News Calendar

March 2021
Mo Tu We Th Fr Sa Su
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1 2 3 4
opacity

facebook

 

Chenel

საქართველოს ნაკრების ხელბურთელი თეიმურაზ ორჯონიკიძე ბუდაპეშტის ფერენცვაროშიდან უნგრეთის ეროვნული ლიგის სხვა გუნდში, ოროშჰაზიში გადავიდა. კლუბმა ჩემპიონატის პირველი მატჩი სტუმრად 24-32 წააგო დიონდიოშისთან, ქართველმა 3 გოლი გაიტანა.

ფერენცვაროშს შარშანდელ სეზონში ამბიციური მიზნები ჰქონდა და ევროტურნირების საგზურს უმიზნებდა, მაგრამ შუა სეზონში რამდენიმე თამაში ზედიზედ წააგო და მხოლოდ მეშვიდე ადგილი დაიკავა. ამის შემდეგ კლუბში სიტუაცია აირია, ორჯონიკიძემ კი ნაციონალურ ლიგაში წლეულს დაწინაურებული კლუბის, ოროშჰაზის წინადადება მიიღო და ერთწლიანი კონტრაქტიც გააფორმა.

ოროშჰაზი 23 წლის ორჯონიკიძისთვის, რომელიც ეროცნულ ნაკრებში 2013 წლიდან თამაშობს,  მეოთხე უცხოური კლუბია. მან ორი სეზონი მაკედონიაში - პრილეპსა და პელისტერში გაატარა, 2018 წელს კი ფერენცვაროშში გადავიდა.

მეორე ტურის მატჩს ოროშჰაზი 7 სექტემბერს შინ გამართავს დაბაშის წინააღმდეგ, თუმცა, სამწუხაროდ, დიონდიოშისთან თამაშის პირველ ნახევარში ორჯონიკიძემ ხელის მტევანზე ძვალი გაიტეხა და რამდენიმე კვირის გამოტოვება მოუწევს.

KacebiUmaglesiLiga





Our partners: