სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2020
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28 29 30 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
opacity

facebook

 

Chenel
IHF მსოფლიო ერთა ჩემპიონატი

LogoEmerg

ევროპის გოგონათა ჩემპიონატი 17წ.

Euro17W

მთავარი

სპორტკომპლექს არენაში გრძელდება საქართველოს ჩემპიონატი. დღეს მორიგი მატჩი მოიგო ქვეყნის ჩემპიონმა, ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდმა, რომელმაც თელავი დაამარცხა - 26:13.

ძალიან საინტერესო გამოდგა მეორე მატჩი. პეგასი და იმედი სადღაც 20 წუთი თანაბრად თამაშობდნენ, მაგრამ ტაიმის ბოლო 10 წუთში პეგასის მეკარე ზურაბ ცინცაძემ მოიგერია თითქმის ყველაფერი, რის შედეგადაც, მისმა გუნდმა სოლიდური უპირატესობა მოიპოვა - 22:14 შესვენებაზე.

მეორე ტაიმის დასაწყისში პეგასმა სხვაობა 10 ბურთამდე აიყვანა და თითქოს გამარჯვებულის ვინაობა ნაადრევად გაირკვა, მაგრამ, აქ უკვე იმედის მეკარის, ავთო მღებრიშვილის ჯერი დადგა. მისი სეივების სერიის შემდეგ იმედმა დევნა წამოიწყო. სხვაობა ნელ-ნელა დავიდა 3 ბურთამდე (25:28, 26:29), მაგრამ თამაშის ბოლოს ვეტერანმა ტიტე კალანდაძემ და ალეკო ცხვარაშვილმა წერტილი დაუსვეს შეხვედრას - 31:26. პეგასმა ჩემპიონატში პირველად გაიმარჯვა.

ხვალ ტური დასრულდება პეგას-თელავისა და სტუ-იმედის მატჩებით.

ხვალვე ხელბურთი გაიმართება თბილისის კიდევ ორ ასპარეზზე. იქვე, სპორტკომპლექს არენას მეორე დარბაზში (ყოფილი ქარიშხალა) ითამაშებს საქართველოში სტუმრად მყოფი სომხეთის ჭაბუკთა ნაკრები. სომხები 1996-97 წლებში დაბადებულთა გუნდით გვეწვივნენ და ხვალ, 16:00, ეთამაშებიან ჩვენს ოლიმპიურ ნაკრებს (1998-99), ზეგ მეორე მატჩი აქვთ თავის თანატოლ საქართველოს ნაკრებთან, ხოლო ტურნეს კვირას დაასრულებენ. ხვალვე გლდანის ხელბურთის დარბაზში იწყება 1998-99 წლებში დაბადებულ გოგონათა საქართველოს ჩემპიონატის მორიგი ტური.


საქართველოს ჩემპიონატი. აღმოსავლეთი ქვეჯგუფი
არენა, 14 ნოემბერი

თელავი - სტუ 13:26

თელავი: . სამიტაშვილი, წვერიკმაზაშვილი - გიგაური 5, მღებრიშვილი 3, ცისკარიშვილი 2, მაისაშვილი 2, გ. სვიმონიშვილი 1, ანდრიაშვილი, გიორგელაშვილი, . სვიმონიშვილი, . სამიტაშვილი, იაგორაშვილი ბიწკინაშვილი, ბეჟაშვილი, დიდებაშვილი

სტუ: ცერცვაძე, ხიდეშელი, ანდრიაძე - გოგოლაძე 5, ორჯონიკიძე 4, აბრამიშვილი 4, ამირანაშვილი 3, გრიშიკაშვილი 3, სურმავა 2, მსხვილიძე 2, სიმონია 1, გოგალაძე 1, სტურუა 1, ბერძენიშვილი, გვაზავა, . არსენაშვილი

მსაჯები: ელენე არაბული , ინა ჭკუასელი

პეგასი - იმედი 31:26

პეგასი: ცინცაძე, ნარსია - . ცხვარაშვილი 10, . კალანდაძე 8, კოხრეიძე 4, გელაშვილი 4, დიხამინჯია 3, აბჟანდაძე 2, ცუხიშვილი, დემეტრაშვილი, ბაძაღუა, მაისურაძე, ქუთათელაძე, ნატროშვილი, . ცხვარაშვილი, ზარნაძე

იმედი: მღებრიშვილი, ლორია, მამულაშვილი - იობაშვილი 9, ალანია 4, ბეჟანიშვილი 3, მაჭარაშვილი 3, რუსტამოვი 2, ჩიკვილაძე 2, მძელური 1, გიორგაძე 1, ჩაკვეტაძე 1, აბაშიძე, გოთოშია, თაბაგარი, . კალანდაძე

მსაჯები: გია ბროლაძე, ზურაბ ქოქოსაძე

მდგომარეობა (, , , , , )
სტუ--------------6 6 0 0 201-145 12
ბათუმი--------- 4 3  0  1  151-122 6
სამტრედია-----4  3  0  1  135-116 6
იმედი----------- 6 3  0 3 177-184 6
პეგასი---------- 6 1 2  3  182-213 4
ქუთაისი-------- 4 1  1  2  112-126 3
ჭაბუკები-------  4  0  2  2  107-115 2
თელავი--------- 6 0  1 5 137-181 1

15 ნოემბერი. 15:30 პეგასი - თელავი, 17:00 სტუ - იმედი

დასავლეთი (ბათუმი, სამტრედია, ქუთაისი, ჭაბუკთა ნაკრები) ტურს გამართავს 19-21 ნოემბერს სენაკში

ფოტო: პეგასის მეკარე ზურაბ ცინცაძე

 

საქართველოში მყოფი ხელბურთის საერთაშორისო ექსპერტი, კონგსვინგერის სახელბურთო აკადემიის პრეზიდენტი, ნორვეგიელი იგორ შესტაკოვი ამ დღეებში ასრულებს სემინარს ქართველი მწვრთნელებისთვის.

სემინარი ოლიმპიური სოლიდარობის პროგრამით გაიმართა და მასში ოცამდე ქართველმა მწვრთნელმა მიიღო მონაწილეობდა. კურსი მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ მეცადინეობებს. ხვალ, 16:30, ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართება საბოლოო შეხვედრა, რომლის დროსაც სემინარის ყველა მონაწილე მიიღებს სასწავლო კურსის პირველი დონის გავლის დამადასტურებელ სერტიფიკატს.

დღეს კი შესტაკოვს სპორტის სამინისტროში უმასპინძლეს მინისტრის მოადგილემ თამაზ თევზაძემ, სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი დოლაბერიძემ, სპორტის უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გურამ ძაგანიამ. შეხვედრას ესწრებოდნენ ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ კაკაბაძე და ხელბურთის ქართველი ექსპერტი ჯემალ ბარამიძე. საუბარი შეეხო სამომავლო თანამშრომლობას და სასწავლო კურსის გაგრძელებასაც.

