სიახლეების კალენდარი

სექტემბერი 2020
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1 2 3 4
opacity

facebook

 

Chenel
IHF მსოფლიო ერთა ჩემპიონატი

LogoEmerg

ევროპის გოგონათა ჩემპიონატი 17წ.

Euro17W

მთავარი

საქართველოს ნაკრებმა მეორე ამხანაგური მატჩიც წააგო ისრაელში. ამჯერად ქალაქ რიშონში - 23:33. წინადღით ანგარიში 28:29 იყო.

 

ისრაელი - საქართველო 33:23

28 დეკემბერი, 2013. რიშონი. ამხანაგური მატჩი.

ისრაელი: იააკოვი, შიკლოში - ნათანი 5, როზენტალი 5, ჰამამი 4, დავდა 3, გალი 3, ფრიდმანი 2, სტელმანი 2, კოფმანი 2, შიმონი 2, გ. პომერანცი 2, ტურელი 1, სიჩენკო 1, აპო 1, მეიროვიჩი, სმოლერი, გერა, სტრაიდომი, ჩ. პომერანცი (ორწუთიანი - შიმონი)

საქართველო: ტორონჯაძე, თევზაძე - გვაზავა 5, ჩიქოვანი 4, მსხვილიძე 3, ორჯონიკიძე 2, ტალახაძე 2, გამზარდია 2, რუსია 2, ამირანაშვილი 1, აბრამიშვილი 1, მაისურაძე 1, სიმონია, წითელიშვილი (ორწუთიანი - მსხვილიძე 2, ჩიქოვანი)

მსაჯები: ასაფ ფარანი, იარონ ბენ დანი (ისრაელი)

ნაკრების მწვრთნელმა, ჯორჯე რაშიჩმა თამაშის საშუალება ყველას მისცა, გუნდის ლიდერები კი უმეტეს დროს სათადარიგოთა სკამზე ისხდნენ. ქართველები მხოლოდ მატჩის დასაწყისში ლიდერობდნენ - 5:2, ამის შემდეგ კი ისრაელმა სპურტი მოაწყო და ტაიმი 18:11 მოიგო.

საქართველოს ნაკრები კიდევ ორი დღე დარჩება ისრაელში და ორ ვარჯიშს გამართავს, 31 დეკემბერს კი ჩაფრინდება ანკარაში, სადაც 2 იანვარს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი აქვს თურქეთის ნაკრებთან. გუნდს ანკარაში დახვდება სერგო დათუკაშვილი, ხოლო 1 იანვარს დაემატება რევაზ ჭანტურია და თამაშზე უძლიერესი შემადგენლობით იქნება. თურქებმა მეორე ამხანაგურ შეხვედრაში დღეს რევანში აუღეს ირანის ნაკრებს - 28:25.

დღესვე ამხანაგური მატჩი გამართა საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა, რომელიც ასევე ემზადება საკვალიფიკაციო ტურნირისთვის. ქართველმა ჭაბუკებმა დუშეთში 39:24 დაამარცხეს სომეხი თანატოლები.

 

თბილისის ხელბურთის ფედერაციამ გამართა უმცროსი ასაკის ბავშვების (2000-01) საახალწლო ტურნირი. მონაწილეობდა ბიჭებისა და გოგონების 3-3 გუნდი.

ბიჭებში თბილისის ჩემპიონი გახდა პეგასი, მეორე ადგილზე გავიდა ქარიშხალა, მესამეზე - იმედი. გოგოებში საუკეთესო იყო ოლიმპი, მეორე ადგილზე გავიდა მამული, მესამეზე - იმედი.

 

მეტი ფოტო:

https://www.facebook.com/media/set/?set=a.400842470049195.1073741913.153041141495997&type=1

27 დეკემბერს სპორტის სამინისტრომ თბილისის ივენტ ჰოლში გამართა 2013 წლის ლაურეატთა დაჯილდოება. ფედერაციებს შორის საუკეთესოდ დასახელდა საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაცია.

ნომინაციების მიხედვით წლის ლაურეატები გახდნენ:

საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი - გენო პეტრიაშვილი, თავისუფალი ჭდაობა

საუკეთესო პარასპორტსმენი - ბესიკ ლეკიაშვილი, მკლავჭიდი

საუკეთესო სპორტსმენი არაოლიმპიურ სახეობაში - ვახტანგ ჩიდრაშვილი, სამბო

საუკეთესო მსაჯი - ვლადიმერ ნუცუბიძე, ძიუდო

საუკეთესო ფედერაცია - ხელბურთის ფედერაცია

საუკეთესო გუნდი - ძიუდოს ნაკრები

წლის აღმოჩენა, სპეციალური პრიზი - წყალბურთელთა ნაკრები

საუკეთესო სპორტული მენეჯერი - გია ნიჟარაძე, რაგბი

საუკეთესო სპორტსმენი ქალი - მარიამ ჯანაშვილი, ძიუდო

საუკეთესო მწვრთნელი - ირაკლი უზნაძე, ძიუდო

საუკეთესო სპორტსმენი - ავთანდილ ჭრიკიშვილი, ძიუდო

საუკეთესო სპორტული ფედერაციის ნომინაციაში დასახელებული იყვნენ ხელბურთის, რაგბისა და ქართული ჭიდაობის ფედერაციები. ხელბურთის ფედერაცია გამოარჩიეს 2017 წლის ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლების მოპოვებისთვის და ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების ნაყოფიერად მომზადებისთვის.

ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ზურაბ კაკაბაძეს პრიზი ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გენერალურმა მდივანმა, ემზარ ზენაიშვილმა გადასცა.

ზურაბ კაკაბაძე: - ეს ჯილდო ეკუთვნის ხელბურთის ფედერაციის მთელ კოლექტივს, მწვრთნელებს, მსაჯებსა და ყველა სპორტსმენს. 2013 წელს ჩვენ კარგად ვიმუშავეთ ბიჭებისა და გოგონების ნაკრებთან, რომლებიც 2015 წლის ოლიმპიური ფესტივალისთვის ემზადებიან. სახელმწიფოს მხარდაჭერამ საშუალება მოგვცა, დიდ არენაზე დაგვებრუნებინა ეროვნული და ასევე ასაკობრივი ნაკრებები. ყველას გილოცავთ ახალ წელს და გეპატიჟებით 5 და 8 იანვარს მსფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებზე თურქეთისა და ლიტვის წინააღმდეგ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველანი ერთად ვიხილავთ დიდ ხელბურთს და საქართველოს ნაკრების მძლავრ დაბრუნებას საერთაშორისო ასპარეზზე.

 

ვიდეო:

http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=gpbhq&seekTime=27-12-2013+21%3A50

 

ხელბურთელთა ეროვნული გუნდის გარდა, შესარჩევი ტურნირისთვის ემზადება საქართველოს თვრამეტწლამდელთა ნაკრებიც.

მწვრთნელ ტიტე კალანდაძის გუნდს ევროპის ჩემპიონატის კვალიფიკაციის გავლა 10-12 იანვარს, ხორვატიის ქალაქ უმაგში უწევს. მეტოქეები არიან ხორვატია, მაკედონია და ჰოლანდია. ფინალურ ტურნირზე, რომელიც აგვისტოში გაიმართება პოლონეთში, ჯგუფიდან ორი გუნდი გადის.

25 დეკემბრიდან 5 იანვრამდე გუნდი შეკრებაზეა დუშეთში. 27 დეკემბერს დუშეთში ჩავა სომხეთის თვრამეტწლამდელთა ნაკრებიც, რომელიც ქართველ თანატოლებთან 3 საკონტროლო მატჩს გამართავს 27, 28 და 29 დეკემბერს.

თვრამეტწლამდელთა ნაკრები შეკრებაზე 17 მოთამაშითაა. გუნდის ლიდერი თემურ ორჯონიკიძე ეროვნულ ნაკრებში იმყოფება ისრაელში, იქვეა ტიტე კალანდაძის თანაშემწე გიორგი გვაზავაც, ოღონდ როგორც მოთამაშე. ორჯონიკიძე თვრამეტწლამდელა ნაკრებს ხორვატიაში გამგზავრების წინ შეუერთდება.

ნოემბერში საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა მოიგო სომხეთის პრემიერ მინისტრის თასი - დაამარცხა სომხეთის, უკრაინისა და რუსეთის ნაკრებები, რის შემდეგაც ერთიორად გაეზარდა განწყობა და მოტივაცია ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ტურნირზე მოსახვედრად.

საქართველოს 18 ნაკრები

მეკარეები: ზურაბ ცინცაძე, დემეტრე ნარსია (პეგასი), ირაკლი ხიდეშელი (სტუ)

ხაზის მოთამაშეები: ჯაბა ხაჟომია (სამტრედია), გიგა კოხრეიძე, გაგა დემეტრაშვილი (პეგასი)

გამთამაშებლები: ამირან აბჟანდაძე, ვლადიმერ ბაძაღუა (პეგასი), ვეფხია ზურაბიანი (სამტრედია)

ინსაიდები: თემურ ორჯონიკიძე (სტუ), გივი გიორგაძე (იმედი), ალექსანდრე ცხვარაშვილი, მიხეილ ნაზღაიძე, ზურაბ გოგავა (პეგასი)

უთხის მოთამაშეები: ირაკლი გოგოლაძე (სტუ), გიორგი დიხამინჯია, კირილე ცუხიშვილი (პეგასი), გიორგი დოლმაზაშვილი (ყვარელი)

მწვრთნელი ტიტე კალანდაძე, ოფიციალური პირი ვახტანგ ბერიაშვილი

ევროპის 18წ ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი უმაგში, ხორვატია

10 იანვარი, საქართველო - ჰოლანდია

11 იანვარი, საქართველო - ხორვატია

12 იანვარი, საქართველო - მაკედონია

ფინალურ ტურნირზე ჯგუფიდან 2 გუნდი გადის.

ფინალი: 14-24 აგვისტო, პოლონეთი

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა 28:29 წააგო პირველი ამხანაგური მატჩი ქალაქ აშდოდში ისრაელის ეროვნულ გუნდთან. ხვალ, 20:00, მეორე თამაშია რიშონში.

ისრაელი - საქართველო 29:28

27 დეკემბერი, 2013. აშდოდი. ამხანაგური მატჩი.

ისრაელი: იააკოვი, შიკლოში - სმოლიერი 11, კოფმანი 5, ნათანი 3, დავდა 3, პომერანცი 2, როზენტალი 2, ტურელი 1, ვაისლერი 1, შიმონი 1, ტიპერი, შტელმანი, ტიუგი, ფრიდმანი, ჰერშკოვიცი, აპო, ვაქსმანი, სიჩენკო, სტრაიდომი (შვიდმეტრიანი 4/4, ორწუთიანი - 3)

საქართველო: თევზაძე, ტორონჯაძე - რუსია 10, მსხვილიძე 4, გამზარდია 4, აბრამიშვილი 3, ჩიქოვანი 3, გვაზავა 2, ამირანაშვილი 1, მაისურაძე 1, ტალახაძე, სიმონია, ორჯონიკიძე, წითელიშვილი (პენალტი: 5/4, ორწუთიანი - მსხვილიძე, ჩიქოვანი, გაძევება - რუსია 59:47)

პირველი ტაიმი ისრაელმა 16:14 მოიგო. მეორე ნახევრის უმეტეს დროს ქართველები ლიდერობდნენ. ტაიმის შუაში - 22:20, ხოლო დასრულებამდე 3 წუთით ადრე - 28:27.

ისრაელის ნაკრები, საქართველოს მსგავსად, მსოფლიო ჩემპიონატის კვალიფიკაციას თამაშობს. 4 ჯგუფში ჯერჯერობით ოთხივე გუნდს 2-2 ქულა აქვს. ებრაელებმა სტუმრად წააგეს ბელგიასთან 28:29, შინ მიუგეს ჰოლანდიას - 28:26, მომდევნო თამაში კი 2 იანვარს აქვთ შინ საბერძნეთთან.

ამავე დღეს საქართველოს ნაკრები, რომელიც 2 ქულით 1 ჯგუფში მეორე ადგილზეა, სტუმრად ეთამაშება თურქეთს. თურქებმა დღეს ამხანაგური მატჩი ითამაშეს ირანის ნაკრებთან და 27:28 დამარცხდნენ.

ისრაელში საქართველოს ნაკრებს აკლია ძირითადი შემადგენლობის ორი მოთამაშე - სერგო დათუკაშვილი და რევაზ ჭანტურია. ისინი გუნდს თურქეთში შეუერთდებიან.

 

სპორტკომპლექს არენაში ღია ვარჯიში გამართა საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა, რომელიც ხუთშაბათ დილას ისრაელში მიემგზავრება. ოფიციალური თამაშების წინ გუნდი იქ ივარჯიშებს და ორი ამხანაგური მატჩიც ექნება.

