logo

News Calendar

March 2021
Mo Tu We Th Fr Sa Su
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1 2 3 4
opacity

საქართველოს ნაკრების ხელბურთელის, თეიმურაზ ორჯონიკიძის კლუბმა, ფერენცვაროშმა უნგრეთის ჩემპიონატი მეშვიდე ადგილზე დაასრულა. ქართველი უკანახაზელი კლუბში ერთ-ერთი საუკეთესო იყო და ჩემპიონატის 21 მატჩში 58 გოლი გაიტანა.

ბუდაპეშტის კლუბის მიზანი მინიმუმ მეხუთე ადგილის დაკავება და ევროტურნირებზე მოხვედრა იყო, მაგრამ მეორე წრის დასაწყისში ზედიზედ შეხვდა პირველი სამეულის წარმომადგენლებს - ვესპრემს, სეგედსა და ტატაბანიას, სამივე მატჩი წააგო და სიტუაციიდან ვეღარ გამოვიდა, თუმცა, სეზონი ზედიზედ ორი მოგებით დაასრულა: ბუდაკალასთან (33-27) და მეოთხე ადგილზე გასულ ბალატონფურედისთან (31-26).

23 წლის ქართველმა, რომელიც საქართველო ჩემპიონატში ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდში თამაშობდა, ორი სეზონი მაკედონიაში, პრილეპსა და პელისტერში გაატარა, ფერენცვაროშთან კი ერთწლიანი კონტრაქტი ჰქონდა, რომელიც დასრულდა. ორჯონიკიძეს უკვე აქვს წინადადება ხელშეკრულების გახანგრძლივების შესახებ, თუმცა, გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, რადგანაც აქვს შეთავაზებები სხვა კლუბებიდანაც.

ივნისის დასაწყისში ორჯონიკიძე შეუერთდება საქართველოს ნაკრებს, რომელსაც 8-16 ივნისს თბილისის სპორტის სასახლეში მნიშვნელოვანი ტურნირი აქვს - IHF ერთა ჩემპიონატი, რომელიც ევრო 2022-ის ერთ-ერთი შესარჩევი ეტაპიცაა.

ხელბურთი. უნგრეთის ეროვნული ლიგა. საბოლოო 26/26: 1. სეგედი 51 ქულა - 2. ვესპრემი 46 --- 3. ტატაბანია 42 – 4. ბალატონფურედი 36 – 5. ჩურგოი 33 - 6. დიონდიოში 31 – 7. ფერენცვაროში 22 – 8. დაბაში 21 - 9. კომლოი 21 -  10. ედერი 17 - 11. ცეგლედი 19/11 – 12. ბუდაკალასი 16 - 13. მეზოკოვეშდი 15 ---- 14. ცეგლედი 13 – 14. ვეჩეში 0

ფინალი: სეგედი - ვესპრემი





Our partners: