სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2020
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28 29 30 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
opacity

facebook

 

Chenel
IHF მსოფლიო ერთა ჩემპიონატი

LogoEmerg

ევროპის გოგონათა ჩემპიონატი 17წ.

Euro17W

მთავარი


ამ უქმეებზე დაიწყო სახელბურთო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ტურნირი ქალთა შორის.

ამ ეტაპს 16 უძლიერესი გუნდი შემორჩა. ორწრიანი ტურნირის შემდეგ 4 ჯგუფის 2-2 საუკეთესო გუნდი ბრძოლას გააგრძელებს მეორე ჯგუფურ ეტაპზე, რომელიც გამოავლენს 4 ნახევარფინალისტს.

ლიგის შარშანდელმა გამარჯვებულმა, უნგრულმა დიორი ეტომ შინ გაანადგურა ოდესღაც ძლევამოსილი ავსტრიული გუნდი, ჰიპო ნიდეროსტერრაიხი - 41:22. ავსტრიელებს ჩემპიონთა თასი რვაჯერ აქვთ მოგებული, უკანასკნელად - 2000 წელს.

შარშანდელმა ფინალისტმა, ნორვეგიული ლარვიკმა შინ მოუგო ხორვატიის პოდრავკას - 34:18, ხოლო ნორვეგიელი ლინ-კრისტინ კორენ-რიგელჰუტი ტურის საუკეთესო ბომბარდირი გახდა 12 გოლით.

ყველაზე დაძაბული გამოდგა შეხვედრა საფრანგეთში, სადაც მეცი დამარცხდა გერმანულ ლაიპციგთან - 22:23.

მეორე ტური გაიმართება 11-13 ოქტომბერს. ამავე უქმეებზე მესამე ტურია კაცების ჩემპიონთა ლიგაში.

ჩემპიონთა ლიგა 2013-14. ქალები. პირველი ჯგუფური ეტაპი. 1 ტური. 5-6 ოქტომბერი

A ჯგუფი: დიორი ეტო (უნგ) - ჰიპო ნიდეროსტერრაიხი (ავს) 41:22, ტიურინგერი (გერ) - ბაია მარე (რუმ) 36:29. B ჯგუფი: მიდტიულანდი (დან) - ფერენცვაროში (უნგ) 32:23, ბუდუჩნოსტი (მნტ) - ლიუბლინი (პოლ) 31:19. C ჯგუფი: მეცი (საფ) - ლაიპციგი (გერ) 22:23, კრიმ მერკატორი (სლნ) - სევეჰოფი (შვდ) 36:28. D ჯგუფი: ლარვიკი (ნორ) - პოდრავკა ვეგეტა (ხორ) 34:18, ბალონმანო ბერა ბერა (ესპ) - ვარდარი სკოპიე (მკდ) 19:23

 

 

ლატვიიდან დაბრუნდნენ საქართველოს ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ კაკაბაძე და გენერალური მდივანი ქეთევან კობერიძე. ისინი მონაწილეობდნენ 2-3 ოქტომბერს, რიგაში გამართულ აღმოსავლეთი ევროპის ხელბურთის პირველ რეგიონულ სემინარში.

მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა ევროპის ხელბურთის ფედერაციის (EHF) პრეზიდენტ ჟან ბრიოსთან (საფრანგეთი) და გენერალურ მდივან მიხაელ ვიდერერთან (ავსტრია).

პირველი საკითხი ეხებოდა 2015 წლის თბილისში გასამართ ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალს. შეთანხმდნენ, რომ უკვე 2014 წლიდან დაიწყება ქართული მომსახურე პერსონალის მომზადება სახელბურთო ტურნირისთვის.

უმნიშვნელოვანესია მწვრთნელთა მომზადებისა და სერტიფიცირების საკითხი. ევროპული ფედერაცია საქართველოში რეგულარულად მოაწყობს სემინარებს, ხოლო სულ მალე საქართველოს ფედერაცია შეუერთდება EHF RINK კონცეფციას, რომელიც მწვრთნელთა განათლება-ლიცენზირებას მოიცავს.

