სიახლეების კალენდარი

სექტემბერი 2020
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1 2 3 4
opacity

facebook

 

Chenel
IHF მსოფლიო ერთა ჩემპიონატი

LogoEmerg

ევროპის გოგონათა ჩემპიონატი 17წ.

Euro17W

მთავარი

გაირკვა რეზო ჭანტურიას კლუბის, სტრუმიცას მეტოქეები ევროპის ხელბურთის ფედერაციის თასზე; შოთა თევზაძისა და ვლადიმერ რუსიას გუნდმა რუმინეთის ჩემპიონატის პირველი წრე მესამე ადგილზე დაასრულა; რატი მსხვილიძე, შესაძლოა, ტრაბზონსფორში გადავიდეს, 6 დეკემბერს კი სერბეთში იწყება ქალთა მსოფლიო ჩემპიონატი ხელბურთში.

ზომიმაკ-სტრუმიცამ მესამე ეტაპი დანიურ ორჰუსთან წარმატებით გაიარა და მოხვდა ჯგუფურ სტადიაზე, სადაც მისი მეტოქეები იქნებიან ფრანგული მონპელიე, დანიური სკიერნი და პორტუგალიის სპორტინგი. თამაშები ორ წრედ გაიმართება თებერვალ-მარტში, ხოლო მეოთხედფინალში ჯგუფიდან 2-2 გუნდი გადის. მაკედონიის ჩემპიონატში სტრუმიცას 11 თამაშიდან 11 მოგება აქვს და 33 ქულით ლიდერობს.

რუმინეთის პირველობაზე დასრულდა პირველი წრე. შტიინცა ბაკეუმ, შოთა თევზაძითა და ვლადიმერ რუსიათი, გამოტოვებული მატჩი სტუმრად მოუგო სტიაუას 39:34 და მესამე ადგილზეა. რუსიას გოლი არ გაუტანია. საშობაო არდადაგებამდე რუმინეთში კიდევ ორი ტური გაიმართება, რის შემდეგაც თევზაძე, რუსია და ტიმიშოარას ლიდერი, ირაკლი ჩიქოვანი საქართველოს ნაკრებს შეუერთდებიან. ნაკრები 20-დან 25 დეკემბრამდე თბილისში მოემზადება, შემდეგ ისრაელში გამართავს შეკრებასა და საწვრთნელ მატჩს, 2 იანვარს კი ანკარაში ეთამაშება თურქეთს მსოფლიო ჩემპიონატის კვალიფიკაციის მესამე ტურში.

თურქეთის ჩემპიონატში, ტრაბზონსფორში ახლახან გადასულ მეკარეს, გიგა ტორონჯაძეს მალე შეიძლება საქართველოს ნაკრების მეორე მოთამაშე, რატი მსხვილიძეც შეუერთდეს. კლუბსა და ხელბურთელს შორის ამჟამად მოლაპარაკება მიმდინარეობს. ტრაბზონი თურქეთის 14-გუნდინ ჩემპიონატში მეათე ადგილზეა 8 თამაშიდან 3 მოგებით, უახლოესი მატჩი აქვს 17 დეკემბერს და ლიდერს, ბეშიქთაშს ეთმაშება.

და ბოლოს, 6 დეკემბერს სერბეთში იწყება ქალთა მსოფლიო ჩემპიონატი. პირველ დღეს ერთი მატჩია. სერბეთი ხვდება იაპონიას.

ხელბურთი. ფედერაციის თასის წილისყრა. ჯგუფური ეტაპი, კაცები. A ჯგუფი: ჰანოვერი (გერ), ლეონი (ესპ), ლუგი (შვდ), ჩურგუი (უნგ) - B ჯგუფი: მონპელიე (საფ), სკიერნი (დან), სტრუმიცა (მკდ), სპორტინგი (პორ) – C ჯგუფი: სეგედი (უნგ), ტატრან პრეშოვი (სლკ), ნანტი (საფ), კრისტიანსტადი (შვდ) – D ჯგუფი: ფუხსე ბერლინი (გერ), კონსტანცა (რუმ), შამბერი (საფ), ჰლოჰოვეცი (სლკ)

რუმინეთის ჩემპიონატი. პირველი წრის შემდეგ: 1. კონსტანცა 29, 2. პოტაისა ტურდა 29, 3. შტიინცა ბაკეუ 25, 4. დინამო ბუქარესტი 23, 5. პანდური 21, 6. ოდორეი 18, 7. პოლი ტიმიშოარა 12, 8. სტიაუა 12, 9. ბაია მარე 10, 10. კარას სევერინი 7, 11. ბუკოვინა 4, 12. CSM ბუქარესტი 3

 

ქალთა მსოფლიო ჩემპიონატი სერბეთში. 6-22 დეკემბერი. A ჯგუფი: მონტენეგრო (ევროპის ჩემპიონი), ჰოლანდია, კონგო, კორეა, საფრანგეთი, დომინიკელთა რესპუბლიკა - B ჯგუფი: დანია, ბრაზილია, სერბეთი, იაპონია, ჩინეთი, ალჟირი - C ჯგუფი: ნორვეგია (ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონი), პოლონეთი, ანგოლა, ესპანეთი, არგენტინა, პარაგვაი - D ჯგუფი: უნგრეთი, გერმანია, რუმინეთი, ჩეხეთი, ტუნისი, ავსტრალია. 6 დეკემბერს, 21:00 სერბეთი - იაპონია. მერვედფინალში გადის 4-4 გუნდი

 

ფოტო: რეზო ჭანტურია ორჰუსთან მატჩში

სენაკში დაიწყო საქართველოს ჩემპიონატის მეორე წრე 1998-99 წლებში დაბადებული ბიჭების დასავლეთ ლიგაში.

6 დეკემბერს უნდა გამოვლინდეს დასავლეთის ჩემპიონი, პრიზიორები და მეორე ეტაპზე გამსვლელი 3 გუნდი. დღეს 2 თამაში მოიგო შეჯიბრების ლიდერმა, ფოთის გუნდმა - მათ დაამარცხეს წყალტუბო (20:19) და ქუთაისი (29:19). ფოთელთა მდევარმა, სამტრედიამ მოუგო ბათუმს - 30:21, ხოლო ქუთაისმა დაამარცხა ზუგდიდი - 22:19. ცენტრალური, ფოთისა და სამტრედიის თამაში 6 დეკემბერს გაიმართება.

უკვე გაირკვა გამარჯვებულთ სამეული აღმოსავლეთის ლიგაში - თელავი, გორი, ყვარელი. თბილისის ლიგაში მეორე წრე 10-14 დეკემბერს გაიმართება. 3-3 პრიზიორი და საუკეთესო მეოთხე ადგილი ასპარეზობას 0 ქულიდან გააგრძელებენ და ერთწრიან ტურნირში გამოავლენენ ექვსეულს, რომელიც საქართველის ჩემპიონობისთვის იბრძოლებს.

თამაშების პირდაპირი სტრიმინგი ეწყობა ფედერაციის ვებგვერდსა http://geohandball.ge/ და მაივიდეოზე: http://www.myvideo.ge/live/geohandball2012

საქართველოს ჩემპიონატი

ბიჭები, 1998-99 . დასავლეთი. მეორე წრე, სენაკი

4 დეკემბერი

წყალტუბო - ფოთი 19:20

ქუთაისი - ზუგდიდი 22:19

ბათუმი - სამტრედია 21:30

ფოთი - ქუთაისი 29:19

მდგომარეობა

ფოთი 14 ქულა (7 თამაშიდან), სამტრედია 10 (6), ზუგდიდი 6 (6) / წყალტუბო 4 (6) / ქუთაისი 4 (7), ბათუმი 0 (6)

