწყო: თევზაძე, რუსტამოვი, ორჯონიკიძე, ჩიქოვანი, ცხოვრებაძე, ჭანტურია, არსენაშვილი (წითელიშვილი დაცვაში, პირველ ტაიმში გამოვიდნენ კბილაშვილი და მაისურაძე, მეორეში - დიხამინჯია და აბრამიშვილი.).

თავიდან ფინეთი დაწინაურდა. მეტოქის ლიდერს, უკანახაზელ ნიკო რონბერგს პირველ ტაიმში თამაშიდან ბურთი არ გაუტანია, თუმცა ფინელები უფრო წარმატებულები იყვნენ 6 მეტრიდან. ჩვენი ნაკრები პირველ ტაიმში ძირითადად შორიდან უტევდა, მაგრამ 13 დარტყმიდან შედეგიანი მხოლოდ 4 იყო, დანარჩენებს კი მეკარე მაკელა (ჯამში 16 მოგერიება) გაუმკლავდა. 3-6 ჩამორჩენის შემდეგ ხაზზე სამჯერ კარგად გაიხსნა არსენაშვილი, გავათანაბრეთ (6-6), მაგრამ ისევ ჩამოვრჩით სამით - 7-10.

ტაიმის ბოლოსკენ ჩვენგან მხოლოდ 3 მოთამაშეს ჰქონდა გოლი გატანილი (ცხოვრებაძე 4, არსენაშვილი 3, ორჯონიკიძე 2), თუმცა ბოლოში რუსტამოვმა გაათანაბრა და ჩიქოვანმა წინაც გაგვიყვანა - 11-10 შესვენებაზე, შოთა თევზაძეს კი 7 მოგერიება დაუგროვდა (სულ - 15).  

თამაშის განახლებისთანავე ფინეთმა ლიდერობა დაიბრუნა, მაგრამ ჯერ ცხოვრებაძემ უპასუხა ორჯერ, ხოლო  ჩიქოვანმა და ორჯონიკიძემ სამით დაგვაწინაურეს: 15-12 და ფინელებს წუთშესვენება დასჭირდათ. მალე ანგარიში 16-16 გახდა და ტაიმაუტი უკვე ნიკოლა მაქსიმოვიჩმა აიღო - 41-ე წუთი.

შემდეგ გაგვიმართლა: ჩიქოვანმა შიგ ზონაში აუგდო პასი ცხოვრებაძეს, ამან ვერ დაიჭირა, მაგრამ ბურთი მიუგორდა დიხამინჯიას, რომელმაც კუთხიდან გაიტანა - 17-16. დასრულებამდე 14 წუთით ადრე კიდევ ერთხელ დაგვაწინაურა ორჯონიკიძემ - 18-17, მაგრამ დიხამინჯიას ორწუთიანი გაძევების შემდეგ ჩამოვრჩით და მალე ფინეთი 2 ბურთით გავიდა წინ - 18-20, რჩება 10 წუთი.

ჩიქოვანმა სხვაობა შეამცირა და უკვე რიცხვობრივ მეტობაში არსენაშვილს ორჯერ გააქვს ცარიელ კარში 21-20, თუმცა, წითელიშვილი ორწუთიანში მიდის - რჩება 8 წუთი. ფინეთი ისევ წინ გადის და ცხოვრებაძე ათანაბრებს - 22-22 და მეტოქის გაძევების შემდეგ ორჯონიკიძეს გააქვს ცარიელ კარში - 23-22, რჩება 4.

სირენამდე 3 წუთით ადრე  ანგარიში თანაბარია, დაცვაში უხეშობისთვის ირაკლი ჩიქოვანი იღებს წითელ ბარათს. მეტოქე ისევ წინაა - 23-24 და ცხოვრებაძე ნაკლებობაში ათანაბრებს. 24-24. ბოლო შეტევაში დარტყმა ვერ მოვახერხეთ და სირენამდე 16 წამით ადრე მეტოქის მწვრთნელმა ლინდგრენმა ტაიმაუტი აიღო.

ბოლო შეტევაში ტამინენმა კუთხიდან ძელს გაარტყა, ბურთი საწინააღმდეგო ფრთაზე მიიღო შომანმა და მას თევზაძემ აუღო, მეორე რებაუნდიც ფინელებს ერგოთ, მაგრამ ტამინენმა ზონაში დააბიჯა და მატჩიც ფრედ დასრულდა.

საქართველოს ნაკრები ხვალ, გვიან ღამით მიემგზავრება ფინეთში.