რაც შეეხება სახელბურთო აკადემიის დაფუძნებას საქართველოში, როგორც კი ეს საკითხი გადაწყდება, EHF გადაგვიჭრის აღჭურვისა და მწვრთნელთა მომზადების საკითხს.

რიგის სემინარში მონაწილეობდა 10 პოსტსაბჭოთა ქვეყანა – საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, მოლდოვა, ლატვია, ლიტვა, ესტონეთი, უკრაინა, რუსეთი, ბელარუსი. ევროპული ფედერაციის შეფებთან იმსჯელეს ევროპის ჩემპიონატის 20 ან 24 გუნდამდე გაზრდაზე, რაზედაც EHF ფეხს ითრევს, რადგანაც არ სურს უმთავრეს ევროპულ შეჯიბრებაზე იმატოს მონაწილეთა დონეებს შორის სხვაობამ. წამოიჭრა საკითხი მეორე დონის ტურნირის მოწყობისა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ის ქვეყნები, ვინც ვერ მოხვდება 16 უძლიერეს ნაკრებში.

საქართველოს ეროვნული ნაკრები მალე მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირს იწყებს. ბელარუსის ხელბურთის ფედერაციასთან მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, ლიტვასთან პირველი მატჩის (30 ოქტომბერი) წინ საქართველოს ნაკრები ამ ქვეყანაში 2 საკონტროლო თამაშს გამართავს.

დაბოლოს, 2017 წლის ცხრამეტწლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის საკითხი. ამ ტურნირის გამართვა საქართველოს ხელბურთის ფედერაციას სურს. სემინარის მონაწილეები შეგვპირდნენ მხარდაჭერას არჩევნებზე, 27 ოქტომბერს, დოჰაში (ყატარი). მასპინძლობოს კანდიდატი ორია – საქართველო და ხორვატია.


გრძელდება საქართველოს ასაკობრივი ჩემპიონატები ხელბურთში. დასრულდა 1998-99 წლებში დაბადებულ გოგონათა პირველი ტური აღმოსავლეთ ქვეჯგუფში.

სპორტკომპლექს არენასა და გლდანის ხელბურთის დარბაზში სამი გამორჩეული შეხვედრა გაიმართა. ყვარელის გუნდმა და მამულმა დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხეს პეგასი, ხოლო ერთმანეთში ფრედ, 26:26 ითამაშეს. ბურთების უკეთესი სხვაობით ჯერჯერობით მამული ლიდერობს, ხოლო ჩემპიონი 9-გუნდიან ტურნირში, ორი წრის შემდეგ გამოვლინდება. ამ ასაკის დასავლეთ ქვეჯგუფში ჯერჯერობით მხოლოდ ერთი მატჩი გაიმართა, საერთო ტური კი ნოემბრის დასაწყისშია თბილისში.

უახლოესი ასაკობრივი ტურნირი 9 ოქტომბრიდან გაიმართება თელავში, სადაც 1998-99 წლებში დაბადებული ბიჭების აღმოსავლეთი ჯგუფის 6 გუნდი ითამაშებს.

10 ოქტომბერს კი თბილისში იწყება ვაჟთა ეროვნული ჩემპიონატი. მონაწილეობს 8 გუნდი.

საქართველოს ჩემპიონატი. გოგონები, 1998-99. აღმოსავლეთი. თბილისი, 3–6 ოქტომბერი

3 ოქტომბერი: ქარიშხალა – მამული 4:22, იმედი – პეგასი 0:19, ქარიშხალა – ყვარელი 6:27

4 ოქტომბერი: მამული – იმედი 18:0, პეგასი – ყვარელი 13:14

5 ოქტომბერი: პეგასი – ქარიშხალა 19:1, იმედი – ყვარელი 0:11

ყვარელი – მამული 26:26

ყვა: გუბელაძე, კუნელაშვილი 9, თეთრაშვილი 5, ს. იორდანაშვილი 4, ფუღიაშვილი 3, მიხელაძე 3, ქიტესაშვილი 2, თ. იორდანაშვილი, ოსეფაშვილი, მჭედლიშვილი (მწ. ზურაბ ხარებაშვილი)

მამ: მაზმიშვილი, გაბისონია 9, ღვალაძე 6, ჯაღათაშვილი 4, ნარიმანიძე 3, გიორგაძე 2, ა. ყველაშვილი 2, ხონელიძე, შახულოვა, ომიაძე, ბუზალაძე, ხოკერაშვილი (მწ. ჯული კასიანი)

6 ოქტომბერი: ქარიშხალა – იმედი 8:19

მამული – პეგასი 25:21

მამ: მაზმიშვილი, ღვალაძე 8, გაბისონია 5, ჯაღათაშვილი 5, გიორგაძე 3, ა. ყველაშვილი 3, ნარიმანიძე 1, ხონელიძე, შახულოვა, ომიაძე, ბუზალაძე, ხოკერაშვილი

პეგ: ორჯონიკიძე, ჩოხელი 8, ჩოგოვაძე 6, მ. ბერიძე 4, ვენეცკი 2, მორჩაძე 1, ყაველაშვილი, შოშიტაშვილი, სარაჯიშვილი, ს. ყველაშვილი, კენკებაშვილი, ღლონტი, ა. ბერიძე, კოპალიანი, გოგოხია, კუპატაძე (მწ. ნინო წივწივაძე)

მდგომარეობა

მამული------- 3 1 0 93-51 7

ყვარელი------ 3 1 0 78-45 7

პეგასი---------2 0 2 72-40 4

იმედი---------1 0 3 19-56 2

ქარიშხალა----0 0 4 19-89 0

ბომბარდირები: ქრისტინე ღვალაძე, მამული 24, მედეა ჩოხელი, პეგასი 20, ქეთა კუნელაშვილი, ყვარელი - 20, ნინო გაბისონია, მამული 17, თამთა თეთრაშვილი, ყვარელი 17, სოფო იორდანაშვილი, ყვარელი 16, თამარ ჩოგოვაძე, პეგასი 15, ანა ყველაშვილი, მამული 15, თეონა ჯაღათაშვილი, მამული 14, მაია ბერიძე, პეგასი 13, თინიკო ქიტესაშვილი, ყვარელი 12, მარი კერესელიძე, იმედი 12, თამთა თორდია, ქარიშხალა 10

დასავლეთი: ფოთი - წყალტუბო 34:6 (ზუგდიდსა და ბათუმს არ უთამაშიათ). საერთო ტური - 1-6 ნოემბერს, თბილისში. ჩემპიონი გამოვლინდება ორწრიან ტურნირში.

გოგონები, 2000-01: ფოთი, ზუგდიდი, მამული, ქარიშხალა, ყვარელი - ტური 12-16 ნოემბერს, თბილისში. ჩემპიონი გამოვლინდება ორწრიან ტურნირში

ბიჭები 1998-99. აღმოსავლეთი (გორი, რუსთავი, ლაგოდეხი, ახაშენი, თელავი, ყვარელი) - 1 ტური 9-13 ოქტომბერს თელავში. დასავლეთი (ქუთაისი, ფოთი, წყალტუბო, ბათუმი, სამტრედია, ზუგდიდი) - 1 ტური 15-20 ოქტომბერს სენაკში. თბილისი (ქარიშხალა 9 ქულა, პეგასი 9, მამული 6, იმედი 4, შევარდენი 2, ქარელი 0). მეორე ეტაპზე გადის 3-3 საუკეთესო გუნდი და საუკეთესო 4 ადგილი

ბიჭები 2000-01. დასავლეთი (ქუთაისი 8 ქულა, სამტრედია 5, ბათუმი 4, ფოთი 3, ზუგდიდი 0). აღმოსავლეთი (თელავი, ყვარელი, გორი, რუსთავი) – ტური 15-18 ოქტომბერს თელავში. თბილისი (ქარიშხალა, პეგასი, იმედი) – ტური 24-27 ოქტომბერს, თბილისში. ჩემპიონი გამოვლინდება ორწრიან ტურნირში

იხილეთ ჩვენი ფეისბუკიც

https://www.facebook.com/GEONHF

 

 

საქართველოს ჩემპიონატის ტური 1998–99 წელს დაბადებულთა შორის უაღრესად დრამატული მატჩით დასრულდა: ქარიშხალა–პეგასი 29:29.

 

დროის უმეტესი ნაწილი პეგასი ლიდერობდა 1–2 ბურთით და მეორე ტაიმის ბოლოსკენ ორჯერ ჰქონდა რიცხობრივი მეტობა, მაგრამ შარშანდელი ჩემპიონი სიტუაციიდან ღირსეულად გამოვიდა.

მას შემდეგ, რაც ქარიშხალამ ანგარიში გაათანაბრა, თამაში კარგახანს მიდიოდა ქულა–ქულაში, და ბოლოსკენ, მეორე ტაიმში ერთადერთხელ, ფერაძემ დააწინაურა შარშანდელი ჩემპიონი – 28:27. პეგასმა ისევ მოახერხა წინ გასვლა ზარნაძისა და გაწერელიას გოლებით, ბულბულაშვილმა გაათანაბრა (29:29) და ბოლო წუთზე ჰქონდა შანსი, მატჩის გმირი გამხდარიყო, მაგრამ მას 6 მეტრიდან სასწაულებრივად აუღო პეგასის მეკარე ზურაბიშვილმა.

პეგასი ახლა ბურთების უკეთესი სხვაობით ლიდერობს თბილისის ჯგუფში, სადაც სათამაშოა კიდევ ერთი წრე, რის შემდეგაც 3 საუკეთესო გუნდი ბრძოლას მეორე წრეში გააგრძელებს.

საქართველოს ჩემპიონატი. ბიჭები, 1998-99

თბილისის ჯგუფი (ქარიშხალა, მამული, პეგასი, იმედი, შევარდენი, ქარელი)

პირველი ტური, 28 სექტემბერი - 2 ოქტომბერი

მეხუთე დღე. 2 ოქტომბერი, ოთხშაბათი - სპორტკომპლექსი არენა

მამული - შევარდენი 27:21

მამ: დავითაშვილი,კორაშვილი 10, შევჩენკო 9, სხვიტარიძე 4, ისმაილოვი 2, წულიაშვილი 1, ლაგვილავა, ტალახაძე, თოდუა, ძაგანია, გეჯაძე, ცხვეტიანი

შევ: სადირინი, კოპალიანი, ზაალიშვილი 7, მიჩილაშვილი 4, ბაზანოვი 4, გიგაური 2, თიგიშვილი 2, ინანიშვილი 2, მარტიაშვილი, მეძმარიაშვილი, მესხიშვილი, აგაჯანოვი, ბულია, შაქარაშვილი, დოლიძე, გოროზია

ქარიშხალა - პეგასი 29:29

ქარ: ხანდომიშვილი, ფარესიშვილი, კბილაშვილი 9, გოგუა 6, ბულბულაშვილი 4, ფერაძე 4, მამულაშვილი 3, არსენიშვილი 2, ჭინჭარაძე 1

პეგ: ზურაბიშვილი, ნაზღაიძე 10, გოგავა 5, ცხოვრებაძე 5, მაისურაძე 4, გაწერელია 3, ზარნაძე 2, ბაბუციძე

ქარელი - იმედი 9:22

ქარ: ცერცვაძე, მეტრეველი 5, ნონაშვილი 3, ლომიტაშვილი 1, მეარაყიშვილი, გონგლიაშვილი, ელბაქიძე, გოგიჩაშვილი, კოშკაძე, კურტანიძე, ასკაროვი

იმე: ხორავა, რიკაშვილი, იობაშვილი 5, ბაინაზაშვილი 5, ხარაიშვილი 4, თურქაძე 3, მღებრიშვილი 2, რუსტამოვი 1, აბრამიძე 1, მელაშვილი 1

მსაჯები: ინა ჭკუასელი 3 თამაში, გაგა სამყურაშვილი 2, ელენე არაბული 1

მდგომარეობა პირველი წრის შემდეგ

პეგასი––––––4 1 0 152–88 9

ქარიშხალა––4 1 0 137–78 9

მამული–––––3 0 2 108–111 6

იმედი––––––2 0 3 111–107 4

შევარდენი––1 0 4 88–121 2

ქარელი––––– 0 0 5 31–122 0

ბომბარდირები: თამაზ კორაშვილი (მამული) 41 გოლი, ირაკლი კბილაშვილი (ქარიშხალა) 33, მიხეილ ნაზღაიძე (პეგასი) 32, ლუკა ბულბულაშვილი (ქარიშხალა) 29, ხაზეინ რუსტამოვი (იმედი) 27, ნოდარ მაისურაძე (პეგასი) 27, ლექსო სხვიტარიძე (მამული) 24, ნუკრი მეტრეველი (ქარელი) 21, ზაალ ზაალიშვილი (შევარდენი) 20, ზეზვა იობაშვილი (იმედი) 20

მეორე ტური - 1-6 დეკემბერს, თბილისში

აღმოსავლეთი ჯგუფი (ლაგოდეხი, გორი, გურჯაანი, ყვარელი, რუსთავი, თელავი)

1 ტური - 8-13 ოქტომბერს თელავში

დასავლეთი ჯგუფი (ქუთაისი, ფოთი, ბათუმი, წყალტუბო, სამტრედია, ზუგდიდი, ზესტაფონი)

1 ტური - 15-20 ოქტომბერს სენაკში

მეორე ეტაპზე გადის 3-3 საუკეთესო გუნდი და საუკეთესო მეოთხე ადგილი

 

გრძელდება საქართველოს ჩემპიონატი ხელბურთში ორ ასაკობრივ ჯგუფში: 1998–01 და 2000–01 წლებში დაბადებულ ბიჭებსა და გოგონებს შორის.

სენაკში დასრულდა პირველი ტური 2000–01 წლიანი ბიჭების დასავლეთ ჯგუფში. ოთხივე თამაში მოიგო ქუთაისმა, მეორე ადგილზეა სამტრედიის გუნდი, შემდგომ – ბათუმი, ფოთი და ზუგდიდი. ზუგდიდელებმა პირველი ორი მატჩი ითამაშეს, მომდევნო ორზე კი უსახსრობის გამო სენაკში ვერ ჩავიდნენ. სულ ამ კატეგორიაში სამ ჯგუფად განაწილებული 12 გუნდი თამაშობს. ჩემპიონი ორწრიან ტურნირში გამოვლინდება.

სპორტკომპლექს არენაში კი დაიწყო ზედა ასაკობრივი ჯგუფის, 1998–99 დაბადებულ გოგონათა პირველი ტური აღმოსავლეთ ჯგუფში. პირველი ორი დღის განმავლობაში ყველაზე საინტერესო გამოდგა ყვარლის გუნდისა და თბილისის პეგასის მატჩი, რომელიც კახელებმა მოიგეს – 14:13. ხვალიდან ტურნირი გლდანის ხელბურთის დარბაზში გადადის და იქ კიდევ ორი საინტერესო თამაში გაიმართება: შაბათს, 13:00, ყვარელი–მამული და კვირას – 14:00, მამული–პეგასი. სულ ამ ტურნირზე 9 გუნდი თამაშობს და ჩემპიონი აქაც ორი წრის ჯამში გამოვლინდება.