5 დეკემბერი

11:00 ზუგდიდი - ფოთი

12:20 სამტრედია - ქუთაისი

13:40 ბათუმი - წყალტუბო

15:00 ზუგდიდი- სამტრედია

16:20 ქუთაისი - წყალტუბო

17:40 ფოთი - ბათუმი

 

თბილისი. მეორე ტური - 10-14 დეკემბერს

ქარიშხალა 9 ქ, პეგასი 9, მამული 6 / იმედი 4 / შევარდენი 2, ქარელი 0

აღმოსავლეთი. საბოლოო

1. თელავი 16 ქ (+2) 2. გორი 16 (+1) 3. ყვარელი 16 (-3), / 4. რუსთავი 8 / 5. ახაშენი 2 6. ლაგოდეხი 2

მეორე ეტაპზე გადის 3-3 საუკეთესო გუნდი და საუკეთესო 4 ადგილი

სენაკში მიმდინარე საქართველოს ჩემპიონატში 1998-99 წლებში დაბადებულ ბიჭებს შორის, დღეს, ზუგდიდის გუნდმა ორი მცირე სენსაცია მოახდინა.

ზუგდიდელებმა ჯერ დაამარცხეს ლიდერი, ფოთი - 21:16, შემდეგ კი მეორე ადგილზე მყოფი სამტრედიაც - 24:21. შედეგად, ზუგდიდმა თითქმის გაინაღდა დასავლეთი ზონის მესამე პრიზიორობა და მეორე ეტაპზე გასვლაც. მესამე ადგილის თეორიული შანსი წყალტუბოსაც დარჩა, ხოლო ზუგდიდს მეორის დაკავებაც შეუძლია.

დასავლეთი ლიგის ჩემპიონის ვინაობა კი ხვალ გამოვლინდება. ფოთის გუნდი ისევ ლიდერობს, მაგრამ პირველობის შანსი დარჩა სამტრედიასაც. ამისათვის სამტრედიელებმა ჯერ წყალტუბო უნდა დაამარცხონ, შემდეგ კი, ტურის ბოლო მატჩში, ფოთის ძლევაც მართებთ 6-ბურთიანი სხვაობით, რადგანაც პირველ წრეში 16:21 წააგეს უშუალო კონკურენტთან.

10-14 დეკემბერს უკვე თბილისის ლიგის გუნდები გამართავენ მეორე წრეს, რის შემდეგაც საბოლოდ გამოვლინდება მეორე ეტაპის ყველა მონაწილე. 10 გუნდი 0 ქულიდან გააგრძელებს და ერთწრიან ტურნირში გაარკვევს ექვსეულს, რომელიც საქართველის ჩემპიონობისთვის იბრძოლებს.

საქართველოს ჩემპიონატი

ბიჭები, 1998-99 . დასავლეთი. მეორე წრე, სენაკი

5 დეკემბერი

ზუგდიდი - ფოთი 21:16

სამტრედია - ქუთაისი 21:17

ბათუმი - წყალტუბო 16:20

ზუგდიდი- სამტრედია 24:21

ქუთაისი - წყალტუბო 29:15

ფოთი - ბათუმი 31:19

მდგომარეობა

ფოთი 16 ქულა (9 თამაშიდან), სამტრედია 12 (8), ზუგდიდი 10 (8) / ქუთაისი 6 (9) / წყალტუბო 6 (8), ბათუმი 0 (8)

6 დეკემბერი

10:00 ბათუმი - ზუგდიდი

11:00 სამტრედია - წყალტუბო

12:00 ბათუმი - ქუთაისი

13:15 წყალტუბო - ზუგდიდი

14:30 სამტრედია - ფოთი

15:45 დასავლეთი ლიგის პრიზიორების დაჯილდოება

თბილისი. მეორე ტური - 10-14 დეკემბერს

ქარიშხალა 9 ქ, პეგასი 9, მამული 6 / იმედი 4 / შევარდენი 2, ქარელი 0

აღმოსავლეთი. საბოლოო

1. თელავი 16 ქ (+2) 2. გორი 16 (+1) 3. ყვარელი 16 (-3), / 4. რუსთავი 8 / 5. ახაშენი 2 6. ლაგოდეხი 2

