logo

სიახლეების კალენდარი

მარტი 2021
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1 2 3 4
opacity

მთავარი

13 ნოემბერს, სპორტკომპლექს არენაში განახლდება საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ხელბურთში.

თბილისში ითამაშებს აღმოსავლეთი ქვეჯგუფის 4 გუნდი - სტუ, პეგასი, იმედი და თელავი. დასავლეთის ქვეჯგუფში (ბათუმი, სამტრედია, ქუთაისი, ჭაბუკთა ნაკრები) ტურს 19-21 ნოემბერს გამართავს სენაკში, რის შემდეგაც პირველი წრე დასრულდება. ჩემპიონი სამწრიანი ტურნირის შემდეგ გამოვლინდება.

ეროვნული ჩემპიონატი. სპორტკომპლექსი არენა. განრიგი

13 ნოემბერი. 15:30 სტუ - პეგასი, 17:00 იმედი - თელავი

14 ნოემბერი. 15:30 თელავი - სტუ, 17:00 პეგასი - იმედი

15 ნოემბერი. 15:30 პეგასი - თელავი, 17:00 სტუ - იმედი

მდგომარეობა

სტუ------------4 0 0 129-105 8

ბათუმი--------3 0 1 151-122 6

სამტრედია----3 0 1 135-116 6

იმედი----------2 0 2 122-133 4

ქუთაისი-------1 1 2 112-126 3

ჭაბუკები-------0 2 2 107-115 2

პეგასი----------0 2 2 124-141 2

თელავი--------0 1 3 104-126 1

ქალთა ჩემპიონთა ლიგაში გაირკვა მეორე ჯგუფური ეტაპის 8 მონაწილიდან 6. სათამაშოა ბოლო ტური.

პირველ ჯგუფში უპირობოდ გაიმარჯვა მოქმედმა ჩემპიონმა, უნგრულმა დიორი ეტომ, მეორე საგზურისთვის კი დანარჩენი სამი გუნდი იბრძვის. მომავალ შაბათ-კვირას ითამაშებენ დიორი - ბაია მარე, ტიურინგერი - ჰიპო.

მეორე ჯგუფში დანიურმა მიდტიულანდმა სტუმრად დაამარცხა უნგრეთის ფერენცვაროში და მეორე ეტაპზე გასვლა გაინაღდა. მეორე საგზურის მფლობელი გაირკვევა ფერენვაროშისა და მონტენეგროს ბუდუჩნოსტის თამაშში, ოღონდ უნგრელები უკვე სტუმრად თამაშობენ.

დანარჩენ 2 ჯგუფში ყველაფერი ცხადია. სლოვენიის კრიმმა და შვედეთის სევეფოფმა ერთმანეთში ფრედ ითმაშეს და ოფიციალურად გაიფორმეს მეორე ეტაპზე გასვლა, ხოლო დანიურ ლარვიკსა და მაკედონიურ ვარდარს საგზური აქამდე ჰქონდათ განაღდებული.

ჩემპიონთა ლიგა 2013-14. ქალები. პირველი ჯგუფური ეტაპი.

5 ტური. 9-10 ნოემბერი

A ჯგუფი

ბაია მარე (რუმ) - ტიურინგერი (გერ) 20:19

ჰიპო ნიდეროსტერრაიხი (ავს) – დიორი ეტო (უნგ) 27:28

დიორი 10, ჰიპო 4 / ბაია მარე 4, ტიურინგერი 2

B ჯგუფი

ლიუბლინი (პოლ) – ბუდუჩნოსტი (მნტ) 22:30

ფერენცვაროში (უნგ) – მიდტიულანდი (დან) 25:26

მიდტიულანდი 8, ბუდუჩნოსტი 6 / ფერენცვაროში 6, ლიუბლინი 0

C ჯგუფი

ლაიპციგი (გერ) - მეცი (საფ) 22:25

სევეჰოფი (შვდ) - კრიმ მერკატორი (სლნ) 25:25

კრიმი 7, სევეჰოფი 7 / მეცი 4, ლაიპციგი 2

D ჯგუფი

ვარდარ სკოპიე (მკდ) - ბალონმანო ბერა ბერა (ესპ) 30:20

პოდრავკა (ხორ) - ლარვიკი (ნორ) 19:24

ვარდარი 9, ლარვიკი 9 / პოდრავკა 2, ბალონმანო 0

 

მეორე ჯგუფურ ეტაპზე გადის 2–2 გუნდი

 

ფოტოზე: ფერენცვაროში - მიდტიულანდი

საქართველოში მყოფი ხელბურთის საერთაშორისო ექსპერტი, კონგსვინგერის სახელბურთო აკადემიის პრეზიდენტი, ნორვეგიელი იგორ შესტაკოვი ამ დღეებში ასრულებს სემინარს ქართველი მწვრთნელებისთვის.

 

სემინარი ოლიმპიური სოლიდარობის პროგრამით გაიმართა და მასში ოცამდე ქართველმა მწვრთნელმა მიიღო მონაწილეობდა. კურსი მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ მეცადინეობებს. ხვალ, 16:30, ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართება საბოლოო შეხვედრა, რომლის დროსაც სემინარის ყველა მონაწილე მიიღებს სასწავლო კურსის პირველი დონის გავლის დამადასტურებელ სერტიფიკატს.

 

 

დღეს კი შესტაკოვს სპორტის სამინისტროში უმასპინძლეს მინისტრის მოადგილემ თამაზ თევზაძემ, სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი დოლაბერიძემ, სპორტის უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გურამ ძაგანიამ. შეხვედრას ესწრებოდნენ ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ კაკაბაძე და ხელბურთის ქართველი ექსპერტი ჯემალ ბარამიძე. საუბარი შეეხო სამომავლო თანამშრომლობას და სასწავლო კურსის გაგრძელებასაც.

 

ფოტოზე: ირაკლი დოლაბერიძე, თამაზ თევზაძე, იგორ შესტაკოვი, ჯემალ ბარამიძე, გურამ ძაგანია, ზურაბ კაკაბაძე

 

საქართველოს ჭაბუკთა ოლიმპიური ნაკრები მორიგ შეკრებას გადის დუშეთში, სადაც გუნდთან ერთად არის ხელბურთის საერთაშორისო ექსპერტი, ნორვეგიელი ბენტ დალი.

ბენტ დალი, საქართველოსა და ნორვეგიის ფედერაციას შორის გაფორმებული თანამშრომლობის ხელშეკრულების თანახმად, მეორედ ატარებს საწვრთნელ სესიას ჭაბუკთა ნაკრებთან, რომლის მთავარი მწვრთნელია დიმიტრი აბესაძე. პირველად ის აგვისტოში გვეწვია.

2014 წელს ბენტ დალი კიდევ ორჯერ, მარტსა და ივნისში ჩამოვა საქართველოში და იმუშავებს გუნდთან, რომელსაც 2015 წელს ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე, ხოლო 2017 წელს ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატზე უწევს თამაში. ორივე ეს ტურნირი საქართველოში გაიმართება.

საქართველოს გოგონათა და ჭაბუკთა ნაკრებები წელიწადზე მეტია, გეგმაზომიერად ემზადებიან 2015 წლის ოლიმპიური ფესტივალისთვის.

ჭაბუკთა ნაკრებს 2014 წელს ექნება 7 საწვრთნელი შეკრება საქართველოში, საკონტროლო მატჩები კიევსა და მინსკში და 5 საერთაშორისო ტურნირი: პრაღაში (მარტი), ქუთაისში (მაისი), გიოტებორგსა და დრონებერგში (შვედეთი, დანია - ივლისში) და ვეშპრემში (უნგრეთი, აგვისტო).

ასეთივე დატვირთული სეზონი ექნება იმავე ასაკის, 1998-99 წლებში დაბადებულთა გოგონათა ოლიმპიურ ნაკრებს (მთავარი მწვრთნელი მაია კარბუნარი, უკრაინა) - 2014 წელს ისინი ითამაშებენ უკრაინაში, ჩეხეთში, აზერბაიჯანში, ბელარუსსა და შვედეთში.

საქართველოს ნაკრები (1998-99)

პირველ რიგში: ხაზეინ რუსტამოვი - 7, გიორგი ბიბილეიშვილი - 5, გიგა ბაინაზაშვილი - 9, ირაკლი კბილაშვილი - 10, გიორგი ვათიაშვილი - 2, სანდრო ხანდოლიშვილი - 1, ლუკა გაწერელია - 14, ვუსალ ჰუსეინოვი 6, გიორგი ცხოვრებაძე - 2

მეორე რიგში: გიგი ფერაძე - 20, ერეკლე არსენაშვილი 11, ლუკა ბულბულაშვილი- 13, ზეზვა იობაშვილი - 15, გიორგი ტიელიძე - 17, ზურა გოგავა - 19, მიხეილ ნაზღაიძე - 8, ბექა დანელიშვილი - 18, გიორგი დოლმაზაშვილი - 4 

მარცხნივ - ბენტ დალი, მარჯვნივ - დიმიტრი აბესაძე

 

მეტი ფოტო იხილე ჩვენს ფეისბუკზე

https://www.facebook.com/media/set/?set=a.379788232154619.1073741886.153041141495997&type=1

 

რუმინეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში ერთმანეთს ქართველი ხელბურთელების კლუბები შეხვდნენ.