ევროპის ჩემპიონატი 2022. კვალიფიკაციის მეორე ეტაპი, პლეიოფი

16 იანვარი, თბილისი, სპორტის სასახლე. პირველი თამაში

საქართველო-ფინეთი 24-24

საქ:  თევზაძე (15 მოგერიება), ცინცაძე - ცხოვრებაძე 8, არსენაშვილი 5, ორჯონიკიძე 5, ჩიქოვანი 3, რუსტამოვი 1, წითელიშვილი 1, დიხამინჯია 1, ჭანტურია, კბილაშვილი, მაისურაძე, აბრამიშვილი, კალანდაძე, მიქავა, გოგოლაძე, , 

ფინეთი: მაკელა (16) როსლანდერი -  ტამინენი 6, რონბერგი 5, სიურიალა 4, შომანი 3, მარტინი 3, მ. გრანლუნდი 1,  კოლიონენი 1, სუნდბერგი 1, კილსტედტი, ფორსი, ჰელანდერი, რ. გრანლუნდი, საკინენი

მსაჯები: იარონ ბენ-დანი, ასაფ ფარანი (ისრ), დელეგატი: ქენან გიოქმენი (თურ)

საპასუხო მატჩი, 19 იანვარი, რიიჰიმიაკი, კოქს არენა

18:00 ფინეთი - საქართველო

მსაჯები: ჰოფერი, შმიდჰუბერი (ავს), დელეგატი: მიკუჩონისი (ლიტ)

https://www.ehftv.com/int/livestream/finland-georgia/1865054

16, 19 იანვარი. ლუქსემბურგი - ესტონეთი, 15, 19 იანვარი. ბელგია - კვიპროსი 24-7

სამი გამარჯვებული გავა მთავარ შესარჩევ რაუნდში

მთავარი შესარჩევი რაუნდი: ოქტომბერი 2020 - ივნისი 2021

მონაწილეობს 32 გუნდი, თამაშდება ფინალის 20 საგზური

(უკვე ცნობილია 20 მონაწილე: საფრანგეთი, დანია, სერბეთი, მონტენეგრო, მაკედონია, უკრაინა, ჰოლანდია, ლატვია, ბოსნია, რუსეთი, შვეიცარია, პოლონეთი - რუმინეთი,  ლიტვა, იტალია, თურქეთი, ფარერები, საბერძნეთი, ისრაელი, კოსოვო + ევრო 2020 მეორე ეტაპის 11 მონაწილიდან 9, გარდა მომავალი ჩემპიონისა და ფინალისტისა: ხორვატია, ესპანეთი, ავსტრია, ჩეხეთი, გერმანია, ბელარუსი, ნორვეგია, სლოვენია, შვედეთი, პორტუგალია, ისლანდია + 3 წყვილის გამარვებული: საქართველო-ფინეთი, ბელგია-კვიპროსი, ლუსემბურგი-ესტონეთი)

ევრო 2022: იანვარი 2022, უნგრეთსა და სლოვაკეთში

მონაწილეობს 24 გუნდი (კვალიფიკაციას არ თამაშობს 2 მასპინძელი, ევროპის ჩემპიონი და ფინალისტი)

საქართველოს ჩემპიონატი
2019-2020

shmog

ოლიმპიური სასახლე. თბილისი
3 მარტი
სპორტუნი - BSB ბათუმი
იმედი სტუ - ქუთაისი
4 მარტი
სპორტუნი - ქუთაისი
იმედი სტუ - BSB ბათუმი
ზესტაფონი
10 მარტი
წყალტუბო - გორი
სამტრედია - პეგასი
11 მარტი
სამტრედია - გორი
წყალტუბო - პეგასი
 26 თებ.
                სხვ        
  BSB ბათუმი 12
11
0 1 468-320 22
 
  ქუთაისი 12
10
0 2 518-385 20
 
  იმედი სტუ 12 9 0 3 376-298 18  
  პეგასი 12     7     0     5     384-379     14    
  სპორტუნი 12     4     0     8     379-427     8    
  სამტრედია 12 4 0 8 341-408 8  
  გორი 12 3 0 9 387-494 6  
  წყალტუბო 12 0 0 12 285-407 0  

5 მარტი
ფოთი - პეგასი
წყალტუბო - ქარიშხალა
6 მარტი
ფოთი - ქარიშხალა
წყალტუბო - პეგასი
 21 თებ.
          სხვ
  ყვარელი 10     9     0   1 357-242 18
  ქარიშხალა 10     9     0   1 299-258 18
  ფოთი 10     6     1   3 201-165 13
  სამტრედია 10     5     0   5 203-181 10
  აჭარა
10     4     1   5 229-203 9
  პეგასი 10     3     0   7 252-273 6
  მამული 10     3     0   7 219-267 6
  წყალტუბო 10     0     0   10 150-321 0

გოგონები 2004-05
29 თებერვალი. ყვარელი
13:00 პეგასი - ყვარელი
14:00 მამული - ქარიშხალა
15:00 თელავი - ყვარელი
16:00 გორი - მამული
 
1 მარტი. სენაკი
13:00 აჭარა - სამტრედია
14:00 წყალტუბო - ფოთი
15:00 ტყიბული - სამტრედია
16:00 ქუთაისი - BSG ბათუმი
17:00 ფოთი - ტყიბული
 16 თებ.
      სხვ
  სამტრედია 13   13   0   0 330-152 26
  ყვარელი 13   12   0   1 322-184 24
  ტყიბული 13   11   0   2 270-183 22
  პეგასი 13   9   0   4 292-212 18
  მამული
13   8   1   4 270-237 17
  ფოთი 13   7   1   5 216-175 15
  BSG ბათუმი 14   7   1   6 245-235 15
  ქარიშხალა 14   6   1   7 282-272 13
  გორი 14   5   0   9 235-308 10
  წყალტუბო 13   3   0   10 174-264 6
  თელავი 13   2   0   11 214-310 4
  აჭარა 14   1   0   13 130-300 2
  ქუთაისი 12   0   0   12 14-162 0
გაგრძელდება 7 მარტს

ჭაბუკები 2004-05
 11 თებ.
      სხვ  
  აჭარა 12   12   0   0 505-211 24  
  პეგასი 12   10   1   1 234-136 21  
  ფოთი 12   10   0   2 274-169 20  
  სამტრედია 12   9   0   3 287-194 18  
  წყალტუბო 12   8   0   4 261-223 16  
  ქუთაისი 12   6   1   5 200-205 13  
  ქარიშხალა 12   6   0   6 217-191 12  
  ზუგდიდი 11   4   1   6 185-189 9  
  თელავი
12   4   0   8 183-272 8  
  რუსთავი 12   3   1   8 161-233 7    
  სენაკი 12   2   0   10 147-329 4    
  ქარელი 11   1   0   10 144-208 2    
  ტყიბული 12   0   0   12 45-283 0    

გოგონები 2006-07
22 თებერვალი. თელავი
თელავი 15-3 მამული
თელავი 14-2 სკოლა 53
გორი 7-3 ქარიშხალა
მამული 8-0 სკოლა 53
თელავი 7-7 გორი
23 თებერვალი. წყალტუბო
ზუგდიდი 6-0 ქუთაისი
ფოთი 15-4 ზუგდიდი
ტყიბული 6-0 ქუთაისი
ფოთი 11-12 ბათუმი
ტყიბული 13-5 ზუგდიდი
ბათუმი 6-0 ქუთაისი 
 23 თებ.
        სხვ  
  ტყიბული
7   7   0   0   77-32 14  
  ფოთი 7   5   0   2   85-37 10  
  აჭარა 7   5   0   2   54-36 10  
  თელავი
5   4   1   0   72-20 9  
  გორი 5   4   1   0   45-27 9  
  BSG ბათუმი
7   4   0   3   48-45 8  
  ზუგდიდი 7   4   0   3   37-40 8  
  პეგასი
5   3   0   2   35-47 6  
  ქარიშხალა 5   2   0   3   46-40 4  
  წყალტუბო
7   1   1   5   48-55 3  
  მამული 5   1   0   4   20-42 2  
  სამტრედია 7   0   2   5   20-70 2  
  ქუთაისი 7   0   1   6   11-65 1  
  53 სკოლა 5   0   0   5   9-51 0  
დასრულდება 12-16 აპრილს

ჭაბუკები 2006-07
1 მარტი. გლდანი
12:00 ქარიშხალა - აკადემია
12:45 რუსთავი - ყვარელი
13:30 გორი - აკადემია
14:15 პეგასი - ქარიშხალა
15:00 ყვარელი - აკადემია
15:45 პეგასი - რუსთავი
16:30 გორი - ქარიშხალა
 23 თებ.
სხვ
  BSB ბათუმი 8 8 0 0 104-32 16
  ქარიშხალა 10 7 1 2 103-52 15
  გორი 11 7 1 3 115-89 15
  სამტრედია
8 7 0 1 95-55 14
  პეგასი 11 7 0 4 97-79 14
  ყვარელი 11 3 0 8 64-108 4
  ქუთაისი 8 2 0 6 32-86 4
  რუსთავი 11 1 0 10 17-73 2
  აკადემია 10 0 0 10 2-67 0
დასრულდება 27-29 მარტს

მსოფლიო ჩემპიონატი 2021
კვალიფიკაცია
ბენევენტო. იტალია
10 იანვარი
საქართველო 24-29 რუმინეთი
11 იანვარი
საქართველო 28-25 იტალია
12 იანვარი
საქართველო 21-30 კოსოვო
ევროპის ჩემპიონატი 2022
პლეიოფი
16 იანვარი. სპორტის სასახლე
საქართველო 24-24 ფინეთი
19 იანვარი. რიიჰიმიაკი
ფინეთი 37-21 საქართველო




Our partners:

Jakofm  lelo  popsport  sportal