logo

News Calendar

March 2021
Mo Tu We Th Fr Sa Su
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1 2 3 4
opacity

საქართველოს ნაკრების მეკარეები, სანდრო ხანდოლიშვილი და იური სილაგაძე იმყოფებიან სერბეთში, ერთკვირიან საერთაშორისო სახელბურთო კემპზე, რომელაც ხელმძღვანელობს საქართველოს ნაკრები კონსულტანტი, დრაგან ჯუკიჩი. 

კემპი ყოველწლიურია. ვარჯიშები იმართება სერბეთის ქალაქ კლადოვოში და მასში მონაწილეობენ პერპექტიული ხელბურთელები მთელი ევროპიდან. ძირითადი ყურადღება ექცევა ინდივიდუალურ ოსტატობას და ხელბურთელებს სათამაშო პოზიციების მიხედვით ავარჯიშებენ სპეციალისტი მწვრთნელები. მეკარეების კურსს ხელმძღვანელობს სერბი მიჰაილო რადოსავლიევიჩი. მის გარდა, კლადოვოში მუშაობენ ფრანგი კლოდ ლანდური, შვედი იოჰან ზანოტი, სერბი დრაგან ილიჩი და დრაგან ჯუკიჩი.

ჯუკიჩი ბოლო სეზონში ჩემპიონთა ლიგის 2016 წლის გამარჯვებულის, CSM ბუკურეშტის ქალთა გუნდის მთავარი მწვრთნელი იყო, სეზონის ბოლოს კი საქართველოს ხელბურთის ფედერაციასთანაც გააფორმა თანამშრომლობის ხელშეკრულება, რომელიც გულისხმობს საქართველოს ნაკრებ გუნდებთან მუშაობას კონსულტანტის რანგში და სხვა საგანმანათლებლო აქტივობებს. მისმა მუშაობამ ეროვნულ ნაკრებში, სერბ ნიკოლა მაქსიმოვიჩთან ერთად, უკვე გამოიღო ნაყოფი IHF მსოფლიო ერთა ჩემპიონატზე, რომელიც საქართველოს ნაკრებმა ამასწინათ მოიგო.

საქართველოს ხელბურთის ფედერაციამ სერბეთში მისავლინებლად შეარჩია ორი პერსპექტიული მეკარე. 21 წლის სანდრო ხანდოლიშვილს (BSB ბათუმი) უთამაშია ყველა ასაკობრივ ნაკრებში და რამდენჯერმე ეროვნულ გუნდის კარიც დაუცავს ოფიციალურ მატჩებში. იური სილაგაძე (წყალტუბოს პრომეთე) 18 წლისაა, მაგრამ უკვე აქვს ჭაბუკთა და ასაკობრივ ნაკრებებში თამაშის გამოცდილება და ეროვნული გუნდის კანდიდატადაც ითვლება.

საწვრთნელი კემპი სერბეთში 30 ივნისს დარულდება.





Our partners: