მთავარი
ქალთა ჩემპიონთა ლიგაში პირველი წრე ფორმალურად დასრულდა, თუმცა, კოვიდ-პანდემიის გამო 12 გადადებული თამაში დაგროვდა.
ევროპის ხელბურთის ფედერაციამ პანდემიის გამო გააუქმა ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი, რომელიც 2021 წლის იანვარში იყო დანიშნული, ხოლო ჭაბუკთა ჩემპიონატი აგვისტოში გადაიტანა.
ხელბურთის ჩემპიონთა ლიგაში მხოლოდ ბარსელონა დარჩა, ვინც ყველა თამაში მოიგო.
ქალთა ჩემპიონთა ლიგის მეექვსე ტურში რვიდან 4 თამაში გადაიდო. B ჯგუფის ერთადერთ მატჩში ფრანგულმა ბრესტ-ბრეტონმა სტუმრად 31-24 დამარცხა დანიის ოდენსე.
ქეთევან ვენეცკი 7 გოლით საუკეთესო იყო კოსოვოს სახელბურთო ჩემპიონატის მატჩში, რომელშიც ისტოგუმ 28-20 დაამარცხა ვუშტრია.
მედეა ჩოხელის კუმანოვომ სტუმრად ფრედ, 28-28 ითამაშა სკოპიეს ვარდართან და მაკედონიის ჩემპიონატში ლიდერობა შეინარჩუნა. ჩოხელმა 5 გოლი გაიტანა.