ქართველ ხელბურთელებს საერთაშორისო თუ საკავშირო სარბიელზე მრავალი მნიშვნელოვანი წარმატებისთვის მიუღწევიათ. თამაზ ანთაძის, ჯემალ აბაიშვილის, იმედო ფხაკაძის, ანზორ ექსეულიძის, ალექსანდრე ანპილოგოვის, ამბერკი ტაბიძის სახელი სპეციალისტთა და გულშემატკივართა შორის დღემდე მეტად პოპულარულია, თუმცა, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ თანამემამულე ხელბურთელთაგან ყველაზე დასამახსოვრებელისახელბურთო სპექტაკლებიჯემალ ცერცვაძემ შექმნა. გამჭრიახობით, ფენომენალური ტექნიკით, თავბრუდამხვევი ფინტებითა და მოწინააღმდეგეთა მცველებისა თუ მეკარეებისთვის ამოუცნობი ტყორცნებით მან წარუშლელი კვალი დატოვა ხელბურთის შემდგომი განვითარების საქმეში, სპორტის ქომაგთა შორის განუსაზღვრელი პოპულარობით დღემდე სარგებლობს, ხოლო 1967 წლის შვედეთის მსოფლიოს პირველობაზე ნაჩვენები დიდოსტატური, არაორდინალური თამაშის შემდეგ ჯემალ ცერცვაძეხელბურთის პელედმონათლეს. ბატონი ჯემალი 1963 და 1967 წლების პლანეტის ჩემპიონატების ყველაზე ტექნიკურ მოთამაშედ დაასახელეს, სკანდინავიაში ჩატარებული მსოფლიო პირველობის შემდეგ კი ჩეხურ გამოცემაჰაზენაში” (რაც ქართულად ხელბურთს ნიშნავს) გამოქვეყნდა პლანეტის 6 უძლიერესი მოთამაშის ფოტო, მათ ზემოთ კი ჯემალ ცერცვაძის სურათი იყო წარწერით: “მსოფლიოს საუკეთესო ხელბურთელთა შორის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი”. თბილისისბურევესტნიკისლიდერი ორჯერ გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი, ოთხჯერ საკავშირო ჩემპიონატების ვერცხლის, ორჯერაც ბრინჯაოს მედლები მოიპოვა და ზედიზედ 10 პირველობის (1962-71) ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი ხდებოდა.

 

მეტად კარგ ტრადიციას დაუდო სათავე ყაზბეგის 12-ში მდებარე ტოტალიზატორმალიდერბეთმა”. ეს ორგანიზაცია ლეგენდარულ ქართველ სპორტსმენთა საღამოებს ატარებს და ამჯერად ჯემალ ცერცვაძეს უმასპინძლა. შეხვედრაზე მისულ სტუმრებს ბატონი ჯემალის დიდოსტატური ასპარეზობის ჩანაწერების კიდევ ერთხელ ხილვის საშუალება მიეცა. საღამო წარსულში ხელბურთელსა და სადღეისოდ ცნობილ ტელეწამყვან ლევან სალუქვაძეს მიჰყავდა. გამომსვლელებმა, საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ზურაბ კაკაბაძემ, ჟურნალათიანისრედაქტორმა, საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ფედერაციის თავკაცმა გიორგი გორგოძემ, გაზეთლელოსმთავარმა რედაქტორმა თენგიზ გაჩეჩილაძემ, სპორტულმა კომენტატორმა ჯამლეთ ხუხაშვილმა, სპორტის მინისტრის მოადგილე თამაზ თევზაძემ, ვეტერანმა ხელბურთელებმა იმედო ფხაკაძემ, ამბერკი ტაბიძემ, გივი შარანგიამ ბევრი საინტერესო და საგულისხმო გაიხსენეს ბატონი ჯემალის ბიოგრაფიიდან და კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი ცერცვაძის ფენომენალურ თამაშს.

შეხვედრის მიწურულს გამოითქვა თვალსაზრისი, რომ თბილისის სპორტის სასახლესთან სპორტსმენთა ვარსკვლავები გაიხსნას და პირველი პატივი წილად ჯემალ ცერცვაძეს ხვდეს. ბატონი ჯემალი ამას ნამდვილად იმსახურებს, რიგითობას რაც შეეხება, 1961 წელს სპორტის სასახლე სწორედ ხელბურთელებმა გახსნეს (საქართველოს ნაკრებმა უნგრეთისას მოუგო) და ამიტომაც ბატონი ჯემალის ვარსკვლავის პირველობა სავსებით მისაღები და მისასალმებელია.

გოჩა კაჭარავა, მსოფლიო სპორტი

ლაშა კუპრაშვილის ფოტო

მეტი ფოტო:

http://worldsport.ge/ge/page/liderbetshi-xelburtis-peles-shexvdnen

 

13 ნოემბერს, სპორტკომპლექს არენაში განახლდება საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ხელბურთში.

