სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2020
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28 29 30 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
opacity

facebook

 

Chenel
IHF მსოფლიო ერთა ჩემპიონატი

LogoEmerg

ევროპის გოგონათა ჩემპიონატი 17წ.

Euro17W

მთავარი

საქართველოს ნაკრებმა კვირას კონჩა-ზასპეში საწვრთნელი შეხვედრა გამართა უკრაინის ეროვნულ გუნდთან და 20:26 დამარცხდა.

 

საქართველოს გუნდში ყველაზე შედეგიანები იყვნენ რატი მსხვილიძე და ირაკლი ჩიქოვანი. ნაკრებს კიევში დაემატა სერგო დათუკაშვილი, კიდევ ერთი ლეგიონერი, რევაზ ჭანტურია კი მეორე მატჩისთვის შეუერთდება. თამაში გამოტოვა ვლადიმერ რუსიამ, რომელსაც ხელის მცირე ტრავმა აქვს.

 

ორშაბათს უკრაინისა და საქართველოს ნაკრებები კიდევ ერთხელ ითამაშებენ და შემდეგ ჩაერთვებიან მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში. უკრაინას მატჩი აქვს ლუქსემბურგთან, ხოლო საქართველოს ნაკრები გაემგზავრება პანევეჟისში, ლიტვასთან პირველი მატჩის სათამაშოდ - 30 ოქტომბერს. 3 ნოემბერს თბილისში ვმასპინძლობთ ფინეთს. ამის შემდეგ ტურნირზე შესვენებაა და ბოლო 4 ტური იანვარში გაიმართება. ჯგუფში მეოთხე გუნდია თურქეთი. პლეიოფში გადის მხოლოდ გამარჯვებული.

 

უკრაინა - საქართველო 26:20

 

27 ოქტომბერი, კონჩა ზასპე

 

საქართველო: თევზაძე, ტორონჯაძე - მსხვილიძე 7, ჩიქოვანი 6, დათუკაშვილი 4, ტალახაძე 2, გვაზავა 1, ბერძენიშვილი, გოგალაძე, ამირანაშვილი, აბრამიშვილი, გამზარდია


მსოფლიო ჩემპიონატის კვალიფიკაცია. ევროპის პირველი ეტაპი

 

1 ჯგუფი: ლიტვა, თურქეთი, საქართველო, ფინეთი

 

30 ოქტომბერი: ლიტვა - საქართველო, ფინეთი - თურქეთი

3 ნოემბერი: თურქეთი - ლიტვა, საქართველო-ფინეთი

2 იანვარი: ფინეთი - ლიტვა, თურქეთი - საქართველო

4-5 იანვარი: ლიტვა - ფინეთი, საქართველო - თურქეთი

8-9 იანვარი: საქართველო - ლიტვა, თურქეთი - ფინეთი

11-12 იანვარი: ლიტვა - თურქეთი, ფინეთი - საქართველო

 

2 ჯგუფი: სლოვაკეთი, რუმინეთი, კვიპროსი, იტალია

3 ჯგუფი: სლოვენია, უკრაინა, შვეიცარია, ლუქსემბურგი

4 ჯგუფი: ჰოლანდია, ისრაელი, საბერძნეთი, ბელგია

5 ჯგუფი: პორტუგალია, ბოსნია, ლატვია, ესტონეთი

 

 

ფოტოზე: ნაკრების მწვრთნელი ჯორჯე რასიჩი, კაპიტანი შოთა თევზაძე (22), გიგა ტორონჯაძე (16) და ვლადიმერ რუსია (5) – გადაღებულია თბილისში, 25 ოქტომბერს

პარასკევს დოჰაში (ყატარი) ხელბურთის საერაშორისო ფედერაციის კონგრესზე მიემგზავრება ქართული დელეგაცია.

კონგრესზე საქართველოს ხელბურთის ფედერაციისთვის მთავარი საკითხია 27 ოქტომბერს დანიშნული არჩევნები, რომელმაც უნდა დაასახელოს 2017 წლის ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანა. კანდიდატი ორია - საქართველო და ხორვატია. ხორვატიას შეტანილი აქვს განაცხადი მეორე, 21-წლამდელთა ანალოგიური ტურნირის მასპინძლობაზეც.

საქართველოს ხელბურთის ფედერაციამ კონგრესს წარუდგინა ოთხი ქალაქის კონცეფცია, რომლის მიხედვითაც ტურნირი უნდა გაიმართოს თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და თელავში. კონცეფციის იდეაა ხელბურთის განვითარება და სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება მთელი ქვეყნის მასშტაბით.

დაგეგმილია სამი ახალი, თანამედროვე სტანდარტის სპორტის სასახლის მშენებლობა თელავში (2000 ადგილი) ქუთაისში (3-4 ათასი) და ბათუმში (5-6 ათასი), რასაც მხარს უჭერს საქარველოს მთავრობა.

დოჰაში საქართველოს წარადგენენ ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ კაკაბაძე, გენერალური მდივანი ქეთევან კობერიძე, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი, იმერეთისა და კახეთის რეგიონული ხელბურთის ფედერაციების შეფები - დავით აბულაძე და გიორგი სვიმონიშვილი. საქართველოს განაცხადს წარადგენს ქეთევან კობერიძე.

ცხრამეტწლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი 2005 წლიდან იმართება. დღემდე ჩატარდა 5 ტურნირი ყატარში, ბაჰრეინში, ტუნისში, არგენტინასა და უნგრეთში. მონაწილეობს 24 გუნდი. შეჯიბრება 2017 წლის აგვისტოში უნდა გაიმართოს.

საქართველოს განაცხადის ვიდეოპრეზენტაცია:

https://www.facebook.com/photo.php?v=373372056129570&set=vb.153041141495997&type=2&theater

 

2017 წლის ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოში გაიმართება. ასეთი გადაწყვეტილება მიიღო დღეს ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის კონგრესმა დოჰაში (ყატარი).

 

კანდიდატი ორი იყო, საქართველო და ხორვატია. კონგრესმა მოიწონა საქართველოს ხელბურთის ფედერაციის განაცხადი, რომლის მიხედვითაც ცხრამეტწლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი უნდა გაიმართოს ოთხ ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმში და თელავში. დაგეგმილია სამი ახალი, თანამედროვე სტანდარტის სპორტის სასახლის მშენებლობა თელავში (2000 ადგილი) ქუთაისში (3-4 ათასი) და ბათუმში (5-6 ათასი), რასაც მხარს უჭერს საქარველოს მთავრობა. შეჯიბრება 2017 წლის აგვისტოში უნდა გაიმართოს.

 

ხორვატიამ მიიღო იმავე წლის ახალგაზრდული (U-21) მსოფლიო ჩემპიონატის გამართვის უფლება.

 

ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატში 24 გუნდი მონაწილეობს, საქართველო, როგორც ტურნირის მასპინძელი, შეჯიბრებაში შესრჩევი ტურნირის გარეშე დაიშვება. ტურნირი 2005 წლიდან იმართება. დღემდე ჩატარდა 5 ჩემპიონატი ყატარში, ბაჰრეინში, ტუნისში, არგენტინასა და უნგრეთში.

 

დოჰაში საქართველოს წარადგენდნენ ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ კაკაბაძე, გენერალური მდივანი ქეთევან კობერიძე, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი, იმერეთისა და კახეთის რეგიონული ხელბურთის ფედერაციების შეფები - დავით აბულაძე და გიორგი სვიმონიშვილი.


ფოტოზე: ხელბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი ქეთევან კობერიძე საქართველოს განაცხადს წარადგენს

 

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულ ნაკრებს დღეს შეხვედრა ჰქონდა სპორტის მინისტრ ლევან ყიფიანთან.

ნაკრები შაბათ დილით მიფრინავს უკრაინაში, სადაც ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს, იქიდან კი გაემგზავრება პანევეჟისში, სადაც 30 ოქტომბერს მსოფლიო ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო მატჩია ლიტვის ნაკრებთან.

ლევან ყიფიანი და მისი მოადგილე თამაზ თევზაძე გაეცნენ ნაკრების ახალ მწვრთნელს, სერბ ჯორჯე რასიჩს, მოთამაშეებს და   წარმატება უსურვეს შესარჩევ ტურნირში.

ნაკრები უკვე ერთი კვირაა, თბილისში ემზადება. გუნდი 14-კაციანი შემადგენლობა უკვე ცნობილია. ორი მოთამაშე, სერგო დათუკაშვილი და რევაზ ჭანტურია ნაკრებს უკრაინაში შეუერთდება.

3 ნოემბერს საქართველოს ნაკრებს საშინაო მატჩი აქვს ფინეთთან. შესარჩევი ჯგუფიდან (საქართველო, ლიტვა, ფინეთი, თურქეთი) პლეიოფში გადის მხოლოდ გამარჯვებული.

 

საქართველოს ნაკრები ლიტვაში


N---------------------------პ---------კლუბი------------დ---ს----წ

22 შოთა თევზაძე---------მ-------ბაკაუ (რუმ) -----1981-201-105

16 გიგა ტორონჯაძე------მ-------------სტუ---------1989-188-85

5 გიორგი გვაზავა--------ხ,შ------------სტუ---------1978-198-88

10 ვლადიმერ რუსია------შ-------ბაკაუ (რუმ)-----1984-202-100

9 სერგო დათუკაშვილი---შ-----ას სადი (ლიბ)----1978-198-105

14 ირაკლი ჩიქოვანი-----გ,შ---ტიმიშოარა (რუმ)---1982-197-93

28 ლევან ბერძენიშვილი--შ,ხ----------სტუ---------1986-192-95

77 აკაკი ტალახაძე----------გ----------უგუნდო-----1983-191-86

24 რატი მსხვილიძე-------შ,ხ------------სტუ--------1986-208-119

7 უჩა გამზარდია-----------გ-----------ბათუმი-------1990-72-70

23 რევაზ ჭანტურია--------კ----სტრუმიცა (მკდ)----1982-177-79

31 ილია გოგალაძე---------კ-----------სტუ------------1986-190-84

15 ოთარ ამირანაშვილი---კ-----------სტუ------------1987-195-90

8 ზურაბ აბრამიშვილი----კ------------სტუ-----------1994-193-88

 

მეკ (მეკარე), გ (გამთამაშებელი), შ (შუამარბი), ხ (ხაზის მოთამაშე), კ (კუთხის მოთამაშე)

 

მთავარი მწვრთნელი ჯორჯე რასიჩი (სრბ)

მწვრთნელები ირაკლი კეკელიძე, ბექარ ორჯონიკიძე

ექიმი ლევან ლინიკი

ოფიციალური პირები ელიზბარ არსენაშვილი, ვახტანგ მეიფარიანი

 

მსოფლიო ჩემპიონატის კვალიფიკაცია. ევროპის პირველი ეტაპი

 

1 ჯგუფი: ლიტვა, თურქეთი, საქართველო, ფინეთი

 

30 ოქტომბერი: ლიტვა - საქართველო, ფინეთი - თურქეთი

3 ნოემბერი: თურქეთი - ლიტვა, საქართველო-ფინეთი

2 იანვარი: ფინეთი - ლიტვა, თურქეთი - საქართველო

4-5 იანვარი: ლიტვა - ფინეთი, საქართველო - თურქეთი

8-9 იანვარი: საქართველო - ლიტვა, თურქეთი - ფინეთი

11-12 იანვარი: ლიტვა - თურქეთი, ფინეთი - საქართველო

 

 

მეტი სურათისთვის იხილე ჩვენი ფეისბუკი

https://www.facebook.com/GEONHF

 

საქართველოს ეროვნული ნაკრები კიევში ჩაფრინდა. თბილისიდან ორსაათნახევრიანი ფრენისა და ბორისპოლის აეროპორტიდან უკრაინის დედაქალაქის ცენტრამდე ერთსაათიანი მგზავრობის შემდეგ, გუნდი სასტუმროში დაბინავდა.

 

ნაკრები 12:30 (თბილისის დროით 13:30) ისადილებს, ხუთის ნახევრიდან ხელბურთელები ერთი საათის განმავლობაში მსუბუქად ივარჯიშებენ. გუნდს კიევში შეუერთდება ორი წევრი, რეზო ჭანტურია და სერგო დათუკაშვილი.

 

ხვალ და ზეგ უკრაინის ეროვნული ნაკრების კონჩა ზასპეს ბაზაზე, ორი ამხანაგური მატჩია დაგეგმილი.

 

29 ოქტომბერს ნაკრები ლიტვაში გაემგზავრება და მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩისთვის მზადებას უშუალოდ შეხვედრის ადგილზე, ქალაქ პანევიჟისში განაგრძობს.

 

ლიტვისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი 30 ოქტომბერს გაიმართება. დასაწყისი 20:45 (თბილისის დროით).

 

გიორგი გულბანი, სპეციალური კორესპონდენტი, კიევიდან

 

საქართველოს ნაკრები

 

22 შოთა თევზაძე

სტიინტა ბაკაუ (რუმ)

გუნდის კაპიტანი, მეკარე

1981

16 გიგა ტორონჯაძე

სტუ

მეკარე

1989

5 გიორგი გვაზავა

სტუ

ხაზის მოთამაშე, შუამარბი

1978

28 ლევან ბერძენიშვილი

სტუ

ხაზის მოთამაშე, შუამარბი

1986

24 რატი მსხვილიძე

სტუ

შუამარბი, ხაზის მოთამაშე

1988

77 აკაკი ტალახაძე

უგუნდო

გამთამაშებელი

1983

7 უჩა გამზარდია

ბათუმი

გამთამაშებელი

1990

9 სერგო დათუკაშვილი

ას სადი (ლიბ)

შუამარბი, გამთამაშებელი

1978

14 ირაკლი ჩიქოვანი

ტიმიშოარა (რუმ)

შუამარბი

1989

10 ვლადიმერ რუსია

სტიინტა ბაკაუ (რუმ)

შუამარბი

1984

23 რეზო ჭანტურია

სტრუმიცა (მკდ)

გარემარბი

1982

15 ოთარ ამირანაშვილი

სტუ

გარემარბი

1987

31 ილია გოგალაძე

სტუ

გარემარბი

1986

8 ზურაბ აბრამიშვილი

სტუ

გარემარბი

1994


მთავარი მწვრთნელი ჯორჯე რასიჩი (სრბ)

მწვრთნელები ირაკლი კეკელიძე, ბექა ორჯონიკიძე

ექიმი ირაკლი ლინიკი

ოფიციალური პირები: ელიზბარ არსენაშვილი, ვახტანგ მეიფარიანი

 

მსოფლიო ჩემპიონატის კვალიფიკაცია. ევროპის პირველი ეტაპი

 

1 ჯგუფი: ლიტვა, თურქეთი, საქართველო, ფინეთი

30 ოქტომბერი: ლიტვა - საქართველო, ფინეთი - თურქეთი

3 ნოემბერი: თურქეთი - ლიტვა, საქართველო-ფინეთი

2 იანვარი: ფინეთი - ლიტვა, თურქეთი - საქართველო

4-5 იანვარი: ლიტვა - ფინეთი, საქართველო - თურქეთი

8-9 იანვარი: საქართველო - ლიტვა, თურქეთი - ფინეთი

11-12 იანვარი: ლიტვა - თურქეთი, ფინეთი - საქართველო

 

2 ჯგუფი: სლოვაკეთი, რუმინეთი, კვიპროსი, იტალია

3 ჯგუფი: სლოვენია, უკრაინა, შვეიცარია, ლუქსემბურგი

4 ჯგუფი: ჰოლანდია, ისრაელი, საბერძნეთი, ბელგია

5 ჯგუფი: პორტუგალია, ბოსნია, ლატვია, ესტონეთი

 

ჯგუფების გამარჯვებულები გავლენ ევროპის ზონის პლეიოფში, სადაც 5 გუნდს დაემატება კიდევ 13 ევროპული ნაკრები. 18 გუნდი დაწყვილდება და მსოფლიო ჩემპიონატის 9 მონაწილეს გამოავლენს. ორმატჩიანი პლეიოფი, შინ და სტუმრად სისტემით, 2014 წლის ივნისში გაიმართება.

 

მსოფლიო ჩემპიონატი 2015 წლის იანვარში, 24 გუნდის მონაწილეობით, იმართება ყატარში. მასპინძელი, ყატარი და მსოფლიო ჩემპიონი ესპანეთი ტურნირში შერჩევის გარეშე იასპარეზებენ. ევროპას, ესპანეთის გარდა, 12 ადგილი აქვს გამოყოფილი.

 

3 საგზურს მიიღებს ევროპის 2014 წლის ჩემპიონატის სამი საუკეთესო გუნდი (მონაწილეობენ - ესპანეთი, დანია, ჩეხეთი, მაკედონია, ავსტრია, ისლანდია, უნგრეთი, ნორვეგია, სერბეთი, საფრანგეთი, პოლონეთი, რუსეთი, ხორვატია, შვედეთი, ბელარუსი, მონტენეგრო). დანარჩენი 12 მონაწილე ქვეყანა გადავა მსოფლიო ჩემპიონატის პლეიოფში. მათ დაემატება გერმანია და პირველი ეტაპის 5 გამარჯვებული.

ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში ბარსელონამ სტუმრად დაამარცხა პსჟ – 33:29.

პარიზში მასპინძლები 5:1 დაწინაურდნენ, მაგრამ ჩავი პასკუალის დროული ტაიმაუტის შემდეგ ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. ტაიმი ფრედ მორჩა – 17:17. მეორე ნახევარში, მესამე გაძევების გამო წითელი ბარათი მიიღო პარიზელთა დაცვის ლიდერმა, იაკოვ გოიუნმა – მასპინძლებს 6 წუთი მოუწიათ ნაკლებობაში თამაშმა და ვეღარ გაუძლეს ნიკოლა კარაბატიჩისა და კირილ ლაზაროვის შეტევებს – 29:33.

ბარსელონა 7 ქულით ლიდერობს თავის ჯგუფს, სხვა ჯგუფებში კი ოთხიდან 4 მოგებით წინ არიან უნგრული ვესპრემი, შარშანდელი ჩემპიონი ჰამბურგი და პოლონეთის კილცე. ქალებში უდანაკარგო 2 გუნდია – თასის მფლობელი დიორი ეტო და მიდტიულანდი.

ჩემპიოთა ლიგის ტურნირს ქალები 2 ნოემბერს განაახლებენ, კაცები – 14 ნოემბერს.

ჩემპიონთა ლიგა 2013-14. კაცები. ჯგუფური ეტაპი.

4 ტური. 16-20 ოქტომბერი

A ჯგუფი

17 ოქტ: მოტორ ზაპოროჟიე (უკრ) - ცელიე ლაშკო (სლნ) 29:32

17 ოქტ: რეინ–ნეკარი (გერ) - სტ. პეტერბურგი (რუს) 31:17

20 ოქტ: ოსიგურანიე ზაგრები (ხორ) - ვესპრემი (უნგ) 22:33

ვესპრემი 8 ქულა, რეინ–ნეკარი 5, ცელიე, ზაგრები 4 / ზაპოროჟიე 3, სტ. პეტერბურგი 0

B ჯგუფი

19 ოქტ: ტარგი კილცე (პოლ) - კილი (გერ) 34:29

20 ოქტ: პორტუ (პორ) – დიუნკერკი (საფ) 22:21

20 ოქტ: კოლდინგი (დან) - ვისლა პლოცკი (პოლ) 23:22

კილცე 8, კოლდინგი, კილი 6, ვისლა 2 / პორტუ 2, დიუნკერკი 0

C ჯგუფი

19 ოქტ: ვაკერ თიუნი (შვც) - ვარდარ სკოპიე (მკდ) 24:27

20 ოქტ: პსჟ (საფ) - ბარსელონა (ესპ) 29:33

20 ოქტ: მეტალურგ სკოპიე (მკდ) - დინამო მინსკი (ბლრ) 33:29

ბარსელონა 7, მეტალურგი 6, ვარდარი, დინამო 4 / პსჟ 3, თიუნი 0

D ჯგუფი

16 ოქტ: გორენიე ველენიე (სლნ) - ოლბორგი (დან) 25:30

17 ოქტ: ჰამბურგი (გერ) - დროტ ჰალმსტადი (შვდ) 39:30

19 ოქტ: ლოგრონიო ლა რიოხა (ესპ) - ფლენზბურგი (გერ) 32:32

ჰამბურგი 8, ფლენზბურგი 7, ოლბორგი 4, ლოგრონიო 2 / გორენიე 2, ჰალმსტადი 1

მერვედფინალში გადის 4–4 გუნდი

––––––––––––––––

ჩემპიონთა ლიგა 2013-14. ქალები. პირველი ჯგუფური ეტაპი.

3 ტური. 19-20 ოქტომბერი

A ჯგუფი

19 ოქტ: ბაია მარე (რუმ) – ჰიპო ნიდეროსტერრაიხი (ავს) 24:23

20 ოქტ: ტიურინგერი (გერ) - დიორი ეტო (უნგ) 25:33

დიორი 6, ტიურინგერი 2 / ჰიპო, ბაია მარე 2

B ჯგუფი

20 ოქტ: ფერენცვაროში (უნგ) – ლიუბლინი (პოლ) 40:25

20 ოქტ: მიდტიულანდი (დან) - ბუდუჩნოსტი (მნტ) 21:19

მიდტიულანდი 6, ფერენცვაროში 4 / ბუდუჩნოსტი 2, ლიუბლინი 0

C ჯგუფი

19 ოქტ: ლაიპციგი (გერ) – სევეჰოფი (შვდ) 28:34

20 ოქტ: მეცი (საფ) - კრიმ მერკატორი (სლნ) 21:20

კრიმი 4, სევეჰოფი 4 / მეცი 2, ლაიპციგი 2

D ჯგუფი

19 ოქტ: ვარდარ სკოპიე (მკდ) – პოდრავკა ვეგეტა (ხორ) 39:26

20 ოქტ: ბალონმანო ბერა ბერა (ესპ) - ლარვიკი (ნორ) 17:27

ვარდარი 5, ლარვიკი 5 / პოდრავკა 2, ბალონმანო 0

მეორე ჯგუფურ ეტაპზე გადის 2–2 გუნდი

საქართველოს ჩემპიონატი
2020

shmog

ქვიშის ხელბურთი
 კაცები
  1 ქუთაისი   2 გორი  3 ფაკუნდო
 ქალები
  1 ყვარელი   2 აჭარა   3 სამტრედია
 შეწყდა
                სხვ        
  BSB ბათუმი 14
13
0 1 550-378 26
 
  ქუთაისი 14
12
0 2 598-453 24
 
  იმედი სტუ 14 9 0 5 443-380 18  
  პეგასი 12     7     0     5     384-379     14    
  სპორტუნი 14     4     0     10     438-507     8    
  სამტრედია 12 4 0 8 341-408 8  
  გორი 12 3 0 9 387-494 6  
  წყალტუბო 12 0 0 12 285-407 0  

შეწყდა
          სხვ
  ყვარელი 10     9     0   1 357-242 18
  ქარიშხალა 10     9     0   1 299-258 18
  ფოთი 10     6     1   3 201-165 13
  სამტრედია 10     5     0   5 203-181 10
  აჭარა
10     4     1   5 229-203 9
  პეგასი 10     3     0   7 252-273 6
  მამული 10     3     0   7 219-267 6
  წყალტუბო 10     0     0   10 150-321 0

გოგონები 2004-05
 შეწყდა
      სხვ
  სამტრედია 15   15   0   0 391-183 30
  ყვარელი 15   14   0   1 386-221 28
  ტყიბული 15   11   0   4 298-227 22
  მამული
15   10   1   4 320-272 21
  ფოთი 15   9   1   5 254-201 19
  პეგასი 14   9   0   5 312-242 18
  BSG ბათუმი 15   8   1   6 275-237 17
  ქარიშხალა 15   6   1   8 298-301 13
  გორი 15   5   0   10 254-329 10
  წყალტუბო 14   3   0   11 191-287 6
  თელავი 14   2   0   12 231-344 4
  აჭარა 15   1   0   14 142-332 2
  ქუთაისი 13   0   0   13 16-192 0

ჭაბუკები 2004-05
შეწყდა
      სხვ  
  აჭარა 12   12   0   0 505-211 24  
  პეგასი 12   10   1   1 234-136 21  
  ფოთი 12   10   0   2 274-169 20  
  სამტრედია 12   9   0   3 287-194 18  
  წყალტუბო 12   8   0   4 261-223 16  
  ქუთაისი 12   6   1   5 200-205 13  
  ქარიშხალა 12   6   0   6 217-191 12  
  ზუგდიდი 11   4   1   6 185-189 9  
  თელავი
12   4   0   8 183-272 8  
  რუსთავი 12   3   1   8 161-233 7    
  სენაკი 12   2   0   10 147-329 4    
  ქარელი 11   1   0   10 144-208 2    
  ტყიბული 12   0   0   12 45-283 0    

გოგონები 2006-07
შეწყდა
        სხვ  
  ტყიბული
7   7   0   0   77-32 14  
  ფოთი 7   5   0   2   85-37 10  
  აჭარა 7   5   0   2   54-36 10  
  თელავი
5   4   1   0   72-20 9  
  გორი 5   4   1   0   45-27 9  
  BSG ბათუმი
7   4   0   3   48-45 8  
  ზუგდიდი 7   4   0   3   37-40 8  
  პეგასი
5   3   0   2   35-47 6  
  ქარიშხალა 5   2   0   3   46-40 4  
  წყალტუბო
7   1   1   5   48-55 3  
  მამული 5   1   0   4   20-42 2  
  სამტრედია 7   0   2   5   20-70 2  
  ქუთაისი 7   0   1   6   11-65 1  
  53 სკოლა 5   0   0   5   9-51 0  

ჭაბუკები 2006-07
 შეწყდა
სხვ
  გორი 13 9 1 3 141-101 19
  ქარიშხალა 13 9 1 3 138-76 19
  BSB ბათუმი 8 8 0 0 104-32 16
  პეგასი 13 8 0 5 113-97 16
  სამტრედია
8 7 0 1 95-55 14
  ყვარელი 13 4 0 9 78-121 8
  ქუთაისი 8 2 0 6 32-86 4
  რუსთავი 13 2 0 11 33-85 4
  აკადემია 13 0 0 13 15-108 0

მსოფლიო ჩემპიონატი 2021
კვალიფიკაცია
ბენევენტო. იტალია
10 იანვარი
საქართველო 24-29 რუმინეთი
11 იანვარი
საქართველო 28-25 იტალია
12 იანვარი
საქართველო 21-30 კოსოვო
ევროპის ჩემპიონატი 2022
პლეიოფი
16 იანვარი. სპორტის სასახლე
საქართველო 24-24 ფინეთი
19 იანვარი. რიიჰიმიაკი
ფინეთი 37-21 საქართველო




ჩვენი პარტნიორები:

Jakofm  lelo  gms  popsport  sportal