მეორე ეტაპზე გადის 3-3 საუკეთესო გუნდი და საუკეთესო 4 ადგილი


უკრაინიდან დაბრუნდა საქართველოს გოგონათა ნაკრები. გუნდმა ითამაშა ქალაქ ბროვარის საერთაშორისო ტურნირზე და გამართა ორი ამხანაგური მატჩი. ბოლო თამაშში ქართველებმა დაამარცხეს ბროვარის ოლიმპიური რეზერვის სკოლის თანატოლები - 27:21.

გვესაუბრება ნაკრები მთავარი მწვრთნელი, უკრაინელი მაია კარბუნარი, რომელიც თავის დროზე საკმაოდ ცნობილი ხელბურთელი იყო თავის ქვეყანაში და სახელგანთქმულ კიევის სპარტაკში თამაშობდა.

მაია კარბუნარი: - ტურნეთი ძალიან კმაყოფილი ვარ. ეს იყო პირველი საერთაშორისო ტურნირი ჩვენი გუნდისთვის და უკრაინაში არ ელოდნენ რომ საქართველო საკმაოდ ძლიერი გუნდით ჩავიდოდა. ისეთ კომპონენტებში, როგორიცაა მონდომება, ბრძოლისუნარიანობა, აზარტი, მოტივაცია, ყველაფერი რიგზე იყო და ამ მხრივ ყველა გუნდს შორის გამოვირჩეოდით. კმაყოფილი ვარ ფიზიკური მომზადებითაც. მეტი უნდა ვიმუშაოთ ტექნიკაზე და სათამაშო აზროვნებაზე. ამ მხრივ მოსამატებელი გვაქვს.

მოვიგეთ ორი ამხანაგური მატჩი ჩვენს თანატოლებთან, ბროვარის ოლიმპიური სკოლის გუნდთან. ეს ფაქტიურად უკრაინის ნაკრებია, სადაც შეკრებილნი არიან გოგონები თითქმის მთელი ქვეყნიდან - ისინი მთელი წლის განმავლობაში ერთად ვარჯიშობენ და ერთად სწავლობენ. ასეთივე პრინციპითაა შედგენილი ბელარუსის ნაკრები, რომელიც სპეციალური პროგრამით ემზადება თბილისის 2015 წლის ოლიმპიური ფესტივალისთვის.

ბელარუსთან მხოლოდ საკუთარი შეცდომების გამო წავაგეთ. ნორმალურად ვითამაშეთ პირველი ტაიმი, ვაგებდით ცოტათი, მაგრამ მეორე ტაიმში დავუშვით უამრავი ელემენტარული შეცდომა, ძირითადად, ბურთის გადაცემაში. ამას ორი მიზეზი აქ - ჯერ ერთი, უცხოეთში უფრო მეტ ხელის წებოს ხმარობენ, რაც ბურთის დაჭერას აადვილებს, მაგრამ პასის მიცემა უფრო ძნელია და მეორე, როგორც გითხარით, ჩვენი ხელბურთელების საბაზისო ტექნიკა გამოსასწორებელი და გასაუმჯობესებელია. ეს ეხება პასს, კარში ტყორცნას, მეკარისა თუ გარემარბების სპეციფიურ თამაშს.

ზაპოროჟიეს გუნდი შეჯიბრებაში ბოლო მომენტში, აზერბაიჯანელების ნაცვლად ჩაება, რის გამოც მათ 1996 და 1997 წლებში დაბადებული რამდენიმე მოთამაშე ჰყავდათ. უკრაინის ნაკრები იგივე ბროვარის გუნდი იყო, 1997 წელს დაბადებული რამდენიმე გოგონათი გაძლიერებული. ისინი ჩვენზე ბევრად მაღლები იყვნენ, თუმცა, სიმაღლეში ბელარუსის, ჩვენი თანატოლების ნაკრებიც გვჯობდა.

ჩვენი გუნდით, როგორც გითხარით, კმაყოფილი ვარ. გუნდის ლიდერი იყო თათია გადელია. ძალიან აზარტული და მებრძოლი გოგოა მაია ბერიძე. თუ ტყორცნის ტექნიკას გააუმჯობესებს, კარგი ინსაიდი დადგება ნინო გაბისონია, ისევე როგორც სოფი ნარიმანიძე, რომელსაც თავდაჯერება აკლია და დაცვაშიც მოისუსტებს. ქეთევან ვენეცკი, პირიქით, დაცვაშია ძლიერი, კმაყოფილი ვარ ხაზის ორივე მოთამაშით, ჩოხელითა და ჯაღათაშვილით, არაუშავდა გარემარბ ღვალაძეს, ბევრჯერ გადაგვარჩინა მეკარე ჯავახიამ, რომელსაც ასევე აქვს ტექნიკა გასაუმჯობესებელი. შემიძლია ყველა ჩამოვთვალო და ყველას მიმართ ვთქვა, რომ, თამაშის მომატების დიდი პოტენციალი აქვს. აუცილებლად დავიმატებთ რამდენიმე გოგონას ყვარლის გუნდიდანაც, რითაც კონკურენცია გაიზრდება. ჯამში, 2015 წლის ოლიმპიურ ფესტივალამდე თითქმის ორი წელი გვაქვს და იმ დროისთვის უკვე ძლიერი გუნდი უნდა გვყავდეს.

საქართველო (15წ) - ბროვარი (15წ) 27:21

საქართველო: ქრისტინე ჯავახია (ფოთი), თინათინ ყაველაშვილი (პეგასი) - თათია გადელია (ფოთი) 5, თეონა ჯაღათაშვილი (მამული) 5, ანა ყველაშვილი (მამული) 4, ქრისტინე ღვალაძე (მამული) 3, მედეა ჩოხელი (პეგასი) 2, თამარ გიორგაძე (მამული) 2, ნინო გაბისონია (მამული) 2, სოფი ნარიმანიძე (მამული) 2, ნინო სიხარულიძე (ფოთი) 2, მაია ბერიძე (პეგასი), თამარ ჩოგოვაძე (პეგასი), ქეთი ვენეცკი (პეგასი) - მთ. მწვრთნელი მაია კარბუნარი, მწვრთნელი ელისო ჟურულიშვილი

დანარჩენი მატჩები უკრაინაში: ბროვარი (15წ) 29:23, ბელარუსი (15წ) 19:27, ზაპოროჟიე (17წ) 15:26, უკრაინა (16წ) 18:25


უკრაინაში ახლახან დასრულებულ საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს გოგონათა ნაკრებში საუკეთესო იყო თათია გადელია, რისთვისაც სპეციალური პრიზიც მიიღო. მან ქალაქ ბროვარიში, 3 ოფიციალურ და 2 ამხანაგურ მატჩში 31 გოლი გაიტანა.

 

თათია გადელია ფოთელია, 15 წლისაა. 11 წლისამ დაიწყო ხელბურთში ვარჯიში დარეჯან გეფერიძესთან, მაგრამ, ერთი ხანობა მძლეოსნობაზე გადავიდა.

- დროებით გადამიყვანეს. დარეჯან გეფერიძემ მირჩია მძლეოსნობაშ ვარჯიში ფიზიკური კონდიციების გასაუმჯობესებლად. ამის გამო მომიხდა თბილისში, ბებიასთან გადმოსვლა. ბებიაჩემი, მანანა ალანია ძველი ხელბურთელია, მეკარე, და მისი ხათრით ავირჩიე ხელბურთი. კალათბურთის ჯგუფიც არის ფოთში, მაგრამ კალათბურთი არ მიყვარს. შარშან, მთელი 6 თვე მარტო მძლეოსნობაში ვვარჯიშობდი და დეკემბერში პირდაპირ საქართველოს ჩემპიონატზე ვითამაშე. თავდაპირველად შუბის ტყორცნაში დამიპირეს ვარჯიში, რათა ტყორცნის ძალა მომმატებოდა, მაგრამ მერე სირბილზე გადავედი. შედეგად ძალიან მოვუმატე სისწრაფეს და ნახტომს.

- უკრაინაში პირველი საერთაშორისო ტურნირი გქონდათ...

- ტურნირი კი. შარშან ბაქოში ვიყავით ამხანაგური მატჩების სათამაშოდ. ჩვენს ტოლებს სამივე მატჩი მოვუგეთ, ორი წლით უფროსებთან დავმარცხდით. უკრაინაში წასვლის წინ ცოტათი გვეშინოდა, არ ვიცოდით ჩვენი ნამდვილი ძალა, მაგრამ მივდიოდით საბრძოლველად. ჩვენს თანატოლებს, ბროვარის გუნდს ორივე თამაში მოვუგეთ, წავაგეთ ბელარუსებთან და ცოტათი უფროს უკრაინელებთან. აღმოჩნდა, რომ ყველასთან შეგვიძლია თამაში და მოგებაც, თუ მოვუმატებთ.

- აპირებ, რომ ხელბურთს ბოლომდე მიყვე?

- აუცილებლად. თავიდან გოგონები ისე, გასართობად დავდიოდით ხელბურთზე. მერე, უკვე ნაკრებში რომ მოვხვდით, მოტივაცია და მეტი ინტერესი გაგვიჩნდა. თუმცა, სკოლის დამთავრების შემდეგ იურიდიულ ფაკულტეტზეც მინდა ჩაბარება.

- მაგ დროისთვის უკვე ბევრი გექნება ნათამაშევი. 2015 წლიდან ყოველწლიურად მოგიწევთ ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატებში გამოსვლა. დავუშვათ, უცხოეთის რომელიმე კლუბიდან მიიღე მიწვევა, იურისტობას რას უზამ?

-სწავლას და იურისტობას და მერეც მოვახერხებ. რა თქმა უნდა, დავთანხმდები. სპორტული კარიერის დასრულების შემდეგაც შეიძლება ყველაფრის მოსწრება. ხელბურთის თამაში ძალიან მინდა. ცალკე ნაკრები და ფოთის გუნდშიც მინდა წარმატების მიღწევა. პირველ წრეში თბილისის მამულთან 2 ბურთით წავაგეთ, მაგრამ აუცილებლად ვიბრძოლებთ ჩემპიონობისთვის.

 

სომხეთიდან გამარჯვებით დაბრუნებულმა საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა ხელბურთის ფედერაციაში დღეს პრესკონფერენცია გამართა.

1996-97 წლებში დაბადებულთა გუნდმა ერევანში სომხეთის პრემიერ მინისტრის თასზე დაამარცხა რუსეთის ნაკრები ( 33:28) უკრაინა (33:28) და სომხეთი (32:21) და პირველი ადგილი დაიკავა. მთავარ ჯილდოსთან ერთად გუნდს კიდევ 4 პრიზი ერგო - საუკეთესო ბომბარდირი გახდა თემურ ორჯონიკიძე (36 გოლი), ორჯონიკიძემ, ალექსანდრე ცხვარაშვილმა და მეკარე ზურაბ ცინცაძემ კი თავ-თავიანთ სათამაშო პოზიციებზე საუკეთესო ხელბურთელის ჯილდო მოიპოვეს.

ტიტე კალანდაძე, მთავარი მწვრთნელი: - ჩვენი გუნდისთვის ეს ფაქტიურად პირველი ტურნირი იყო. ბოლო თამაშის წინ ფავორიტებად რუსები ითვლებოდნენ. მათ გაცილებით დიდი სხვაობით დაამარცხეს მეტოქეები, მაგრამ ჩვენ მეორე მატჩში, სომხეთთან ძალები დავზოგეთ და რუსეთან საბრძოლველად მოვემზადეთ. ფიზიკურად მეტოქე ჩვენზე ძლიერი იყო, რამდენიმე ორმეტრიანი მოთამაშეც ჰყავდათ, მაგრამ თამაშმა გვანახა, რომ სწორი ტაქტიკითა და შემართებით ხელბურთში ყველასთან გამარჯვება შეიძლება. ძალიან კარგად ითამაშეს შეტევის ლიდერებმა ორჯონიკიძემ და ცხვარაშვილმა, გამოვყოფ დაცვასაც: მეკარე ცინცაძეს, კოხრეიძესა და დემეტრაშვილს. ამ მოგებამ ძალიან კარგი განწყობა შეგვიქმნა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისთვის. მეტოქეები ძლიერი გვყავს - ხორვატია მასპინძელია და სახელბურთო ქვეყანაა, მაკედონიაში მე თავად მითამაშია 3 სეზონი და ვიცი, რომ იქ ხელბურთი პირველი სპორტია, ჰოლანდიაშიც საკმაოდ განვითარდა ეს სახეობა, მაგრამ, ჩვენ ფინალური ეტაპის საგზურისთვის საბრძოლველად წავალთ.

ვახტანგ ბერიაშვილი, დელეგაციის ხელმძღვანელი: - მწვრთნელებმა სწორი ტაქტიკა შეარჩიეს რუსეთთან მატჩისთვის. მთავარი იყო, რომ რუსეთისთვის სწრაფი შეტევის საშუალება არ მიგვეცა, რაც მოვახერხეთ კიდეც. თავიდან ბოლომდე ვლიდერობდით, დარბაზი ძალიან გვიჭერდა მხარს, მაგრამ დადგა მომენტი, როცა რუსები 3 ბურთამდე წამოგვეწივნენ და ამ მომენტში 2 ძალიან მნიშვნელოვანი გოლი გაიანა გარემარბმა ირაკლი გოგოლაძემ. ჯილდო თავად სომხეთის პრემიერ მინისტრმა, ტიგრან სარგსიანმა გადმოგვცა.

პრესკონფერენციას ესწრებოდნენ ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ კაკაბაძე და სპორტის მინისტრის მოადგილე თამაზ თევზაძე.

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ტიტე კალანდაძისა და გიორგი გვაზავას ხელმძღვანელობით ემზადება ევროპის 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისთვის, რომელიც 10-12 იანვარს გაიმართება ხორვატიაში. 10 იანვარს ვეთამაშებით ჰოლანდიას, 11 იანვარს - ხორვატიას და 12 იანვარს - მაკედონიას. ფინალურ ტურნირზე ჯგუფიდან 2 გუნდი გადის.

ტურნირის ფოტოები:

https://www.facebook.com/media/set/?set=a.389456674521108.1073741893.153041141495997&type=1

პრესკონფერენციის ფოტოები:

https://www.facebook.com/media/set/?set=a.389803834486392.1073741894.153041141495997&type=1

საქართველოს ჩემპიონატი
2019-2020

shmog

 4 მარტი
                სხვ        
  BSB ბათუმი 14
13
0 1 550-378 26
 
  ქუთაისი 14
12
0 2 598-453 24
 
  იმედი სტუ 14 9 0 5 443-380 18  
  პეგასი 12     7     0     5     384-379     14    
  სპორტუნი 14     4     0     10     438-507     8    
  სამტრედია 12 4 0 8 341-408 8  
  გორი 12 3 0 9 387-494 6  
  წყალტუბო 12 0 0 12 285-407 0  

