News Calendar

February 2020
Mo Tu We Th Fr Sa Su
27 28 29 30 31 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 1
opacity

facebook

 

Chenel
IHF მსოფლიო ერთა ჩემპიონატი

LogoEmerg

ევროპის გოგონათა ჩემპიონატი 17წ.

Euro17W

ხელბურთის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო მატჩი ბოლო წუთებზე, 24-29 დათმო რუმინეთთან, იტალიაში, ქალაქ ბენევენტოს „პალა ტედესკიში“. ფრედ ითამაშეს იტალიამ და კოსოვომ 26-26. ჩვენი გუნდი შაბათს იტალიას ხვდება.

საქართველოს ნაკრებმა ასეთი შვიდეულით დაიწყო: თევზაძე, რუსტამოვი, ორჯონიკიძე, ჩიქოვანი, ცხოვრებაძე, დიხამინჯია, მაისურაძე. დაცვაში შემოდიოდა წითელიშვილი, პირველ ტაიმში მოედანზე გამოვიდნენ ჭანტურია, კალანდაძე და აბრამიშვილი, ხოლო მეორეში თამაშში ჩაერთვნენ მეკარე ცინცაძე, კბილაშვილი და არსენაშვილი.

პირველ ტაიმში ჩვენმა გუნდმა ვერაფრით ააწყო გუნდური თამაში და თავიდანვე ჩამორჩა. მაქსიმალური სხვაობა 6 ბურთი იყო: 6-12. გოლები ძირითადად გიორგი ცხოვრებაძის ინდივიდუალური შეტევების შემდეგ გადიოდა. მონპელიეს ახალგაზრდა მარჯვენა ინსაიდმა 5 გოლი გაიტანა, მაგრამ ბევრიც ააცილა და დაკარგვებიც საკმაოდ ჰქონდა.

პირველი ტაიმის ბოლოსკენ სიტუაცია გამოსწორდა - დიხამინჯიამ კუთხიდან, ცხოვრებაძემ 9 მეტრიდან და კალანდაძემ სწრაფი გარღვევის შემდეგ ზედიზედ გაიტანეს 3 გოლი (9-12), ბოლოს კი მაისურაძემ შეაგდო 6 მეტრიდან, 18 წლის კალანდაძემ მეტოქის გადაცემა ჩაჭრა და ორჯონიკიძემ ტაიმის ბოლო წამზე სხვაობა ისევ დაიყვანა სამამდე - 13-16.

შესვენების შემდეგ კარგად შემოვიდა მეკარე ცინცაძე, ლიდერობა იტვირთა ირაკლი ჩიქოვანმა და ორჯერ გაიტანა, 38-ე წუთზე კალანდაძემ გაათანაბრა (17-17), შოთა თევზაძე შვიდმეტრიანის მოსაგერიებლად დაბრუნდა მოედანზე და მოიგერია კიდეც, იქვე კი ჩიქოვანის პასის შემდეგ უჩა მაისურაძემ დაგვაწინაურა 18-17!

უნდა ითქვას, რომ რუმინეთი სულაც არ ჩანდა ჩვენზე ძლიერ გუნდად. ჩვენს დაცვას მხოლოდ საფრანგეთის შამბერის მარჯვენა ინსაიდის, დემის გრიგორაშის (9 გოლი) შეჩერება გაუჭირდა, 5 გოლი კი გამთამაშებელმა კრისტიან ფენიჩიმ გაგვიტანა.

მეტოქემ მალე დაიბრუნა ლიდერობა (19-18), ჩიქოვანმა ისევ გაათანაბრა, მაგრამ აქ მსაჯებმა ზედიზედ გაგვიძევეს წითელიშვილი და ჩიქოვანი. კრიტიკულ სიტუაციაში მშვენივრად შემოვიდა კბილაშვილი, რომელმაც ჯერ ინდივიდუალური გარღვევის შემდეგ ორიგინალური გოლი გაიტანა (20-20), შემდეგ სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა (21-22) (ამასობაში თევზაძემ კიდევ ერთი შვიდმეტრიანი მოიგერია) და ბოლოს ორწუთიანი და შვიდმეტრიანი გამოიმუშავა: მაგრამ ცხოვრებაძემ ვერ გაიტანა და ანგარიშის გათანაბრების შანსი დაიკარგა. დასრულებამდე შვიდწუთნახევრით ადრე ნიკოლა მაქსიმოვიჩმა ტაიმაუტი აიღო. ანგარიში იგივე იყო: 21-22.

მაგრამ, წუთშესვენების შემდეგ ჩვენებს ზედიზედ ორჯერ მოუვიდათ ტექნიკური წუნი, მეტოქე ისევ გაგვექცა სამით, კბილაშვილმა და ჩიქოვანმა ორჯერ დაიყვანეს სხვაობა ორამდე (23-25, რჩებოდა 4 წუთი), თუმცა, კიდევ ერთი დაკარგული ბურთის შემდეგ რუმინეთმა ოთხბურთიანი უპირატესობა მიიღო, სულ ბოლოს კი ჭანტურია ბოლო 30 წამის წესის დარღვევის გამო წითელი ბარათით და შვიდმეტრიანით დაისაჯა და საბოლოო სხვაობა ასეთი მატჩისთვის შეუფერებლად დიდი გამოვიდა - 24-29.

მომდევნო ეტაპზე, პლეიოფში, მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებული გადის და შანსი ოთხივე გუნდს დარჩა, თუმცა, ჩვენი გუნდისთვის უფრო მნიშვნელოვანია ევრო 2022-ის პლეიოფი - 16 და 19 იანვარს ფინეთთან. სუომის გუნდთან მოგების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები 2020 წლის ოქტომბერში ევროპის ჩემპიონატის მთავარ შესარჩევ რაუნდს დაიწყებს ევროპის უძლიერეს 31 გუნდთან ერთად. საქართველო-ფინეთის პირველი მატჩი 16 იანვარს 19 საათზე დაწყება თბილისის სპორტის სასახლეში. საპასუხო შეხვედრა 19 იანვარსაა ქალაქ რიიჰიმიაკიში.

მსოფლიო ჩემპიონატი 2021. ევროპის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდი

3 ჯგუფი. პალა ტედესკი, ბენევენტო, იტალია (გამარჯვებული გავა პლეიოფში)

10 იანვარი. რუმინეთი-საქართველო 29-24

რუმ: პოპესკუ, იანკუ - გრიგორაში 9, ფენიჩი 5, დუმიტრუ 3, სიმიკუ 3, ტალმაიერი 3, ბუიორი 2, ფოტაკე 2, ასოლტანეი 1, მოკანუ 1, სავენკო, ბოტეა, კაბუცი, ჩოგი, ჰუმეტ გამინდე

საქ: თევზაძე, ცინცაძე - ჩიქოვანი 6, ცხოვრებაძე 5, ორჯონიკიძე 4, კბილაშვილი 3, დიხამინჯია 2, კალანდაძე 2, მაისურაძე 2, რუსტამოვი, წითელიშვილი, ჭანტურია, აბრამიშვილი, არსენაშვილი, მიქავა, გოგოლაძე

მსაჯები: არძირიდისი-მუტასი (კვი)

იტალია- კოსოვო 26-26

იტა: კოლელუორი, ებნერი - არჩიერი 6, სტაბელინი 5, პარიზინი 4, სკატარი 2, ზონერერი 2, ტურკოვიჩი 2, ბულძამინი 1, დანტინო 1, დარიპანი 1, დოლდანი 1, პერეირა 1, მენგონი, ა. იბალი, ე. იბალი

კოს: გერბესკი, ზენა - დედაი 8, იუპა 4, დრილონ ტაჰირუკაი 4, დრენიტ ტაჰირუკაი 3, აბდულაი 2, ფეტაჰუ 2, ჩუკა 2, ტერზიჩი 1, აჰმეტი, ბეშირი, გეგაი, ჩუნი, რამოსაი, მუჩოლი 