სტიინტა ბაკაუმ დაამარცხა პოლიტექნიკა ტიმიშოარა - 23:20. ბაკაუს კარში შოთა თევზაძე იდგა, ხოლო ვლადიმერ რუსიამ 2 გოლი გაიტანა, ისევე როგორც ტიმიშოარას მოთამაშემ, ირაკლი ჩიქოვანმა.

პირველი ტაიმი 12:12 მორჩა, შემდეგ ბაკაუ 17:12 დაწინაურდა და ბოლოსკენ 23:17 იგებდა. რუმინული მედია აღნიშნავს, რომ ორივე გუნდმა კარგად ითამაშა დაცვაში, პირველ ტაიმში თავი განსაკუთრებით გამოიჩნა პოლიტექნიკას მეკარემ ვალჩეანუმ, ხოლო მეორეში რუმინელები უკვე ბაკაუს მეკარეს, თევზაძეს გამოყოფენ.

რუმინეთის ჩემპიონატს 20 ქულით ლიდერობს პოტაისა ტერდა. 17-17 ქულა აქვთ და ორშაბათს ერთმანეთში თამაშობენ კონსტანცა და ბუქარესტის დინამო (რუმინეთში მოგებაზე 3 ქულაა, ფრეზე - 1). სტიინტა ბაკაუ 16 ქულით მეოთხე ადგილზეა (5 მოგება, 1 ფრე, 2 წაგება), ტიმიშოარა 12 ქულით (4 მოგება) 6-7 ადგილებს იყოფს ოდორეისთან.

მეცხრე ტურში ბაკაუ შინ მიიღებს კონსტანცას, ტიმიშოარა უმასპინძლებს ოდორეის.

 

ხელბურთი, რუმინეთის ჩემპიონატი, მერვე ტური

სტიინტა ბაკაუ - პოლი ტიმიშოარა 23:20

ბაკაუ: გრიგორაში, თევზაძე, ტამაში - პაუნიკა 5, ბონდარი 4, გიტა 3, და სილვა 3, იოჰანსონი 2, რუსია 2, დოსპინესკუ 2, ჩელესტინი 1, ფენიჩი 1

პოლი: ვალჩეანუ - ტიმოფტე 5, სანტეიუ 3, მრაკიჩი 2, ჩიქოვანი 2, დანინფელდი 2, ურსუ 2, პეტკოვიჩი 2, ალკა 2.

სურათებზე: ზემოთ - უტევს ჩიქოვანი, კარში - თევზაძე; ქვემოთ - ვლადიმერ რუსია

საქართველოს ნაკრებისა და სტუ-ს მეკარე, გიგა ტორონჯაძე უახლოეს დღეებში გააფორმებს კონტრაქტს თურქეთის სუპერლიგის კლუბ ტრაბზონსფორთან.

ტრაბზონი თურქეთის 14-გუნდიან სუპერლიგაში ამჟამად მე-9 ადგილზეა 5 თამაშიდან 2 მოგებით, ხოლო 24 წლის ქართველი მეკარისთვის ეს პირველი უცხოური კლუბი იქნება. ტორონჯაძე 2005 წლიდან საქართველოს მრავალგზის ჩემპიონის, სტუ-ს ღირსებას იცავს.

გიგა ტორონჯაძე საქართველოს ნაკრების უცხოეთში მოთამაშე მეექვსე ხელბურთელი გახდება. რუმინეთში ასპარეზობენ შოთა თევზაძე, ვლადიმერ რუსია (სტიინტა ბაკაუ) და ირაკლი ჩიქოვანი (პოლიტექნიკა ტიმოშოარა), რევაზ ჭანტურია მაკედონიური სტრუმიცას წევრია, ხოლო სერგო დათუკაშვილი ლიბანის ას სადის მოთამაშეა.

რაც შეეხება საქართველოს ჩემპიონატს, ის 13 ნოემბერს განახლდება. 13, 14 და 15 ნოემბერს თბილისში ითამაშებს აღმოსავლეთის ქვეჯგუფის 4 გუნდი (სტუ, პეგასი, იმედი, თელავი), ხოლო 19, 20 და 21 ნოემბერს დასავლეთის ქვეჯგუფი (ბათუმი, სამტრედია, ქუთაისი, ჭაბუკთა ნაკრები) ტურს სენაკში გამართავს, რის შემდეგაც პირველი წრე დასრულდება.

საქართველოს ჩემპიონატი. მდგომარეობა

სტუ------------4 0 0 129-105 8

ბათუმი--------3 0 1 151-122 6

სამტრედია----3 0 1 135-116 6

იმედი----------2 0 2 122-133 4

ქუთაისი-------1 1 2 112-126 3

ჭაბუკები-------0 2 2 107-115 2

პეგასი----------0 2 2 124-141 2

თელავი--------0 1 3 104-126 1

 





ჩვენი პარტნიორები: