სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2020
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28 29 30 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
opacity

facebook

 

Chenel
IHF მსოფლიო ერთა ჩემპიონატი

LogoEmerg

ევროპის გოგონათა ჩემპიონატი 17წ.

Euro17W

მთავარი

საქართველოს ნაკრებმა სპორტის სასახლეში 26:19 დაამარცხა ფინეთი და განაგრძობს მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლას.

პირვლი ტაიმი ძალიან მძიმე ბრძოლაში გაილია. ფინეთი სულ ლიდერობდა, ერთი ხანობა 3 ბურთით და ტაიმი 10:8 მოიგო. გარდატეხა მოხდა მეორე ტაიმის დაწყებისთანავე, როდესაც 11:11-ის მერე საქართველომ ზედიზედ 8 გოლი გაიტანა და 19:11 დაწინაურდა, მერე კი სხვაობა 10 ბურთამდეც გაზარდა.

ჩვენი ჯგუფის ლიდერია ლიტვა, რომელმაც თურქეთში 23:20 დაამარცხა მასპინძლები და 4 ქულა აქვს, 2-2 ქულით საქართველოსა და ფინეთის ნაკრებები არიან.

მომდევნო მატჩი 2 იანვარს გვექნება თურქეთში. პლეიოფში მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებული გადის.

ხელბურთი. მსოფლიო ჩემპიონატის კვალიფიკაცია

ევროპის 1 ჯგუფი (პლეიოფში გადის მხოლოდ გამარჯვებული)

საქართველო - ფინეთი 26:19

3 ნოემბერი. თბილისი, სპორტის სასახლე

მსაჯები: იარონ ბენ-დანი, ასაფ ფარანი (ისრ)

დელეგატი: ისქანდარ ასქაროვი (აზე)

3 000 მაყურებელი

საქართველო: თევზაძე, ტორონჯაძე - ჭანტურია 6, დათუკაშვილი 5, მსხვილიძე 5, ჩიქოვანი 4, რუსია 4, გამზარდია 2, გვაზავა, გოგალაძე, მაისურაძე, ორჯონიკიძე, აბრამიშვილი, ამირანაშვილი, სიმონია (მწ. რასიჩი)

ფინეთი: ნორდკვისტი, მიაკელა 1 - ტამინენი 4, სუნდბერგი 4, . ბრომანი 3, კილსტედტი 2, ვალო 2, . ბრომანი 1, კორპიმიაკი 1, რონბერგი 1, კოლიონენი, ოიალა, აუერი, სიომანი (მწ. ტულანდერი)

ლიტვა 4 ქულა, საქართველო 2, ფინეთი 2, თურქეთი 0

30 ოქტომბერი: ლიტვა - საქართველო 23:17, ფინეთი - თურქეთი 26:20

3 ნოემბერი: თურქეთი - ლიტვა 20:23, საქართველო-ფინეთი 26:19

2 იანვარი: ფინეთი - ლიტვა, თურქეთი - საქართველო

4-5 იანვარი: ლიტვა - ფინეთი, საქართველო - თურქეთი

8-9 იანვარი: საქართველო - ლიტვა, თურქეთი - ფინეთი

11-12 იანვარი: ლიტვა - თურქეთი, ფინეთი - საქართველო

2 ჯგუფი: სლოვაკეთი 2 / რუმინეთი 2, იტალია 0, კვიპროსი 0

(სლკ-კვი 35:14, იტა-რუმ 22:23 - 03/11 კვი-იტა, რუმ-სლკ)

3 ჯგუფი: უკრაინა 2 / სლოვენია 2, შვეიცარია 0, ლუქსემბურგი 0

(ლუქ-უკრ 34:38, სლნ-შვც 33:30 – 03/11 შვც-ლუქ, უკრ-სლნ)

4 ჯგუფი: ჰოლანდია 2 / ბელგია 2 ისრაელი 0, საბერძნეთი 0

(ჰოლ-საბ 25:20, ბელ-ისრ 29:28 – 03/11 ისრ-ჰოლ, საბ-ბელ)

5 ჯგუფი: ბოსნია 2 / ლატვია 2, ესტონეთი 0, პორტუგალია 0

(პორ-ლატ 26:29, ესტ-ბოს 26:29 – 03/11 ლატ-ესტ, ბოს-პორ)

მსოფლიო ჩემპიონატი: იანვარი, 2015, ყატარში. მონაწილეობს 24 გუნდი. მასპინძელი და მსოფლიო ჩემპიონი ესპანეთი შერჩევის გარეშე ითამაშებენ. ევროპას, ესპანეთის გარდა, 12 ადგილი აქვს. 3 საგზურს მიიღებს ევროპის ჩემპიონატის 3 საუკეთესო გუნდი (იანვარი, 2014, დანია. მონაწილეობენ - ესპანეთი, დანია, ჩეხეთი, მაკედონია, ავსტრია, ისლანდია, უნგრეთი, ნორვეგია, სერბეთი, საფრანგეთი, პოლონეთი, რუსეთი, ხორვატია, შვედეთი, ბელარუსი, მონტენეგრო). დანარჩენი 12 ქვეყანა გადავა მსოფლიო ჩემპიონატის პლეიოფში. მათ დაემატება გერმანია და პირველი ეტაპის 5 გამარჯვებული. 18 გუნდი დაწყვილდება და ივნისში, შინ/სტუმრად ფორმატით გამოავლენს კიდევ 9 ფინალისტს.

მეტი ფოტო იხილე ჩვენს ფეისბუკზე

https://www.facebook.com/GEONHF

 



პარასკევს, 13:30, სპორტის სამინისტროს საკონფერენციო დარბაზში საქართველოს ხელბურთის ფედერაცია მართავს პრესკონფერენციას.

ეროვნული ნაკრების მწვრთნელი ჯორჯე რასიჩი, კაპიტანი შოთა თევზაძე და ერთ-ერთი ლიდერი, სერგო დათუკაშვილი ისაუბრებენ ლიტვაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩზე და ფინეთთან შეხვედრაზე, რომელიც 3 ნოემბერს, 18:00 დაიწყება სპორტის სასახლეში.

პრესკონფერენციის მეორე ნაწილი დაეთმობა 2017 წლის ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატს, რომლის მასპინძლობის უფლებაც საქართველომ ახლახან მოიპოვა. ყატარში გამართული ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის კონგრესის შესახებ ისაუბრებენ ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ კაკაბაძე და გენერალური მდივანი ქეთევან კობერიძე.

 

ფოტოზე: საქართველოს ნაკრები ლიტვასთან მატჩის წინ. 30 ოქტომბერი, პანევეჟისი

ფინეთთან ხვალინდელი მატჩის წინ ბოლო ვარჯიში გამართა საქართველოს ნაკრებმა.

გუნდს გამოაკლდა ტრავმირებული აკაკი ტალახაძე, ხოლო განაცხადს დაემატნენ ბათუმის გამოცდილი ხაზის მოთამაშე უჩა მაისურაძე და სტუს შუამარბები – 19 წლის ზურაბ სიმონია და 17 წლის თეიმურაზ ორჯონიკიძე.

ხვალინდელი მატჩის განაცხადში ჯორჯე რასიჩს 16 მოთამაშე ეყოლება. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა ხელბურთში – მასპინძელს, როგორც წესი, 16–კაციანი განაცხადი აქვს, ხოლო სტუმარ გუნდს ხშირად 14 მოთამაშე მიჰყავს სხვა ქვეყანაში. სწორედ 14 ხელბურთელით გვეწვია ფინეთის ნაკრები, რომელმაც სპორტის სასახლეში საქართველოს ნაკრების წინ ივარჯიშა.

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი თამაში სპორტის სასახლეში კვირას 18 საათზე დაიწყება. ბილეთები არ გაიყიდება – შესვლა თავისუფალია. ტელერეპორტაჟს გეგმავს აფხაზეთის ხმა. ამავე დღეს ჩვენს ჯგუფში თამაშობენ თურქეთი და ლიტვა.

ხელბურთი. მსოფლიო ჩემპიონატის კვალიფიკაცია

ევროპის 1 ჯგუფი (პლეიოფში გადის მხოლოდ გამარჯვებული)

საქართველო - ფინეთი

3 ნოემბერი, 18:00. თბილისი, სპორტის სასახლე

მსაჯები: იარონ ბენ-დანი, ასაფ ფარანი (ისრ)

დელეგატი: ისქანდარ ასქაროვი (აზე)

საქართველო

22 შოთა თევზაძე - სტიინტა ბაკაუ (რუმ) - კაპიტანი, მეკარე - 1981
16 გიგა ტორონჯაძე - სტუ - მეკარე - 1989
5 გიორგი გვაზავა - სტუ - ხაზის მოთამაშე, შუამარბი - 1978
18 უჩა მაისურაძე - ბათუმი - ხაზის მოთამაშე - 1986

28 ლევან ბერძენიშვილი - სტუ - ხაზის მოთამაშე, შუამარბი - 1986
24 რატი მსხვილიძე - სტუ - შუამარბი - 1988
7 უჩა გამზარდია - ბათუმი - გამთამაშებელი, გარემარბი - 1990
9 სერგო დათუკაშვილი - ას სადი (ლიბ) - შუამარბი - 1978
14 ირაკლი ჩიქოვანი - ტიმიშოარა (რუმ) - შუამარბი, გამთ. - 1989
10 ვლადიმერ რუსია - სტიინტა ბაკაუ (რუმ) - შუამარბი 1984
19 ზურაბ სიმონია - სტუ - შუამარბი - 1994
18 თეიმურაზ ორჯონიკიძე - სტუ - შუამარბი - 1996

23 რეზო ჭანტურია - სტრუმიცა (მკდ) - გარემარბი - 1982
15 ოთარ ამირანაშვილი - სტუ - გარემარბი - 1987
31 ილია გოგალაძე - სტუ - გარემარბი- 1986
8 ზურაბ აბრამიშვილი - სტუ - გარემარბი - 1994


მთ. მწვრთნელი ჯორჯე რასიჩი (სრბ)

მწვრთნელები ირაკლი კეკელიძე, ბექა ორჯონიკიძე

ექიმი ირაკლი ლინიკი

ფინეთი

1 ვილე ნორდკვისტი
3 მირო კოლიონენი
4 იოახიმ ბრომანი
5 ოლი-პეკა კორპიმიაკი
6 ოსკარ კილსტედტი
10 ნიკო რონბერგი
14 ლეონელ-ჰენრიკ ოიალა
15 რიხარდ სუნდბერგი
19 ანტი ვალო
22 ბენი ბრომანი
29 ჰენრიკ აუერი

30 მიკაელ მიაკელა
35 ტეემუ ტამინენი
41 რობინ სიომანი

მთ. მწვრთნელი მარკო ტულანდერი

ფინეთი 2 ქულა / ლიტვა 2, თურქეთი 0, საქართველო 0

30 ოქტომბერი: ლიტვა - საქართველო 23:17, ფინეთი - თურქეთი 26:20

3 ნოემბერი: 18:00 თურქეთი - ლიტვა, 18:00 საქართველო-ფინეთი

2 იანვარი: ფინეთი - ლიტვა, თურქეთი - საქართველო

4-5 იანვარი: ლიტვა - ფინეთი, საქართველო - თურქეთი

8-9 იანვარი: საქართველო - ლიტვა, თურქეთი - ფინეთი

11-12 იანვარი: ლიტვა - თურქეთი, ფინეთი - საქართველო

 

2 ჯგუფი: სლოვაკეთი 2 / რუმინეთი 2, იტალია 0, კვიპროსი 0

(სლკ-კვი 35:14, იტა-რუმ 22:23 - 03/11 კვი-იტა, რუმ-სლკ)

3 ჯგუფი: უკრაინა 2 / სლოვენია 2, შვეიცარია 0, ლუქსემბურგი 0

(ლუქ-უკრ 34:38, სლნ-შვც 33:30 – 03/11 შვც-ლუქ, უკრ-სლნ)

4 ჯგუფი: ჰოლანდია 2 / ბელგია 2 ისრაელი 0, საბერძნეთი 0

(ჰოლ-საბ 25:20, ბელ-ისრ 29:28 – 03/11 ისრ-ჰოლ, საბ-ბელ)

5 ჯგუფი: ბოსნია 2 / ლატვია 2, ესტონეთი 0, პორტუგალია 0

(პორ-ლატ 26:29, ესტ-ბოს 26:29 – 03/11 ლატ-ესტ, ბოს-პორ)

მსოფლიო ჩემპიონატი: იანვარი, 2015, ყატარში. მონაწილეობს 24 გუნდი. მასპინძელი და მსოფლიო ჩემპიონი ესპანეთი შერჩევის გარეშე ითამაშებენ. ევროპას, ესპანეთის გარდა, 12 ადგილი აქვს. 3 საგზურს მიიღებს ევროპის ჩემპიონატის 3 საუკეთესო გუნდი (იანვარი, 2014, დანია. მონაწილეობენ - ესპანეთი, დანია, ჩეხეთი, მაკედონია, ავსტრია, ისლანდია, უნგრეთი, ნორვეგია, სერბეთი, საფრანგეთი, პოლონეთი, რუსეთი, ხორვატია, შვედეთი, ბელარუსი, მონტენეგრო). დანარჩენი 12 ქვეყანა გადავა მსოფლიო ჩემპიონატის პლეიოფში. მათ დაემატება გერმანია და პირველი ეტაპის 5 გამარჯვებული. 18 გუნდი დაწყვილდება და ივნისში, შინ/სტუმრად ფორმატით გამოავლენს კიდევ 9 ფინალისტს.

მეტი ფოტო იხილე ჩვენს ფეისბუკზე

https://www.facebook.com/GEONHF

საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის პირველ საკვალიფიკაციო მატჩში 17:23 დამარცხდა ლიტვაში.

 

ლიტვა - საქართველო 23:17

 

ლიტვა: ვასკევიჩუსი, პაზემეცკასი - (ტყორცნა/გოლი) დრაბავიჩუსი 4/4, შვედასი 5/3, ბაბარსკასი 7/3, სტანკევიჩუსი 3/3, სტრაზდასი 6/2, პლეტა 2/2, გროსასი 5/2, დუმჩუსი 3/2, ბერნატონისი 5/1, პეტრეიკისი 4/1, ფეოკტისტოვასი 1/0, ორლოვსკისი 1/0 (მწ. სავუკინასი)


შეტევების ეფექტურობა 32%, ტყორცნების ეფექტურობა 50%, შვიდმეტრიანები 4/3, ტექნიკური შეცდომა 3, გაძევება 4

 

საქართველო: თევზაძე, ტორონჯაძე - ჩიქოვანი 12/6, მსხვილიძე 11/4, რუსია 8/3, დათუკაშვილი 6/2, ჭანტურია 4/2, გვაზავა 3/0, გოგალაძე 1/0, ბერძენიშვილი, ტალახაძე, გამზარდია, ამირანაშვილი, აბრამიშვილი (მწ.რასიჩი)

 

შეტევების ეფექტურობა 22%, ტყორცნების ეფექტურობა 38%, შვიდმეტრიანები 2/1, ტექნიკური შეცდომა 3, გაძევება 3

30 ოქტომბერი, 20:45. პანევეჟისი, Cido Arena

მსაჯები: ანატოლი ნოვიკოვი, რუსლან პერეპილიცი (უკრ)

დელეგატი: ტოივო იარვი (ესტ)

დღესვე: ფინეთი - თურქეთი 26:20


თამაში თანაბარი პირველი ტაიმის დასაწყისში იყო, შემდეგ ლიტვა დაწინაურდა და ტაიმი 12:7 მოიგო. თავი იჩინა იმან, რომ საქართველოს ნაკრები კარგა ხანია არ შეკრებილა და შეთამაშება აკლდა. მეორეში მასპინძლები 10 ბურთით დაწინაურდნენ, მაგრამ ქართველებმა ბოლოში ექვსამდე შეამცირეს სხვაობა.

 

შემდეგი მატჩი, ფინეთის ნაკრებთან, გაიმართება თბილისის სპორტის სასახლეში, 3 ნოემბერს, 18 საათზე.

 

საკვალიფიკაციო ტურნირის გამარჯებული გადის პლეიოფში და 2014 წლის ივნისში მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის ითამაშებს. მეტოქე ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გაირკვევა (2014 წლის იანვარი, დანია).


მსოფლიო ჩემპიონატის კვალიფიკაცია. ევროპის პირველი ეტაპი


1 ჯგუფი: ლიტვა, თურქეთი, საქართველო, ფინეთი

30 ოქტომბერი: ლიტვა - საქართველო 23:17, ფინეთი - თურქეთი 26:20

3 ნოემბერი: თურქეთი - ლიტვა, საქართველო-ფინეთი

2 იანვარი: ფინეთი - ლიტვა, თურქეთი - საქართველო

4-5 იანვარი: ლიტვა - ფინეთი, საქართველო - თურქეთი

8-9 იანვარი: საქართველო - ლიტვა, თურქეთი - ფინეთი

11-12 იანვარი: ლიტვა - თურქეთი, ფინეთი - საქართველო


2 ჯგუფი: სლოვაკეთი, რუმინეთი, კვიპროსი, იტალია

3 ჯგუფი: სლოვენია, უკრაინა, შვეიცარია, ლუქსემბურგი

4 ჯგუფი: ჰოლანდია, ისრაელი, საბერძნეთი, ბელგია

5 ჯგუფი: პორტუგალია, ბოსნია, ლატვია, ესტონეთი

 

მსოფლიო ჩემპიონატი 2015 წლის იანვარში, 24 გუნდის მონაწილეობით, იმართება ყატარში. მასპინძელი, ყატარი და მსოფლიო ჩემპიონი ესპანეთი ტურნირში შერჩევის გარეშე იასპარეზებენ. ევროპას, ესპანეთის გარდა, 12 ადგილი აქვს გამოყოფილი.

 

3 საგზურს მიიღებს ევროპის 2014 წლის ჩემპიონატის სამი საუკეთესო გუნდი (მონაწილეობენ - ესპანეთი, დანია, ჩეხეთი, მაკედონია, ავსტრია, ისლანდია, უნგრეთი, ნორვეგია, სერბეთი, საფრანგეთი, პოლონეთი, რუსეთი, ხორვატია, შვედეთი, ბელარუსი, მონტენეგრო). დანარჩენი 12 მონაწილე ქვეყანა გადავა მსოფლიო ჩემპიონატის პლეიოფში. მათ დაემატება გერმანია და პირველი ეტაპის 5 გამარჯვებული.

 

(ჩვენს მიერ მოწოდებული პირდაპირი რეპორტაჟის ბმული ლიტვის გარეთ საავტორო უფლებებით იყო დაცული, რისთვისაც ბოდიშს გიხდით)

3 ნოემბერს, 18:00, სპორტის სასახლეში, საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი თამაში აქვს ფინეთთან.


ხელბურთის ფედერაციამ სპორტის სამინისტროში დღეს პრესკონფერენცია გამართა. ნაკრებს წარმოადგენდნენ მთავარი მწვრთნელი ჯორჯე რასიჩი, მისი ასისტენტი ირაკლი კეკელიძე, კაპიტანი შოთა თევზაძე და მოთამაშე ირაკლი ჩიქოვანი. პრესკონფერენციას უძღვებოდა მინისტრის მოადგილე თამაზ თევზაძე.

 

პირველად ჟურნალისტებს ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზურაბ კაკაბაძემ მიმართა.

 

ზურაბ კაკაბაძე: - 3 ნოემბერს ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გვაქვს. წმინდა სატურნირო თვალსაზრისითაც და იმის გამოც, რომ ნაკრები ოთხწლიანი შესვენების შემდეგ ბრუნდება სპორტის სასახლეში. ასევე მინდა შევეხო მეორე ძალიან მნიშვნელოვან მოვლენას - 2017 წლის ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატის გამართვას საქართველოში. ეს იქნება ძალიან დიდი ბიძგი საქართველოში ხელბურთის განვითარებისთვის. ჩვენ ჭაბუკთა ნაკრები უკვე ემზადება ამ ტურნირისთვის და, ვფიქრობ, 2017 წლისთვის ძალიან სერიოზული გუნდი გვეყოლება, რომელიც შემდგომში ეროვნულ ნაკრებსაც გააძლიერებს. 3 ნოემბერს კი სადღეისო ამოცანა გვაქვს - ფინეთის დამარცხება და მსოფლიო ჩემპიონატის პლეიოფში გასვლის შანსის შენარჩუნება.

 

თამაზ თევზაძე: - როგორც სპორტის მინისტრი და როგორც ხელბურთელთა ოჯახის წევრი, ძალიან გახარებული ვარ დოჰაში გამართული კონგრესის შედეგით. უნდა გითხრათ, რომ საქართველოს არასოდეს უმასპინძლია მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ტურნირისთვის. სამინისტროს სახელით ყოვეგვარ მხარდაჭერას ვპირდები ფედერაციას, ნაკრებს კი გამარჯვებას ვუსურვებ ფინეთთან.

 

ამის შემდეგ ჯორჯე რასიჩმა და შოთა თევზაძემ ლიტვაში წაგებულ თამაშზე და საკვირაო მატჩზე ისაუბრეს.

 

ჯორჯე რასიჩი: - ჩემს სამწვრთნელო კარიერაში პირველად მოხდა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი პოზიციებიდან - კუთხიდან და ხაზიდან ჩემ გუნდს გოლი არ გაუტანია. შეტევაში თამაში არ აგვეწყო და უამრავი მომენტი, მათ შორის მეკარესთან პირისპირ გასვლა ვერ გამოვიყენეთ. შეამდგენლობაც სრულფასოვანი არ გვყავდა - 14 კაცით გავემგზავრეთ და აქედან ორი ტრავმირებული იყო - აკაკი ტალახაძემ თამაშის წინ კუნთი დაიჭიმა, ხოლო ვლადიმერ რუსია ნატკენი ხელით გავიდა მოედანზე. ლიტვამ სრულფასოვანი გუნდით ითამაშა, ჩვენ კი ხაზის სულ ერთი მოთამაშე გვყავდა, ხოლო სამი უკანახაზელიდან სულ ერთის შეცვლა შემეძლო. ფინეთთან მატჩში აუცილებლად გვეყოლება ახალი მოთამაშეები.

 

შოთა თევზაძე: - დაცვში ნორმალურად ვითამაშეთ, ხოლო შეტევაში, როდესაც მთელ თამაშში სულ 17 გოლს გაიტან, მოგებაზე ფიქრიც არ შეიძლება. კვირას, ფინეთთან აუცილებლად უნდა მოვიგოთ. გპირდებით, რომ ყველაფერს გავაკეთებთ მიზნის მისაღწევად.

 

როგორც ირაკლი კეკელიძემ გვითხრა, ვლადიმერ რუსია აუცილებლად ითამაშებს. ნაკრებთან ერთად ვარჯიშობენ უჩა მაისურაძე, ზურაბ სიმონია, თეიმურაზ ორჯონიკიძე და მეკარე გაგა სამყურაშვილი. ორი ან სამი მათგანი განაცხადშიც მოხდება, იმის მიხედვით, მომჯობინდება თუ არა აკაკი ტალახაძე.

 

კვირას თამაში სპორტის სასახლეში 18 საათზე დაიწება და შესვლა თავისუფალი იქნება. ტელერეპორტაჟი აფხაზეთის ხმაზე იგეგმება. ფინეთის ნაკრები თბილისში დღეს საღამოს ჩამოდის.

ხელბურთი. მსოფლიო ჩემპიონატის კვალიფიკაცია

ევროპის 1 ჯგუფი

საქართველო - ფინეთი

3 ნოემბერი, 18:00. თბილისი, სპორტის სასახლე

მსაჯები: იარონ ბენ-დანი, ასაფ ფარანი (ისრ)

დელეგატი: ისქანდარ ასქაროვი (აზე)

საქართველო

22 შოთა თევზაძე - სტიინტა ბაკაუ (რუმ) - კაპიტანი, მეკარე - 1981
16 გიგა ტორონჯაძე - სტუ - მეკარე - 1989
-- გაგა სამყურაშვილი - ბათუმი - მეკარე - 1982
5 გიორგი გვაზავა - სტუ - ხაზის მოთამაშე, შუამარბი - 1978
-- უჩა მაისურაძე - ბათუმი - ხაზის მოთამაშე - 1986

28 ლევან ბერძენიშვილი - სტუ - ხაზის მოთამაშე, შუამარბი - 1986
24 რატი მსხვილიძე - სტუ - შუამარბი, ხაზის მოთამაშე -1988
77 აკაკი ტალახაძე - უგუნდო - გამთამაშებელი - 1983
7 უჩა გამზარდია - ბათუმი - გამთამაშებელი - 1990
9 სერგო დათუკაშვილი - ას სადი (ლიბ) - შუამარბი, გამთამაშებელი - 1978
14 ირაკლი ჩიქოვანი - ტიმიშოარა (რუმ) - შუამარბი - 1989
10 ვლადიმერ რუსია - სტიინტა ბაკაუ (რუმ) - შუამარბი- 1984
-- ზურაბ სიმონია - სტუ - შუამარბი - 1994
-- თეიმურაზ ორჯონიკიძე - სტუ - შუამარბი - 1996

23 რეზო ჭანტურია - სტრუმიცა (მკდ) - გარემარბი - 1982
15 ოთარ ამირანაშვილი - სტუ - გარემარბი - 1987
31 ილია გოგალაძე - სტუ - გარემარბი- 1986
8 ზურაბ აბრამიშვილი - სტუ - გარემარბი - 1994


მთ. მწვრთნელი ჯორჯე რასიჩი (სრბ)

მწვრთნელები ირაკლი კეკელიძე, ბექა ორჯონიკიძე

ექიმი ირაკლი ლინიკი

 

ფინეთი

1 ვილე ნორდკვისტი
3 მირო კოლიონენი
4 იოახიმ ბრომანი
5 ოლი-პეკა კორპიმიაკი
6 ოსკარ კილსტედტი
7 ფრედრიკ ფორსი
10 ნიკო რონბერგი
14 ლეონელ-ჰენრიკ ოიალა
15 რიხარდ სუნდბერგი
19 ანტი ვალო
22 ბენი ბრომანი
25 ტუომას ლაიტინენი
29 ჰენრიკ აუერი

30 მიკაელ მიაკელა
35 ტეემუ ტამინენი
41 რობინ სიომანი

მთ. მწვრთნელი მარკო ტულანდერი

 

მსოფლიო ჩემპიონატის კვალიფიკაცია. ევროპის პირველი ეტაპი

1 ჯგუფი: ლიტვა, თურქეთი, საქართველო, ფინეთი

30 ოქტომბერი: ლიტვა - საქართველო 23:17, ფინეთი - თურქეთი 26:20

3 ნოემბერი: თურქეთი - ლიტვა, საქართველო-ფინეთი

2 იანვარი: ფინეთი - ლიტვა, თურქეთი - საქართველო

4-5 იანვარი: ლიტვა - ფინეთი, საქართველო - თურქეთი

8-9 იანვარი: საქართველო - ლიტვა, თურქეთი - ფინეთი

11-12 იანვარი: ლიტვა - თურქეთი, ფინეთი - საქართველო

 

2 ჯგუფი: სლოვაკეთი, რუმინეთი, კვიპროსი, იტალია

3 ჯგუფი: სლოვენია, უკრაინა, შვეიცარია, ლუქსემბურგი

4 ჯგუფი: ჰოლანდია, ისრაელი, საბერძნეთი, ბელგია

5 ჯგუფი: პორტუგალია, ბოსნია, ლატვია, ესტონეთი

 

მსოფლიო ჩემპიონატი 2015 წლის იანვარში, 24 გუნდის მონაწილეობით, იმართება ყატარში. მასპინძელი, ყატარი და მსოფლიო ჩემპიონი ესპანეთი ტურნირში შერჩევის გარეშე იასპარეზებენ. ევროპას, ესპანეთის გარდა, 12 ადგილი აქვს გამოყოფილი.

 

3 საგზურს მიიღებს ევროპის 2014 წლის ჩემპიონატის სამი საუკეთესო გუნდი (მონაწილეობენ - ესპანეთი, დანია, ჩეხეთი, მაკედონია, ავსტრია, ისლანდია, უნგრეთი, ნორვეგია, სერბეთი, საფრანგეთი, პოლონეთი, რუსეთი, ხორვატია, შვედეთი, ბელარუსი, მონტენეგრო). დანარჩენი 12 მონაწილე ქვეყანა გადავა მსოფლიო ჩემპიონატის პლეიოფში. მათ დაემატება გერმანია და პირველი ეტაპის 5 გამარჯვებული.

 

მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს გადმოსცემს ლიტვური არხი LRT Kultura. საყურებელი ბმული -

 

http://www.lrt.lt/mediateka/tiesiogiai/lrt-kultura

 

 

საქართველოს ნაკრები დღეს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირს პანევეჟისში, ლიტვასთან მატჩით ხსნის. დღესვე ჩვენს ჯგუფში მეორე თამაშია: ფინეთი-თურქეთი.

 

საქართველოს ნაკრები საუკეთესო შემადგენლობით შეიკრიბა და ახალი მწვრთნელის, სერბი ჯორჯე რასიჩის ხელმძღვანელობით საწვრთნელი შეკრება გაიარა თბილისსა და კიევში.

 

3 ნოემბერს თბილისში მეორე მატჩია ფინეთთან. შეხვედრა სპორტის სასახლეში, 18 საათზე დაიწყება, შესვლა თავისუფალია.

 

საკვალიფიკაციო ტურნირი იანვარში დასრულდება. გამარჯებული გავა პლეიოფში და 2014 წლის ივნისში უკვე მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის ითამაშებს. მეტოქე ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გაირკვევა (2014 წლის იანვარი, დანია).

 

მეტოქე

ლიტვა ჯგუფის ფავორიტად ითვლება. გუნდს უთამაშია 1997 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე (გავიდა მერვედფინალში) და 1998 წლის ევროპის ჩემპიონატზე (9 ადგილი 12 გუნდში). მას შემდეგ ლიტველებს ასეთი წარმატება აღარ ჰქონიათ, მაგრამ რეგულარულად გადიოდნენ შესარჩევი ტურნირის პლეიოფში (ოთხჯერ ევროპის და სამჯერ მსოფლიო ჩემპიონატის).


ბოლო შესარჩევ ტურნირში (2014 წლის ევროპის ჩემპიონატი) ლიტვა ჯგუფში მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონთან, საფრანგეთთან მოხვდა (18:27 სტუმრად, 23:25 შინ), ორივე თამაში წააგო ნორვეგიასთანაც (21:28 შ, 29:34 სტ) და მხოლოდ თურქეთს მოუგო, ისიც ერთხელ (26:27 ს, 28:23 შ).


იმ შემადგენლობიდან, რომელმაც ივნისში, საფრანგეთის წინააღმდეგ ითამაშა, დღევანდელ განაცხადში არ არის ერთერთი ლიდერი, ჩემპიონთა ლიგაში მოასპარეზე ესპანური ლა რიოხას შუამარბი, აიდენას მალაშინსკასი (1986). განაცხადში სულ 6 ლეგიონერია, უმეტესობა კი ორ ლიტვურ გუნდს, კლაიპედის დრაგუნასს და ვილნიუსის შვიეზას წარმოადგენს.


ურთიერთშეხვედრები

საქართველო და ლიტვა ორჯერ გადაეყარნენ ერთმანეთს 1994 და 1996 წლების ევროპის ჩემპიონატების შესარჩევ ტურნირში. საქართველოში არცერთი თამაში არ გამართულა. ოთხივე მატჩი მოიგო ლიტვამ - 1993 წელს 27:15 და 30:18 (ორივე მატჩი მოსკოვში გაიმართა), ხოლო 1995 წელს - 22:9 და 22:16 (ორივე მატჩი კაუნასში).


ხელბურთი. მსოფლიო ჩემპიონატის კვალიფიკაცია

ევროპის 1 ჯგუფი

 

ლიტვა - საქართველო


30 ოქტომბერი, 20:45. პანევეჟისი, Cido Arena

 

მსაჯები: ანატოლი ნოვიკოვი, რუსლან პერეპილიცი (უკრ)

 

დელეგატი: ტოივო იარვი (ესტ)

 


ლიტვა

1 არუნას ვასკევიჩუსი - შაფჰაუზენი (შვც) - მეკარე - 1973
22 აისტის პაზემეცკასი - დრაგუნასი - მეკარე - 1988
3 იონას ტრუხანოვიჩუსი - დრაგუნასი - 1993
4 როლანდას ბერნატონისი - ანაიტასუნა (ესპ) - 1986
8 აუგუსტას სტრაზდასი - ვესტ ვიენი (ავს) - 1980
9 პოვილას ბაბარსკასი - ბრეგენცი (ავს) - 1988
10 ლუკას ფეოკტისტოვასი - გრანიტასი - 1993
11 ბენას პეტრეიკისი - დრაგუნასი - 1992
17 რობერტას შვედასი - ჰარი-აფ (ჰოლ) - 1986
20 სკირმანტას პლეტა - VHC შვიესა - 1989
27 ვაიდოტას გროსასი - კრეტეი (საფ) - 1983
30 ტადას სტანკევიჩუსი - დრაგუნასი - 1990
35 ვალდას დრაბავიჩუსი - VHC შვიესა - 1990
44 ტადაშ იურელევიჩუსი - VHC შვიესა - 1990
88 მინდაუგას დუმჩუსი - დრაგუნასი - 1995
93 პაულას ორლოვსკისი - LSU ლუშისი - 1993

 

მთ. მწვრთნელი გინტარას სავუკინასი


საქართველო

22 შოთა თევზაძე - სტიინტა ბაკაუ (რუმ) - კაპიტანი, მეკარე - 1981
16 გიგა ტორონჯაძე - სტუ - მეკარე - 1989
5 გიორგი გვაზავა - სტუ - ხაზის მოთამაშე, შუამარბი - 1978
28 ლევან ბერძენიშვილი - სტუ - ხაზის მოთამაშე, შუამარბი - 1986
24 რატი მსხვილიძე - სტუ - შუამარბი, ხაზის მოთამაშე -1988
77 აკაკი ტალახაძე - უგუნდო - გამთამაშებელი - 1983
7 უჩა გამზარდია - ბათუმი - გამთამაშებელი - 1990
9 სერგო დათუკაშვილი - ას სადი (ლიბ) - შუამარბი, გამთამაშებელი - 1978
14 ირაკლი ჩიქოვანი - ტიმიშოარა (რუმ) - შუამარბი - 1989
10 ვლადიმერ რუსია - სტიინტა ბაკაუ (რუმ) - შუამარბი- 1984
23 რეზო ჭანტურია - სტრუმიცა (მკდ) - გარემარბი - 1982
15 ოთარ ამირანაშვილი - სტუ - გარემარბი - 1987
31 ილია გოგალაძე - სტუ - გარემარბი- 1986
8 ზურაბ აბრამიშვილი - სტუ - გარემარბი - 1994


მთ. მწვრთნელი ჯორჯე რასიჩი (სრბ)

მწვრთნელები ირაკლი კეკელიძე, ბექა ორჯონიკიძე

ექიმი ირაკლი ლინიკი

ოფიციალური პირები ელიზბარ არსენაშვილი, ვახტანგ მეიფარიანი

 

მსოფლიო ჩემპიონატის კვალიფიკაცია. ევროპის პირველი ეტაპი


1 ჯგუფი: ლიტვა, თურქეთი, საქართველო, ფინეთი

 

30 ოქტომბერი: ლიტვა - საქართველო, ფინეთი - თურქეთი

3 ნოემბერი: თურქეთი - ლიტვა, საქართველო-ფინეთი

2 იანვარი: ფინეთი - ლიტვა, თურქეთი - საქართველო

4-5 იანვარი: ლიტვა - ფინეთი, საქართველო - თურქეთი

8-9 იანვარი: საქართველო - ლიტვა, თურქეთი - ფინეთი

11-12 იანვარი: ლიტვა - თურქეთი, ფინეთი - საქართველო

 

2 ჯგუფი: სლოვაკეთი, რუმინეთი, კვიპროსი, იტალია

3 ჯგუფი: სლოვენია, უკრაინა, შვეიცარია, ლუქსემბურგი

4 ჯგუფი: ჰოლანდია, ისრაელი, საბერძნეთი, ბელგია

5 ჯგუფი: პორტუგალია, ბოსნია, ლატვია, ესტონეთი

 

მსოფლიო ჩემპიონატი 2015 წლის იანვარში, 24 გუნდის მონაწილეობით, იმართება ყატარში. მასპინძელი, ყატარი და მსოფლიო ჩემპიონი ესპანეთი ტურნირში შერჩევის გარეშე იასპარეზებენ. ევროპას, ესპანეთის გარდა, 12 ადგილი აქვს გამოყოფილი.

 

3 საგზურს მიიღებს ევროპის 2014 წლის ჩემპიონატის სამი საუკეთესო გუნდი (მონაწილეობენ - ესპანეთი, დანია, ჩეხეთი, მაკედონია, ავსტრია, ისლანდია, უნგრეთი, ნორვეგია, სერბეთი, საფრანგეთი, პოლონეთი, რუსეთი, ხორვატია, შვედეთი, ბელარუსი, მონტენეგრო). დანარჩენი 12 მონაწილე ქვეყანა გადავა მსოფლიო ჩემპიონატის პლეიოფში. მათ დაემატება გერმანია და პირველი ეტაპის 5 გამარჯვებული.

იხილეთ ფეისბუკზეც

https://www.facebook.com/GEONHF

 

 

საქართველოს ჩემპიონატი
2020

shmog

ქვიშის ხელბურთი
 კაცები
  1 ქუთაისი   2 გორი  3 ფაკუნდო
 ქალები
  1 ყვარელი   2 აჭარა   3 სამტრედია
 შეწყდა
                სხვ        
  BSB ბათუმი 14
13
0 1 550-378 26
 
  ქუთაისი 14
12
0 2 598-453 24
 
  იმედი სტუ 14 9 0 5 443-380 18  
  პეგასი 12     7     0     5     384-379     14    
  სპორტუნი 14     4     0     10     438-507     8    
  სამტრედია 12 4 0 8 341-408 8  
  გორი 12 3 0 9 387-494 6  
  წყალტუბო 12 0 0 12 285-407 0  

შეწყდა
          სხვ
  ყვარელი 10     9     0   1 357-242 18
  ქარიშხალა 10     9     0   1 299-258 18
  ფოთი 10     6     1   3 201-165 13
  სამტრედია 10     5     0   5 203-181 10
  აჭარა
10     4     1   5 229-203 9
  პეგასი 10     3     0   7 252-273 6
  მამული 10     3     0   7 219-267 6
  წყალტუბო 10     0     0   10 150-321 0

გოგონები 2004-05
 შეწყდა
      სხვ
  სამტრედია 15   15   0   0 391-183 30
  ყვარელი 15   14   0   1 386-221 28
  ტყიბული 15   11   0   4 298-227 22
  მამული
15   10   1   4 320-272 21
  ფოთი 15   9   1   5 254-201 19
  პეგასი 14   9   0   5 312-242 18
  BSG ბათუმი 15   8   1   6 275-237 17
  ქარიშხალა 15   6   1   8 298-301 13
  გორი 15   5   0   10 254-329 10
  წყალტუბო 14   3   0   11 191-287 6
  თელავი 14   2   0   12 231-344 4
  აჭარა 15   1   0   14 142-332 2
  ქუთაისი 13   0   0   13 16-192 0

ჭაბუკები 2004-05
შეწყდა
      სხვ  
  აჭარა 12   12   0   0 505-211 24  
  პეგასი 12   10   1   1 234-136 21  
  ფოთი 12   10   0   2 274-169 20  
  სამტრედია 12   9   0   3 287-194 18  
  წყალტუბო 12   8   0   4 261-223 16  
  ქუთაისი 12   6   1   5 200-205 13  
  ქარიშხალა 12   6   0   6 217-191 12  
  ზუგდიდი 11   4   1   6 185-189 9  
  თელავი
12   4   0   8 183-272 8  
  რუსთავი 12   3   1   8 161-233 7    
  სენაკი 12   2   0   10 147-329 4    
  ქარელი 11   1   0   10 144-208 2    
  ტყიბული 12   0   0   12 45-283 0    

გოგონები 2006-07
შეწყდა
        სხვ  
  ტყიბული
7   7   0   0   77-32 14  
  ფოთი 7   5   0   2   85-37 10  
  აჭარა 7   5   0   2   54-36 10  
  თელავი
5   4   1   0   72-20 9  
  გორი 5   4   1   0   45-27 9  
  BSG ბათუმი
7   4   0   3   48-45 8  
  ზუგდიდი 7   4   0   3   37-40 8  
  პეგასი
5   3   0   2   35-47 6  
  ქარიშხალა 5   2   0   3   46-40 4  
  წყალტუბო
7   1   1   5   48-55 3  
  მამული 5   1   0   4   20-42 2  
  სამტრედია 7   0   2   5   20-70 2  
  ქუთაისი 7   0   1   6   11-65 1  
  53 სკოლა 5   0   0   5   9-51 0  

ჭაბუკები 2006-07
 შეწყდა
სხვ
  გორი 13 9 1 3 141-101 19
  ქარიშხალა 13 9 1 3 138-76 19
  BSB ბათუმი 8 8 0 0 104-32 16
  პეგასი 13 8 0 5 113-97 16
  სამტრედია
8 7 0 1 95-55 14
  ყვარელი 13 4 0 9 78-121 8
  ქუთაისი 8 2 0 6 32-86 4
  რუსთავი 13 2 0 11 33-85 4
  აკადემია 13 0 0 13 15-108 0

მსოფლიო ჩემპიონატი 2021
კვალიფიკაცია
ბენევენტო. იტალია
10 იანვარი
საქართველო 24-29 რუმინეთი
11 იანვარი
საქართველო 28-25 იტალია
12 იანვარი
საქართველო 21-30 კოსოვო
ევროპის ჩემპიონატი 2022
პლეიოფი
16 იანვარი. სპორტის სასახლე
საქართველო 24-24 ფინეთი
19 იანვარი. რიიჰიმიაკი
ფინეთი 37-21 საქართველო




ჩვენი პარტნიორები:

Jakofm  lelo  gms  popsport  sportal