მსაჯები: პეტურსონი-პრასტარსონი (ისლ)

დელეგატები: იოვიჩი (ბოს), მეიმარიდისი (საბ)

11 იანვარი

21:00 კოსოვო - რუმინეთი, 23:00 საქართველო-იტალია

12 იანვარი

19:00 კოსოვო - საქართველო, 21:00 იტალია - რუმინეთი

1 ჯგუფი. ლიტვა 2, სლოვაკეთი 2, ლუქსემბურგი 0, ფარერის კუნძულები

10 იან. ლიტვა - ფარერები 36-25, სლოვაკეთი - ლუქსემბურგი 22-16

2 ჯგუფი. საბერძნეთი 8, ისრაელი 7, ფინეთი 5, კვიპროსი 0

5 ტური. 8 იან. საბერძნეთი - კვიპროსი 30-16, ფინეთი - ისრაელი 26-26

6 ტური. 11 იან. ისრაელი - საბერძნეთი, 12 იან. კვიპროსი - ფინეთი

4 ჯგუფი. დასრულდა - 1. თურქეთი 4, 2. ბელგია 2, 3. ესტონეთი 0

საქართველოს ჩემპიონატი
2019-2020

shmog

ოლიმპიური სასახლე. თბილისი
3 მარტი
სპორტუნი - BSB ბათუმი
იმედი სტუ - ქუთაისი
4 მარტი
სპორტუნი - ქუთაისი
იმედი სტუ - BSB ბათუმი
ზესტაფონი
10 მარტი
წყალტუბო - გორი
სამტრედია - პეგასი
11 მარტი
სამტრედია - გორი
წყალტუბო - პეგასი
 26 თებ.
                სხვ        
  BSB ბათუმი 12
11
0 1 468-320 22
 
  ქუთაისი 12
10
0 2 518-385 20
 
  იმედი სტუ 12 9 0 3 376-298 18  
  პეგასი 12     7     0     5     384-379     14    
  სპორტუნი 12     4     0     8     379-427     8    
  სამტრედია 12 4 0 8 341-408 8  
  გორი 12 3 0 9 387-494 6  
  წყალტუბო 12 0 0 12 285-407 0  

5 მარტი
ფოთი - პეგასი
წყალტუბო - ქარიშხალა
6 მარტი
ფოთი - ქარიშხალა
წყალტუბო - პეგასი
 21 თებ.
          სხვ
  ყვარელი 10     9     0   1 357-242 18
  ქარიშხალა 10     9     0   1 299-258 18
  ფოთი 10     6     1   3 201-165 13
  სამტრედია 10     5     0   5 203-181 10
  აჭარა
10     4     1   5 229-203 9
  პეგასი 10     3     0   7 252-273 6
  მამული 10     3     0   7 219-267 6
  წყალტუბო 10     0     0   10 150-321 0

გოგონები 2004-05
29 თებერვალი. ყვარელი
13:00 პეგასი - ყვარელი
14:00 მამული - ქარიშხალა
15:00 თელავი - ყვარელი
16:00 გორი - მამული
 
1 მარტი. სენაკი
13:00 აჭარა - სამტრედია
14:00 წყალტუბო - ფოთი
15:00 ტყიბული - სამტრედია
16:00 ქუთაისი - BSG ბათუმი
17:00 ფოთი - ტყიბული
 16 თებ.
      სხვ
  სამტრედია 13   13   0   0 330-152 26
  ყვარელი 13   12   0   1 322-184 24
  ტყიბული 13   11   0   2 270-183 22
  პეგასი 13   9   0   4 292-212 18
  მამული
13   8   1   4 270-237 17
  ფოთი 13   7   1   5 216-175 15
  BSG ბათუმი 14   7   1   6 245-235 15
  ქარიშხალა 14   6   1   7 282-272 13
  გორი 14   5   0   9 235-308 10
  წყალტუბო 13   3   0   10 174-264 6
  თელავი 13   2   0   11 214-310 4
  აჭარა 14   1   0   13 130-300 2
  ქუთაისი 12   0   0   12 14-162 0
გაგრძელდება 7 მარტს