თბილისში ითამაშებს აღმოსავლეთი ქვეჯგუფის 4 გუნდი - სტუ, პეგასი, იმედი და თელავი. დასავლეთის ქვეჯგუფში (ბათუმი, სამტრედია, ქუთაისი, ჭაბუკთა ნაკრები) ტურს 19-21 ნოემბერს გამართავს სენაკში, რის შემდეგაც პირველი წრე დასრულდება. ჩემპიონი სამწრიანი ტურნირის შემდეგ გამოვლინდება.

ეროვნული ჩემპიონატი. სპორტკომპლექსი არენა. განრიგი

13 ნოემბერი. 15:30 სტუ - პეგასი, 17:00 იმედი - თელავი

14 ნოემბერი. 15:30 თელავი - სტუ, 17:00 პეგასი - იმედი

15 ნოემბერი. 15:30 პეგასი - თელავი, 17:00 სტუ - იმედი

მდგომარეობა

სტუ------------4 0 0 129-105 8

ბათუმი--------3 0 1 151-122 6

სამტრედია----3 0 1 135-116 6

იმედი----------2 0 2 122-133 4

ქუთაისი-------1 1 2 112-126 3

ჭაბუკები-------0 2 2 107-115 2

პეგასი----------0 2 2 124-141 2

თელავი--------0 1 3 104-126 1


სპორტკომპლექს არენაში დღეს განახლდა ეროვნული ჩემპიონატი ხელბურთში. თბილისში თამაშობს 4 გუნდი (სტუ, იმედი, პეგასი, თელავი), დანარჩენი 4 კი 19 ნოემბრიდან სენაკში შეიკრიბება.

დღის პირველ თამაშში ქვეყნის ჩემპიონმა, ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდმა  შედეგიანობაში მიმდინარე სეზონის რეკორდი დაამყარა და 46 გოლი გაუტანა პეგასს. სტუ-ში შედეგიანი  მოთამაშე 11 იყო, ხოლო ყველაზე მეტი გოლი, 9, ზურაბ სიმონიას ანგარიშზეა.

თელაველებმა პირველი ტაიმი 11:15 წააგეს იმედთან, შესვენების შემდეგ ორჯერ შეამცირეს სხვაობა, მაგრამ ბოლო 15 წუთში იმედის უფრო ახალგაზრდულმა გუნდმა იძალა - 29:20.

ხვალ თამაშობენ თელავი - სტუ, პეგასი - იმედი.

საქართველოს ჩემპიონატი. აღმოსავლეთი ქვეჯგუფი
არენა, 13 ნოემბერი

სტუ - პეგასი 46:27

სტუ: ცერცვაძე, ხიდეშელი, ანდრიაძე - სიმონია 9, სურმავა 7, ორჯონიკიძე 6, ამირანაშვილი 5, გოგოლაძე 5, ბერძენიშვილი 3, გვაზავა 3, აბრამიშვილი 3, გრიშიკაშვილი 2, მსხვილიძე 2, სტურუა 1, ლ. არსენაშვილი, გოგალაძე 

პეგასი: ცინცაძე, ნარსია - ა. ცხვარაშვილი 10, კოხრეიძე 5, ტ. კალანდაძე 4, აბჟანდაძე 2, დიხამინჯია 2, გელაშვილი 2, ცუხიშვილი 1, დემეტრაშვილი 1, ბაძაღუა, მაისურაძე, ქუთათელაძე, ნატროშვილი, ი. ცხვარაშვილი, ზარნაძე

მსაჯები: ელენე არაბული , ინა ჭკუასელი

იმედი - თელავი 29:20

იმედი: მღებრიშვილი, ლორია, მამულაშვილი - ბეჟანიშვილი 7, რუსტამოვი 5, იობაშვილი 4, მძელური 4, ალანია 2, გიორგაძე 2, ჩიკვილაძე 2, აბაშიძე 1, გოთოშია 1, თაბაგარი 1, ი. კალანდაძე მაჭარაშვილი, ჩაკვეტაძე

