სიახლეების კალენდარი

სექტემბერი 2020
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1 2 3 4
opacity

facebook

 

Chenel
IHF მსოფლიო ერთა ჩემპიონატი

LogoEmerg

ევროპის გოგონათა ჩემპიონატი 17წ.

Euro17W

მთავარი

სპორტდარბაზ ქარიშხალაში (არენა 2) დაიწყო საქართველოს ჩემპიონატის პირველი ეტაპის ბოლო ტური უფროსი ასაკის ბიჭებს შორის. ამჯერად თბილისის ლიგის ექვსეული გამოავლენს დედაქალაქის ჩემპიონსა და მეორე ეტაპზე გამსვლელ 3 გუნდს.

 

პირველ ტურში ცენტრალური იყო პეგასისა და იმედის მატჩი. პეგასი თბილისის ჩემპიონობისთვის იბრძვის, ხოლო იმედი - მესამე ადგილისთვის. ორივე მხრიდან მოედანზე საქართველოს ნაკრების 4-4 მოთამაშე იყო. პირველი წრის თამაში პეგასმა 9 ბურთით მოიგო, მაგრამ დღეს გაუჭირდა. მთელი პირველი ტაიმი იმედი ლიდერობდა და მხოლოდ მატჩის მიწურულს დათმო 1 ბურთით - 27:28.

პირველ სამ შეხვედრას სატურნირო ცხრილი დიდად არ შეუცვლია, ქარიშხალამ ბურთების უკეთესი სხვაობით გაუსწრო პეგასს, თუმცა, თბილისის ჩემპიონი ბოლო ტურში, ლიდერთა შეხვედრაში გამოვლინდება. იმედს ისევ შერჩა მესამე ადგილის, ან შემდეგ ეტაპზე საუკეთესო მეოთხე ადგილით გასვლის შანსი.

ათი საუკეთესო გუნდი 2014 წელს ერთ წრედ ითამაშებს და გამოავლენს საქართველოს ჩემპიონობისთვის მებრძოლ ექვსეულს. ყოველ მომდევნო ეტაპზე გუნდები ასპარეზობას 0 ქულით დაიწყებენ. მეორე ეტაპზე უკვე გავიდნენ თელავი, გორი, ყვარელი, ფოთი, სამტრედია და ზუგდიდი.

საქართველოს ჩემპიონატი. ბიჭები, 1998-99.
თბილისის ლიგა, მეორე წრე. 9-13 დეკემბერი.

9 დეკემბერი
მამული - შევარდენი 28:20
პეგასი - იმედი 28:27
ქარიშხალა - ქარელი 21:1

მდგომარეობა: ქარიშხალა 11 ქ, პეგასი 11, მამული 8 / იმედი 4 / შევარდენი 2, ქარელი 0

10 დეკემბერი, ქარიშხალა
16:00 შევარდენი - პეგასი
17:20
იმედი - ქარიშხალა
18:40
ქარელი - მამული
11 დეკემბერი, არენა
15:00 ქარიშხალა - მამული
16:20
იმედი - შევარდენი
17:40
პეგასი - ქარელი
12 დეკემბერი, არენა
15:00 ქარიშხალა - შევარდენი
16:20
მამული - პეგასი
17:40
ქარელი - იმედი
13 დეკემბერი, არენა
15:00 შევარდენი - ქარელი
16:20
მამული - იმედი
17:40
პეგასი - ქარიშხალა
18:00
დაჯილდოება

აღმოსავლეთი. საბოლოო

1. თელავი 16 (+2) 2. გორი 16 (+1) 3. ყვარელი 16 (-3), / 4. რუსთავი 8 / 5. ახაშენი 2, 6. ლაგოდეხი 2

დასავლეთი. საბოლოო

1. ფოთი 18, 2. სამტრედია 14 (+2) 3. ზუგდიდი 14 (-2) / 4. ქუთაისი 8 / 5. წყალტუბო 6, 6. ბათუმი 0

მეორე ეტაპზე გადის 3-3 საუკეთესო გუნდი და საუკეთესო 4 ადგილი

 

მსოფლიო ჩემპიონატზე გუშინ 11 თამაში გაიმართა და ჯგუფური ტურნირის პირველი ტური დასრულდა. განსაკუთრებით მძაფრი ორი თამაში იყო.

 

ევროპის ჩემპიონმა მონტენეგრომ 24:22 დაამარცხა აზიის ჩემპიონი, კორეა. აზიელებს ლიდერობდა მარჯვენა გარემარბი, ვო სუნ ჰე (8 გოლი), მაგრამ მონტენეგროს ჰყავს ორი უკანახაზელი ვარსკვლავი - კატარინა ბულატოვიჩი (7 გოლი, 3 პასი) და მილენა კნეზევიჩი (6). გადამწყვეტი გამოდგა თამაშის ბოლო მონაკვეთი, როდესაც კორეა 21:23 აგებდა და ორი შვიდმეტრიანი ვერ გამოიყენა.

მსოფლიო და ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ნორვეგიამ ორივე ტაიმი 11:10 მოუგო ესპანეთს. 8 გოლი გაიტანა მარჯვენა ინსაიდმა ნორა მორკმა, ხოლო მეკარე კატრინ ლუნდემ 11 ბურთი მოიგერია (35%). ესპანელთა შორის 4-4 გოლით საუკეთესოები იყვნენ ხაზი ბეგონია ფერნანდესი, გარემარბი ელიზაბეთ პინედო და ინსაიდი მარტა მანგე.

დღეს A და B ჯგუფის გუნდები მეორე ტურს გამართავენ. ყველაზე საინტერესო იქნება კორე-ჰოლანდიისა და დანია-იაპონიის თამაშები.

ქალთა მსოფლიო ჩემპიონატი სერბეთში. 7 დეკემბერი

A ჯგუფი

მონტენეგრო-კორეა 24:22

საფრანგეთი - დრ კონგო 31:13

ჰოლანდია - დომინიკელთა რესპუბლიკა 44:21

B ჯგუფი

ბრაზილია - ალჟირი 36:20

დანია - ჩინეთი 44:21

C ჯგუფი

ანგოლა - არგენტინა 33:23

პოლონეთი - პარაგვაი 40:6

ნორვეგია - ესპანეთი 22:20

D ჯგუფი

უნგრეთი-ჩეხეთი 35:27

გერმანია-ავსტრალია 36:15

რუმინეთი - ტუნისი 27:17

8 დეკემბერი: 18:45 ჩინეთი - ბრაზილია, 19:00 კორეა - ჰოლანდია, 21:00 ალჟირი - სერბეთი, 21:15 კონგო - მონტენეგრო, 23:15 იაპონია - დანია, 23:30 დომინიკელთა რესპუბლიკა - საფრანგეთი

მერვედფინალში გადის 4-4 გუნდი

 

მორიგი მატჩები გამართეს ევროპაში მოასპარეზე ქართველმა ხელბურთელებმა.

რუმინეთში, შოთა თევზაძისა და ვლადიმერ რუსიას შტიინცა ბაკეუმ სტუმრად დაამარცხა სუჩავა - 23-18 და 28 ქულით ისევ მესამე ადგილზეა. რუსია ბოლო მატჩებში ძირითადად დაცვაში თამაშობს და გოლი არც ამჯერად გაუტანია. კვლავ დამარცხდა პოლი ტიმიშოარა - სტუმრად კარაშ სევერინთან - 22:27. ჩიქოვანმა ამჯერად მხოლოდ 2 გოლი გაიტანა, გუნდი კი 12 ქულით მერვე ადგილზეა და პლეიოფში გასვლის შანსს ინარჩუნებს.

საშობაო არდადეგებამდე რუმინეთში კიდევ ერთი ტურია. 12 დეკემბერს ტიმიშოარა ბუქარესტის დინამოს უმასპინძლებს, ხოლო ბაკეუ - CSM ბუქარესტს, რის შემდეგაც თევზაძე, რუსია და ჩიქოვანი საქართველოს ნაკრებს შეუერთდებიან მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის მოსამზადებლად.

მაკედოონის ჩემპიონატში ზედიზედ მეთორმეტე თამაში მოიგო ზომიმაკ სტრუმიცამ, რომელმაც დაამარცხა პრესპა - 26:18. რეზო ჭანტურიას გოლი არ გაუტანია.

ფოტო: რუსია და თევზაძე სუჩავასთან მატჩში

სერბეთში დაიწყო მსოფლიო ჩემპიონატი ქალთა შორის. პირველ მატჩში მასპინძლებმა დაამარცხეს იაპონია - 28:26.

იაპონია თამაშის სამი მეოთხედის იგებდა გამავლობაში იგებდა. პირველი ტაიმი 13:10 მორჩა, შემდეგ სხვაობა გაიზარდა, სერბები კი ვერაფერს უხერხებდნენ აზიელების აქტიურ დაცვას (3+3). ანგარიში პირველად 42 წუთზე გათანაბრდა - 17:17, რის შემდეგაც მასპინძლებმა უპირატესობა მოიპოვეს, ერთი პირობა 5 ბურთითაც დაწინაურდნენ და საბოლოოდ 28:26 მოიგეს.

თამაშს 4000 მაყურებელი დაესწრო. მასპინძელთაგან ყველაზე შედეგიანი იყო გამთამაშებელი ანდრეა ლეკიჩი (6), იაპონიის გუნდიდან - შუამარბი შიო ფუძიი (7). დღეს მსოფლიო ჩემპიონატზე 11 მატჩია.

ქალთა მსოფლიო ჩემპიონატი სერბეთში

6 დეკემბერი

B ჯგუფი: სერბეთი - იაპონია 28:26

7 დეკემბერი

A ჯგუფი:

17:45 მონტენეგრო-კორეა

20:00 საფრანგეთი - დრ კონგო

22:15 ჰოლანდია - დომინიკელთა რესპუბლიკა

B ჯგუფი

21:00 ბრაზილია - ალჟირი

23:15 დანია - ჩინეთი

C ჯგუფი

18:45 ანგოლა - არგენტინა

21:00 პოლონეთი - პარაგვაი

23:15 ნორვეგია - ესპანეთი

D ჯგუფი

17:45 უნგრეთი-ჩეხეთი

20:00 გერმანია-ავსტრალია

22:15 რუმინეთი -ტუნისი

მერვედფინალში გადის 4-4 გუნდი

სერბეთში, ქალთა მსოფლიო ჩემპიონატზე გუშინ მეორე ტური დაიწყო. აზიის ჩემპიონმა, კორეამ დაამარცხა ჰოლანდია, ვინც შესარჩევი ტურნირიდან მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი (2005, 07, 09) რუსეთი გამოთიშა - 29:26. ტურნირზე ეს იყო ევროპული გუნდის პირველი წაგება არაევროპულთან.

აზიის მეორე გუნდმა, იაპონიამ, ზედიზედ მეორედ გაუმართ ბრძოლა ფავორიტს - ამჯერად დანიის გუნდს. იაპონელებმა, ისევე როგორც პირველ მატჩში, მონტენეგროსთან, თამაშის სამი მეოთხედი თანაბრად იბრძოლეს და მერე გატყდნენ. გადამწყვეტი გამოდგა მონაკვეთი, როდესაც 18:18-დან დანიამ ოთხბურთიანი გაქცევა მოაწყო - 22:18 და საბოლოოდ 29:25 მოიგო. იაპონია ვერ გაუმკლავდა მეტოქის ორ უკანახაზელს - კრისტინა კრისტიანსენს (10 გოლი) და ლინ ანა იორგენსენს (8).

დღეს ჩემპიონატზე მეორე ტურს გამართავენ C და D ჯგუფის გუნდები.

ქალთა მსოფლიო ჩემპიონატი სერბეთში

8 დეკემბერი

A ჯგუფი

კორეა - ჰოლანდია 29:26

ალჟირი - სერბეთი 14:34

დომინიკელთა რესპუბლიკა - საფრანგეთი 10:27

საფრანგეთი, მონტენეგრო 4. ჰოლანდია, კორეა 2, დომ. რესპ, კონგო 0

B ჯგუფი

ჩინეთი - ბრაზილია 21:34

დრ კონგო - მონტენეგრო 9:35

იაპონია - დანია 25:29

ბრაზილია, დანია, სერბეთი 4, იაპონია, ჩინეთი, ალჟირი 0

მერვედფინალში გადის 4-4 გუნდი

დღეს

17:45 ტუნისი - უნგრეთი

18:45 პარაგვაი - ანგოლა

20:00 ჩეხეთი - გერმანია

21:00 ესპანეთი - პოლონეთი

22:15 ავსტრალია - რუმინეთი

23:15 არგენტინა - ნორვეგია

სენაკში დასრულდა საქართველოს ჩემპიონატის დასავლეთი ლიგის ტურნირი 1998-99 წლებში დაბადებულ ბიჭებს შორის. დასავლეთის ჩემპიონი ფოთის გუნდი გახდა, მეორე ადგილზე გავიდა სამტრედია, მესამეზე - ზუგდიდი.

ბოლო თამაშის წინ ჩემპიონობის შანსი ჰქონდა სამტრედიასაც, რომელსაც პირველ წრეში 16:21 ჰქონდა წაგებული ფოთთან და 6 ბურთით გამარჯვება სჭირდებოდა, მაგრამ ფოთის გუნდი მატჩის დასაწყისიდან ბოლომდე წინ იყო და 25:20 გაიმარჯვა. ფოთელებმა 18 ქულა დააგროვეს.

14-14 ქულა აქვთ სამტრედიასა და ზუგდიდს, მაგრამ სამტრედიელებმა ვერცხლის მედლები უკეთესი პირადი ბალანსის წყალობით მოიპოვეს (22:17, 21:24).

სამივე გუნდი ბრძოლას საქართველოს ჩემპიონობისთვის გააგრძელებს. აღმოსავლეთიდან მეორე ეტაპზე გავიდნენ თელავი, გორი და ყვარელი. 10-14 დეკემბერს უკვე თბილისის ლიგის გუნდები გამართავენ მეორე წრეს, რის შემდეგაც გამოვლინდება მეორე ეტაპის ყველა მონაწილე. 3-3 გამარჯვებულს დაემატება საუკეთესო მეოთხე ადგილიც. 10 გუნდი 0 ქულით გააგრძელებს შეჯიბრებას და ერთწრიან ტურნირში გაარკვევს საფინალო ექვსეულს, რომელიც ამის შემდეგ ერთ წრედ გამოავლენს საქართველოს 2014 წლის ჩემპიონს.

საქართველოს ჩემპიონატი. ბიჭები, 1998-99. დასავლეთი.

6 დეკემბერი, სენაკი

ბათუმი - ზუგდიდი 15:29

სამტრედია - წყალტუბო 24:18

ბათუმი - ქუთაისი 25:34

წყალტუბო - ზუგდიდი 14:29

სამტრედია - ფოთი 20:25

საბოლოო მდგომარეობა

1. ფოთი 18 ქულა 2. სამტრედია 14 (+2) 3. ზუგდიდი 14 (-2) / 4. ქუთაისი 8 / 5. წყალტუბო 6, 6. ბათუმი 0

ურთიერთშეხვედრები: სამტრედია-ზუგდიდი 22:17, 21:24

თბილისი. მეორე ტური - 10-14 დეკემბერს

ქარიშხალა 9 ქ, პეგასი 9, მამული 6 / იმედი 4 / შევარდენი 2, ქარელი 0

აღმოსავლეთი. საბოლოო

1. თელავი 16 ქ (+2) 2. გორი 16 (+1) 3. ყვარელი 16 (-3), / 4. რუსთავი 8 / 5. ახაშენი 2 6. ლაგოდეხი 2

მეორე ეტაპზე გადის 3-3 საუკეთესო გუნდი და საუკეთესო 4 ადგილი

საქართველოს ჩემპიონატი
2019-2020

shmog

 4 მარტი
                სხვ        
  BSB ბათუმი 14
13
0 1 550-378 26
 
  ქუთაისი 14
12
0 2 598-453 24
 
  იმედი სტუ 14 9 0 5 443-380 18  
  პეგასი 12     7     0     5     384-379     14    
  სპორტუნი 14     4     0     10     438-507     8    
  სამტრედია 12 4 0 8 341-408 8  
  გორი 12 3 0 9 387-494 6  
  წყალტუბო 12 0 0 12 285-407 0  

 21 თებ.
          სხვ
  ყვარელი 10     9     0   1 357-242 18
  ქარიშხალა 10     9     0   1 299-258 18
  ფოთი 10     6     1   3 201-165 13
  სამტრედია 10     5     0   5 203-181 10
  აჭარა
10     4     1   5 229-203 9
  პეგასი 10     3     0   7 252-273 6
  მამული 10     3     0   7 219-267 6
  წყალტუბო 10     0     0   10 150-321 0

გოგონები 2004-05
 1 მარტი
      სხვ
  სამტრედია 15   15   0   0 391-183 30
  ყვარელი 15   14   0   1 386-221 28
  ტყიბული 15   11   0   4 298-227 22
  მამული
15   10   1   4 320-272 21
  ფოთი 15   9   1   5 254-201 19
  პეგასი 14   9   0   5 312-242 18
  BSG ბათუმი 15   8   1   6 275-237 17
  ქარიშხალა 15   6   1   8 298-301 13
  გორი 15   5   0   10 254-329 10
  წყალტუბო 14   3   0   11 191-287 6
  თელავი 14   2   0   12 231-344 4
  აჭარა 15   1   0   14 142-332 2
  ქუთაისი 13   0   0   13 16-192 0

ჭაბუკები 2004-05
 11 თებ.
      სხვ  
  აჭარა 12   12   0   0 505-211 24  
  პეგასი 12   10   1   1 234-136 21  
  ფოთი 12   10   0   2 274-169 20  
  სამტრედია 12   9   0   3 287-194 18  
  წყალტუბო 12   8   0   4 261-223 16  
  ქუთაისი 12   6   1   5 200-205 13  
  ქარიშხალა 12   6   0   6 217-191 12  
  ზუგდიდი 11   4   1   6 185-189 9  
  თელავი
12   4   0   8 183-272 8  
  რუსთავი 12   3   1   8 161-233 7    
  სენაკი 12   2   0   10 147-329 4    
  ქარელი 11   1   0   10 144-208 2    
  ტყიბული 12   0   0   12 45-283 0    

გოგონები 2006-07
 23 თებ.
        სხვ  
  ტყიბული
7   7   0   0   77-32 14  
  ფოთი 7   5   0   2   85-37 10  
  აჭარა 7   5   0   2   54-36 10  
  თელავი
5   4   1   0   72-20 9  
  გორი 5   4   1   0   45-27 9  
  BSG ბათუმი
7   4   0   3   48-45 8  
  ზუგდიდი 7   4   0   3   37-40 8  
  პეგასი
5   3   0   2   35-47 6  
  ქარიშხალა 5   2   0   3   46-40 4  
  წყალტუბო
7   1   1   5   48-55 3  
  მამული 5   1   0   4   20-42 2  
  სამტრედია 7   0   2   5   20-70 2  
  ქუთაისი 7   0   1   6   11-65 1  
  53 სკოლა 5   0   0   5   9-51 0  

ჭაბუკები 2006-07
 1 მარტი
სხვ
  გორი 13 9 1 3 141-101 19
  ქარიშხალა 13 9 1 3 138-76 19
  BSB ბათუმი 8 8 0 0 104-32 16
  პეგასი 13 8 0 5 113-97 16
  სამტრედია
8 7 0 1 95-55 14
  ყვარელი 13 4 0 9 78-121 8
  ქუთაისი 8 2 0 6 32-86 4
  რუსთავი 13 2 0 11 33-85 4
  აკადემია 13 0 0 13 15-108 0

მსოფლიო ჩემპიონატი 2021
კვალიფიკაცია
ბენევენტო. იტალია
10 იანვარი
საქართველო 24-29 რუმინეთი
11 იანვარი
საქართველო 28-25 იტალია
12 იანვარი
საქართველო 21-30 კოსოვო
ევროპის ჩემპიონატი 2022
პლეიოფი
16 იანვარი. სპორტის სასახლე
საქართველო 24-24 ფინეთი
19 იანვარი. რიიჰიმიაკი
ფინეთი 37-21 საქართველო




ჩვენი პარტნიორები:

Jakofm  lelo  gms  popsport  sportal