ჭაბუკები 2004-05
 11 თებ.
      სხვ  
  აჭარა 12   12   0   0 505-211 24  
  პეგასი 12   10   1   1 234-136 21  
  ფოთი 12   10   0   2 274-169 20  
  სამტრედია 12   9   0   3 287-194 18  
  წყალტუბო 12   8   0   4 261-223 16  
  ქუთაისი 12   6   1   5 200-205 13  
  ქარიშხალა 12   6   0   6 217-191 12  
  ზუგდიდი 11   4   1   6 185-189 9  
  თელავი
12   4   0   8 183-272 8  
  რუსთავი 12   3   1   8 161-233 7    
  სენაკი 12   2   0   10 147-329 4    
  ქარელი 11   1   0   10 144-208 2    
  ტყიბული 12   0   0   12 45-283 0    

გოგონები 2006-07
22 თებერვალი. თელავი
თელავი 15-3 მამული
თელავი 14-2 სკოლა 53
გორი 7-3 ქარიშხალა
მამული 8-0 სკოლა 53
თელავი 7-7 გორი
23 თებერვალი. წყალტუბო
ზუგდიდი 6-0 ქუთაისი
ფოთი 15-4 ზუგდიდი
ტყიბული 6-0 ქუთაისი
ფოთი 11-12 ბათუმი
ტყიბული 13-5 ზუგდიდი
ბათუმი 6-0 ქუთაისი 
 23 თებ.
        სხვ  
  ტყიბული
7   7   0   0   77-32 14  
  ფოთი 7   5   0   2   85-37 10  
  აჭარა 7   5   0   2   54-36 10  
  თელავი
5   4   1   0   72-20 9  
  გორი 5   4   1   0   45-27 9  
  BSG ბათუმი
7   4   0   3   48-45 8  
  ზუგდიდი 7   4   0   3   37-40 8  
  პეგასი
5   3   0   2   35-47 6  
  ქარიშხალა 5   2   0   3   46-40 4  
  წყალტუბო
7   1   1   5   48-55 3  
  მამული 5   1   0   4   20-42 2  
  სამტრედია 7   0   2   5   20-70 2  
  ქუთაისი 7   0   1   6   11-65 1  
  53 სკოლა 5   0   0   5   9-51 0  
დასრულდება 12-16 აპრილს

ჭაბუკები 2006-07
1 მარტი. გლდანი
12:00 ქარიშხალა - აკადემია
12:45 რუსთავი - ყვარელი
13:30 გორი - აკადემია
14:15 პეგასი - ქარიშხალა
15:00 ყვარელი - აკადემია
15:45 პეგასი - რუსთავი
16:30 გორი - ქარიშხალა
 23 თებ.
სხვ
  BSB ბათუმი 8 8 0 0 104-32 16
  ქარიშხალა 10 7 1 2 103-52 15
  გორი 11 7 1 3 115-89 15
  სამტრედია
8 7 0 1 95-55 14
  პეგასი 11 7 0 4 97-79 14
  ყვარელი 11 3 0 8 64-108 4
  ქუთაისი 8 2 0 6 32-86 4
  რუსთავი 11 1 0 10 17-73 2
  აკადემია 10 0 0 10 2-67 0
დასრულდება 27-29 მარტს

მსოფლიო ჩემპიონატი 2021
კვალიფიკაცია
ბენევენტო. იტალია
10 იანვარი
საქართველო 24-29 რუმინეთი
11 იანვარი
საქართველო 28-25 იტალია
12 იანვარი
საქართველო 21-30 კოსოვო
ევროპის ჩემპიონატი 2022
პლეიოფი
16 იანვარი. სპორტის სასახლე
საქართველო 24-24 ფინეთი
19 იანვარი. რიიჰიმიაკი
ფინეთი 37-21 საქართველო




Our partners:

Jakofm  lelo  popsport  sportal