თელავი: ა. სამიტაშვილი, წვერიკმაზაშვილი - ანდრიაშვილი 7, გიორგელაშვილი 4, მაისაშვილი 4,  გიგაური 1, მღებრიშვილი 1, ნ. სვიმონიშვილი 1, ი. სამიტაშვილი 1, იაგორაშვილი 1 ბიწკინაშვილი, ცისკარიშვილი, ბეჟაშვილი, დიდებაშვილი    

მსაჯები: გია ბროლაძე, ზურაბ ქოქოსაძე

მდგომარეობა (თ, მ, ფ, წ, ბ, ქ)
სტუ--------------5 5  5  0  175-132 10
ბათუმი--------- 4 3  0  1  151-122  6
სამტრედია-----4  3  0  1  135-116  6
იმედი----------- 5 3  0  2  151-153  6
ქუთაისი-------- 4 1  1  2  112-126  3
ჭაბუკები-------  4  0  2  2  107-115  2
პეგასი----------  5  0  2  3  151-187   2   
თელავი--------- 5  0  1  4  124-155   1

14 ნოემბერი. 15:30 თელავი - სტუ, 17:00 პეგასი - იმედი
15 ნოემბერი. 15:30 პეგასი - თელავი, 17:00 სტუ - იმედი

დასავლეთი (ბათუმი, სამტრედია, ქუთაისი, ჭაბუკთა ნაკრები) ტურს გამართავს 19-21 ნოემბერს სენაკში

საქართველოში მყოფი ხელბურთის საერთაშორისო ექსპერტი, კონგსვინგერის სახელბურთო აკადემიის პრეზიდენტი, ნორვეგიელი იგორ შესტაკოვი ამ დღეებში ასრულებს სემინარს ქართველი მწვრთნელებისთვის.

 

სემინარი ოლიმპიური სოლიდარობის პროგრამით გაიმართა და მასში ოცამდე ქართველმა მწვრთნელმა მიიღო მონაწილეობდა. კურსი მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ მეცადინეობებს. ხვალ, 16:30, ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართება საბოლოო შეხვედრა, რომლის დროსაც სემინარის ყველა მონაწილე მიიღებს სასწავლო კურსის პირველი დონის გავლის დამადასტურებელ სერტიფიკატს.

 

 

დღეს კი შესტაკოვს სპორტის სამინისტროში უმასპინძლეს მინისტრის მოადგილემ თამაზ თევზაძემ, სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი დოლაბერიძემ, სპორტის უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გურამ ძაგანიამ. შეხვედრას ესწრებოდნენ ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ კაკაბაძე და ხელბურთის ქართველი ექსპერტი ჯემალ ბარამიძე. საუბარი შეეხო სამომავლო თანამშრომლობას და სასწავლო კურსის გაგრძელებასაც.

 

ფოტოზე: ირაკლი დოლაბერიძე, თამაზ თევზაძე, იგორ შესტაკოვი, ჯემალ ბარამიძე, გურამ ძაგანია, ზურაბ კაკაბაძე

 

საქართველოს ჩემპიონატი
2020

shmog

ქვიშის ხელბურთი
 კაცები
  1 ქუთაისი   2 გორი  3 ფაკუნდო
 ქალები
  1 ყვარელი   2 აჭარა   3 სამტრედია
 შეწყდა
                სხვ        
  BSB ბათუმი 14
13
0 1 550-378 26
 
  ქუთაისი 14
12
0 2 598-453 24
 
  იმედი სტუ 14 9 0 5 443-380 18  
  პეგასი 12     7     0     5     384-379     14    
  სპორტუნი 14     4     0     10     438-507     8    
  სამტრედია 12 4 0 8 341-408 8  
  გორი 12 3 0 9 387-494 6  
  წყალტუბო 12 0 0 12 285-407 0  