 21 თებ.
          სხვ
  ყვარელი 10     9     0   1 357-242 18
  ქარიშხალა 10     9     0   1 299-258 18
  ფოთი 10     6     1   3 201-165 13
  სამტრედია 10     5     0   5 203-181 10
  აჭარა
10     4     1   5 229-203 9
  პეგასი 10     3     0   7 252-273 6
  მამული 10     3     0   7 219-267 6
  წყალტუბო 10     0     0   10 150-321 0

გოგონები 2004-05
 1 მარტი
      სხვ
  სამტრედია 15   15   0   0 391-183 30
  ყვარელი 15   14   0   1 386-221 28
  ტყიბული 15   11   0   4 298-227 22
  მამული
15   10   1   4 320-272 21
  ფოთი 15   9   1   5 254-201 19
  პეგასი 14   9   0   5 312-242 18
  BSG ბათუმი 15   8   1   6 275-237 17
  ქარიშხალა 15   6   1   8 298-301 13
  გორი 15   5   0   10 254-329 10
  წყალტუბო 14   3   0   11 191-287 6
  თელავი 14   2   0   12 231-344 4
  აჭარა 15   1   0   14 142-332 2
  ქუთაისი 13   0   0   13 16-192 0

ჭაბუკები 2004-05
 11 თებ.
      სხვ  
  აჭარა 12   12   0   0 505-211 24  
  პეგასი 12   10   1   1 234-136 21  
  ფოთი 12   10   0   2 274-169 20  
  სამტრედია 12   9   0   3 287-194 18  
  წყალტუბო 12   8   0   4 261-223 16  
  ქუთაისი 12   6   1   5 200-205 13  
  ქარიშხალა 12   6   0   6 217-191 12  
  ზუგდიდი 11   4   1   6 185-189 9  
  თელავი
12   4   0   8 183-272 8  
  რუსთავი 12   3   1   8 161-233 7    
  სენაკი 12   2   0   10 147-329 4    
  ქარელი 11   1   0   10 144-208 2    
  ტყიბული 12   0   0   12 45-283 0    

გოგონები 2006-07
 23 თებ.
        სხვ  
  ტყიბული
7   7   0   0   77-32 14  
  ფოთი 7   5   0   2   85-37 10  
  აჭარა 7   5   0   2   54-36 10  
  თელავი
5   4   1   0   72-20 9  
  გორი 5   4   1   0   45-27 9  
  BSG ბათუმი
7   4   0   3   48-45 8  
  ზუგდიდი 7   4   0   3   37-40 8  
  პეგასი
5   3   0   2   35-47 6  
  ქარიშხალა 5   2   0   3   46-40 4  
  წყალტუბო
7   1   1   5   48-55 3  
  მამული 5   1   0   4   20-42 2  
  სამტრედია 7   0   2   5   20-70 2  
  ქუთაისი 7   0   1   6   11-65 1  
  53 სკოლა 5   0   0   5   9-51 0  

ჭაბუკები 2006-07
 1 მარტი
სხვ
  გორი 13 9 1 3 141-101 19
  ქარიშხალა 13 9 1 3 138-76 19
  BSB ბათუმი 8 8 0 0 104-32 16
  პეგასი 13 8 0 5 113-97 16
  სამტრედია
8 7 0 1 95-55 14
  ყვარელი 13 4 0 9 78-121 8
  ქუთაისი 8 2 0 6 32-86 4
  რუსთავი 13 2 0 11 33-85 4
  აკადემია 13 0 0 13 15-108 0

მსოფლიო ჩემპიონატი 2021
კვალიფიკაცია
ბენევენტო. იტალია
10 იანვარი
საქართველო 24-29 რუმინეთი
11 იანვარი
საქართველო 28-25 იტალია
12 იანვარი
საქართველო 21-30 კოსოვო
ევროპის ჩემპიონატი 2022
პლეიოფი
16 იანვარი. სპორტის სასახლე
საქართველო 24-24 ფინეთი
19 იანვარი. რიიჰიმიაკი
ფინეთი 37-21 საქართველო




ჩვენი პარტნიორები:

Jakofm  lelo  gms  popsport  sportal