საქართველოს ჩემპიონატი. გოგონები, 1998-99. აღმოსავლეთი. თბილისში, 3–6 ოქტომბერს

3 ოქტომბერი: ქარიშხალა – მამული 4:22, იმედი – პეგასი 0:19, ქარიშხალა – ყვარელი 6:27

4. ოქტომბერი: მამული – იმედი 18:0, პეგასი – ყვარელი 13:14.

5 ოქტომბერი, 13 საათიდან: ყვარელი – მამული, პეგასი – ქარიშხალა, იმედი – ყვარელი

6 ოქტომბერი, 13 საათიდან: ქარიშხალა – იმედი, მამული – პეგასი

საქართველოს ჩემპიონატი. ბიჭები 2000–01. დასავლეთი. სენაკში, 1–3 ოქტომბერს

ბათუმი – ქუთაისი 7:16, ფოთი – ზუგდიდი 14:13, სამტრედია – ბათუმი 13:13, ქუთაისი – ფოთი 22:8, ზუგდიდი – სამტრედია 13:21, ზუგდიდი – ბათუმი 0:10 (გამოუცხადებლობა), სამტრედია – ქუთაისი 17:18, ბათუმი – ფოთი 18:18, ქუთაისი – ზუგდიდი 10:0 (გამოუცხადებლობა), ფოთი – სამტრედია 13: 22.

მდგომარეობა: ქუთაისი 8 ქულა, სამტრედია 5, ბათუმი 4, ფოთი 3, ზუგდიდი 0.

ხელბურთის ფედერაციის პრესსამსახური

2-3 ოქტომბერს, რიგაში, ლატვია, იმართება აღმოსავლეთი ევროპის ხელბურთის პირველი რეგიონული სემინარი.

მონაწილეობს 10 პოსტსაბჭოთა ქვეყანა – საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, მოლდოვა, ლატვია, ლიტვა, ესტონეთი, უკრაინა, რუსეთი, ბელარუსი. საქართველოს სემინარზე წარმოადგენენ ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ კაკაბაძე და გენერალური მდივანი ქეთევან კობერიძე. სემინარის მუშაობას უძღვებიან ევროპის ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ჟან ბრიო (საფრანგეთი) და გენერალური მდივანი მიხაელ ვიდერერი (ავსტრია).

სემინარზე განიხილავენ ხელბურთის შემდგომ განვითარებას რეგიონში. იქნება საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი რამდენიმე საკითხი: თბილისში სახელბურთო აკადემიის შექმნის პერსპექტივა; 2015 წლის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადისთვის მზადება; 2017 წლის ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნის არჩევა.

კანდიდატი ორია – საქართველო და ხორვატია. რიგაში იმსჯელებენ ამ 10 ქვეყნისა და ზოგადად ევროპის სახელბურთო ფედერაციების ერთობლივი პოლიტიკის შესახებ არჩევნებზე, რომელიც გაიმართება 27 ოქტომბერს, დოჰაში, ყატარი.

 

იხილეთ ასევე ჩვენი ფეისბუკი:

https://www.facebook.com/GEONHF

საქართველოს ჩემპიონატი
2020

shmog

ქვიშის ხელბურთი
 კაცები
  1 ქუთაისი   2 გორი  3 ფაკუნდო
 ქალები
  1 ყვარელი   2 აჭარა   3 სამტრედია
 შეწყდა
                სხვ        
  BSB ბათუმი 14
13
0 1 550-378 26
 
  ქუთაისი 14
12
0 2 598-453 24
 
  იმედი სტუ 14 9 0 5 443-380 18  
  პეგასი 12     7     0     5     384-379     14    
  სპორტუნი 14     4     0     10     438-507     8    
  სამტრედია 12 4 0 8 341-408 8  
  გორი 12 3 0 9 387-494 6  
  წყალტუბო 12 0 0 12 285-407 0  