შეწყდა
          სხვ
  ყვარელი 10     9     0   1 357-242 18
  ქარიშხალა 10     9     0   1 299-258 18
  ფოთი 10     6     1   3 201-165 13
  სამტრედია 10     5     0   5 203-181 10
  აჭარა
10     4     1   5 229-203 9
  პეგასი 10     3     0   7 252-273 6
  მამული 10     3     0   7 219-267 6
  წყალტუბო 10     0     0   10 150-321 0

გოგონები 2004-05
 შეწყდა
      სხვ
  სამტრედია 15   15   0   0 391-183 30
  ყვარელი 15   14   0   1 386-221 28
  ტყიბული 15   11   0   4 298-227 22
  მამული
15   10   1   4 320-272 21
  ფოთი 15   9   1   5 254-201 19
  პეგასი 14   9   0   5 312-242 18
  BSG ბათუმი 15   8   1   6 275-237 17
  ქარიშხალა 15   6   1   8 298-301 13
  გორი 15   5   0   10 254-329 10
  წყალტუბო 14   3   0   11 191-287 6
  თელავი 14   2   0   12 231-344 4
  აჭარა 15   1   0   14 142-332 2
  ქუთაისი 13   0   0   13 16-192 0

ჭაბუკები 2004-05
შეწყდა
      სხვ  
  აჭარა 12   12   0   0 505-211 24  
  პეგასი 12   10   1   1 234-136 21  
  ფოთი 12   10   0   2 274-169 20  
  სამტრედია 12   9   0   3 287-194 18  
  წყალტუბო 12   8   0   4 261-223 16  
  ქუთაისი 12   6   1   5 200-205 13  
  ქარიშხალა 12   6   0   6 217-191 12  
  ზუგდიდი 11   4   1   6 185-189 9  
  თელავი
12   4   0   8 183-272 8  
  რუსთავი 12   3   1   8 161-233 7    
  სენაკი 12   2   0   10 147-329 4    
  ქარელი 11   1   0   10 144-208 2    
  ტყიბული 12   0   0   12 45-283 0    

გოგონები 2006-07
შეწყდა
        სხვ  
  ტყიბული
7   7   0   0   77-32 14  
  ფოთი 7   5   0   2   85-37 10  
  აჭარა 7   5   0   2   54-36 10  
  თელავი
5   4   1   0   72-20 9  
  გორი 5   4   1   0   45-27 9  
  BSG ბათუმი
7   4   0   3   48-45 8  
  ზუგდიდი 7   4   0   3   37-40 8  
  პეგასი
5   3   0   2   35-47 6  
  ქარიშხალა 5   2   0   3   46-40 4  
  წყალტუბო
7   1   1   5   48-55 3  
  მამული 5   1   0   4   20-42 2  
  სამტრედია 7   0   2   5   20-70 2  
  ქუთაისი 7   0   1   6   11-65 1  
  53 სკოლა 5   0   0   5   9-51 0  

ჭაბუკები 2006-07
 შეწყდა
სხვ
  გორი 13 9 1 3 141-101 19
  ქარიშხალა 13 9 1 3 138-76 19
  BSB ბათუმი 8 8 0 0 104-32 16
  პეგასი 13 8 0 5 113-97 16
  სამტრედია
8 7 0 1 95-55 14
  ყვარელი 13 4 0 9 78-121 8
  ქუთაისი 8 2 0 6 32-86 4
  რუსთავი 13 2 0 11 33-85 4
  აკადემია 13 0 0 13 15-108 0

მსოფლიო ჩემპიონატი 2021
კვალიფიკაცია
ბენევენტო. იტალია
10 იანვარი
საქართველო 24-29 რუმინეთი
11 იანვარი
საქართველო 28-25 იტალია
12 იანვარი
საქართველო 21-30 კოსოვო
ევროპის ჩემპიონატი 2022
პლეიოფი
16 იანვარი. სპორტის სასახლე
საქართველო 24-24 ფინეთი
19 იანვარი. რიიჰიმიაკი
ფინეთი 37-21 საქართველო




ჩვენი პარტნიორები:

Jakofm  lelo  gms  popsport  sportal