მთავარი
საქართველოს გოგონათა ჩემპიონატს ლიდერობენ სამტრედიისა და ყვარლის გუნდები. პირველი წრის ბოლომდე დარჩენილია აღმოავლეთ-დასავლეთის ჯვარედინი ტური, რომელიც 21 ნოემბერს დაიწყება გლდანის ხელბურთის აკადემიაში.
საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგას ლიდერობს შარშანდელი ფინალისტი, თბილისის პეგასი, რომელმაც დღეს ოლიმპიურ სასახლეში 23-18 დაამარცხა წინა პირველობის ბრინჯაოს პრიზიორი, სტუ-იმედი. გორმა 44-36 მოუგო სპორტის უნივერსიტეტს.
ზესტაფონის სპორტის სასახლესა და გლდანის ხელბურთის აკადემიაში გაგრძელდა საქართველოს ჭაბუკთა ჩემპიონატი. წინ არიან შარშანდელი ჩემპიონი და ვერცხლის პრიზიორი - აჭარის გუნდი და თბილისის პეგასი.
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, ხელბურთელთა საქართველოს ჩემპიონატზე პეგასმა 38-27 დაამარცხა სპორტის უნვერსიტეტი, გორს კი ტექნიკური წაგება ჩაეთვალა სტუ-იმედთან, 0-10. 4-4 ქულით პეგასი და სტუ-იმედი ლიდერობენ და ხვალ ერთმანეთს ხვდებიან.
მაკედონიის ქალთა ჩემპიონატში მედეა ჩოხელის გუნდმა კუმანოვომ 27-24 დაამარცხა სკოპიეს ვარდარი და 9 მატჩიდან 27 ქულით ლიდერობს. კუმანოვოში 6 გოლით საუკეთესო იყო საქართველოს ნაკრების კაპიტანი.
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა ხელბურთში. პირველ დღეს თბილისის პეგასმა 39-34 მოუგო გორს, სტუ-იმედმა 39-32 დაამარცხა სპორტის უნივერსიტეტი.