შეწყდა
          სხვ
  ყვარელი 10     9     0   1 357-242 18
  ქარიშხალა 10     9     0   1 299-258 18
  ფოთი 10     6     1   3 201-165 13
  სამტრედია 10     5     0   5 203-181 10
  აჭარა
10     4     1   5 229-203 9
  პეგასი 10     3     0   7 252-273 6
  მამული 10     3     0   7 219-267 6
  წყალტუბო 10     0     0   10 150-321 0

გოგონები 2004-05
 შეწყდა
      სხვ
  სამტრედია 15   15   0   0 391-183 30
  ყვარელი 15   14   0   1 386-221 28
  ტყიბული 15   11   0   4 298-227 22
  მამული
15   10   1   4 320-272 21
  ფოთი 15   9   1   5 254-201 19
  პეგასი 14   9   0   5 312-242 18
  BSG ბათუმი 15   8   1   6 275-237 17
  ქარიშხალა 15   6   1   8 298-301 13
  გორი 15   5   0   10 254-329 10
  წყალტუბო 14   3   0   11 191-287 6
  თელავი 14   2   0   12 231-344 4
  აჭარა 15   1   0   14 142-332 2
  ქუთაისი 13   0   0   13 16-192 0

ჭაბუკები 2004-05
შეწყდა
      სხვ  
  აჭარა 12   12   0   0 505-211 24  
  პეგასი 12   10   1   1 234-136 21  
  ფოთი 12   10   0   2 274-169 20  
  სამტრედია 12   9   0   3 287-194 18  
  წყალტუბო 12   8   0   4 261-223 16  
  ქუთაისი 12   6   1   5 200-205 13  
  ქარიშხალა 12   6   0   6 217-191 12  
  ზუგდიდი 11   4   1   6 185-189 9  
  თელავი
12   4   0   8 183-272 8  
  რუსთავი 12   3   1   8 161-233 7    
  სენაკი 12   2   0   10 147-329 4    
  ქარელი 11   1   0   10 144-208 2    
  ტყიბული 12   0   0   12 45-283 0    

გოგონები 2006-07
შეწყდა
        სხვ  
  ტყიბული
7   7   0   0   77-32 14  
  ფოთი 7   5   0   2   85-37 10  
  აჭარა 7   5   0   2   54-36 10  
  თელავი
5   4   1   0   72-20 9  
  გორი 5   4   1   0   45-27 9  
  BSG ბათუმი
7   4   0   3   48-45 8  
  ზუგდიდი 7   4   0   3   37-40 8  
  პეგასი
5   3   0   2   35-47 6  
  ქარიშხალა 5   2   0   3   46-40 4  
  წყალტუბო
7   1   1   5   48-55 3  
  მამული 5   1   0   4   20-42 2  
  სამტრედია 7   0   2   5   20-70 2  
  ქუთაისი 7   0   1   6   11-65 1  
  53 სკოლა 5   0   0   5   9-51 0  

ჭაბუკები 2006-07
 შეწყდა
სხვ
  გორი 13 9 1 3 141-101 19
  ქარიშხალა 13 9 1 3 138-76 19
  BSB ბათუმი 8 8 0 0 104-32 16
  პეგასი 13 8 0 5 113-97 16
  სამტრედია
8 7 0 1 95-55 14
  ყვარელი 13 4 0 9 78-121 8
  ქუთაისი 8 2 0 6 32-86 4
  რუსთავი 13 2 0 11 33-85 4
  აკადემია 13 0 0 13 15-108 0

მსოფლიო ჩემპიონატი 2021
კვალიფიკაცია
ბენევენტო. იტალია
10 იანვარი
საქართველო 24-29 რუმინეთი
11 იანვარი
საქართველო 28-25 იტალია
12 იანვარი
საქართველო 21-30 კოსოვო
ევროპის ჩემპიონატი 2022
პლეიოფი
16 იანვარი. სპორტის სასახლე
საქართველო 24-24 ფინეთი
19 იანვარი. რიიჰიმიაკი
ფინეთი 37-21 საქართველო




ჩვენი პარტნიორები:

Jakofm  lelo  gms  popsport  sportal