მთავარი
საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ბათუმის შავი ზღვის ბიჭებმა 40-20 დამარცხა წყალტუბოს პრომეთე და 4 ქულით ლიდერობს. ფოთის ოქროს ვერძმა მოუგო თბილისის ქარიშხალას, 35-27.
ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო ხელბურთელთა უმაღლესი ლიგის ტურნირი. დღის ყველაზე დაძაბულ მატჩში ლიგაში დაბრუნებულმა თბილისის ქარიშხალამ 27-26 დაამარცხა წყალტუბო. მოიგეს ფავორიტებმა - ბათუმის შავი ზღვის ბიჭებმა და ქუთაისმა.
დანიაში, ქალთა ჩემპიონატზე უდანაკარგოდაა 4 გუნდი - ნორვეგია, ხორვატია, საფრანგეთი და რუსეთი. ტიტულისათვის ბრძოლას გამოეთიშა მსოფლიო ჩემპიონი ჰოლანდია.
დანიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე პირველი ეტაპი დასრულდა. მსოფლიო ჩემპიონმა ჰოლანდიამ მთავარი რაუნდის საგზური ბოლო ტურში მოიპოვა.
ხელბურთის ჩემპიონთა ლიგის ბოლო ორ ტურში 16-დან მხოლოდ 8 მატჩი გაიმართა. ბოლო თამაშში გერმანიის ფლენზბურგმა ნორვეგიაში 30-29 დაამარცხა ელვერუმი და პოლონეთის კელცესთან ერთად ლიდერობს A ჯგუფს.
მაკედონიის ჩემპიონატში მეორე ეტაპზე გასასვლელად იბრძვის ქართველი ხელბურთელების გუნდი, პრილეპი, ხოლო რევაზ ჭანტურიამ მლადოსტთან მოგებულ მატჩში 13 გოლი გაიტანა.