მწვრთნელმა ჯორჯე რაშიჩმა ტურნეზე 14 ხელბურთელი წაიყვანა. ორი მოთამაშე, რევაზ ჭანტურია და სერგო დათუკაშვილი ნაკრებს თურქეთში, შესარჩევი მატჩის წინ შეუერთდება. მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო თამაში ანკარაში 2 იანვარს გაიმართება.

საქართველოს ნაკრები თელ-ავივში იცხოვრებს და 26, 29, 30 დეკემბერს ივარჯიშებს, 27 და 28 დეკემბერს კი ამხანაგური მატჩები ექნება ისრაელის ნაკრებთან აშდოდსა (27 დეკ, 16:30) და რიშონში (28, 20:00). 29 დეკემბერს, ვარჯიშის წინ გუნდი იერუსალიმს მოინახულებს. 31 იანვარს ქართველები უკვე ანკარაში იქნებიან.

ჯორჯე რაშიჩი, მთავარი მწვრთნელი: - რამდენიმე მოთამაშეს მცირე ტრავმა აქვს, მაგრამ ეს ხელს ვერ შეგვიშლის შესარჩევი მატჩებისთვის მზადებაში, ამ საქმეში კი ისრაელში გასამართი ორი მატჩი ძალიან გამოგვადგება. მზად ვართ, ვიბრძოლოთ მსოფლიო ჩემპიონატის პლეიოფში გასასვლელად.

ირაკლი ჩიქოვანი: - კარგად ვემზადებით და ორი ამხანაგური თამაში შეთამაშებაში ძალიან დაგვეხმარება. ანკარაში სრულ მზადყოფნაში ჩავალთ.

ვლადიმერ რუსია: - ხელის ტრავმა აღარ მაწუხებს და მზად ვარ, მთელი დატვირთვით ვითამაშო. თურქეთში მოსაგებად მივდივართ.

ირაკლი კეკელიძე, მწვრთნელი: - მცირე ტრავმები არის, მაგრამ ისეთი არაფერი. ძალიან კარგი და სასარგებლო ტურნე გვაქვს ისრაელში. იერუსალიმში ჩასასვლელადაც დიდი ამბით ვემზადებით. დღეს საღამოს კი, გამგზავრებამდე, თურქეთის თამაშის ვიდეოფირის განხილვა გვექნება.

ბექარ ორჯონიკიძე, მწვრთნელი:- თურქეთ-ლიტვის თამაში მწვრთნელებმა უკვე გავარჩიეთ. თურქეთს ძალიან გაუჭირდა შეტევაში. პროგნოზები არ მიყვარს, მაგრამ თუ თურქეთმა ისევე ითამაშა, როგორც ლიტვასთან, აუცილებლად მოვუგებთ. ისედაც და ასედაც, ეს თამაში აუცილებლად მოსაგები გვქავს.

ზურაბ კაკაბაძე, ფედერაციის პრეზიდენტი: - გუნდის მოტივაცია აქამდე არნახულია. 2 იანვრის თამაში ანკარაში ძალიან მნიშვნელოვანია და მხოლოდ გამარჯვებისთვის ვითამაშებთ. ეს ძალიან კარგ შანსს მოგვცემს პლეიოფში გასასვლელად.

თამაზ თევზაძე, სპორტის მინისტრის მოადგილე: - აქ სპეციალურად მოვედი. მინდა რომ გუნდს გზა დავულოცო. დიდი იმედი მაქვს, რომ თურქეთს ორჯერვე დავამარცხებთ და გადამწყვეტი მატჩი შინ, 8 იანვარს, ლიტვის ნაკრებთან გვექნება.

ტურნირს ჯერჯერობით ლიტვის ნაკრები ლიდერობს 4 ქულით. 5 იანვარს თურქეთს თბილისის სპორტის სასახლეში ვმასპინძლობთ, 8 იანვარს აქვე ვეთამაშებით ლიტვას, ხოლო საკვალიფიკაციო თამაშებს 11 იანვარს ვამთავრებთ ფინეთში. პლეიოფში გადის მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებული, აქედან კი მსოფლიო ჩემპიონატამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯია. წილისყრა გაიმართება იანვრის ბოლოს, რის შემდეგაც გაირკვევა პლეიოფის წყვილები. ორი მატჩის (შინ და სტუმრად) გამარჯვებული გავა მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც იმართება 2015 წლის იანვარში, ყატარში.

2 იანვარს ანკარაში, თურქეთ-საქართველოს თამაში ჩვენი დროით 20:00 დაიწყება. მსაჯები არიან მილან ჰაიეკი და კარელ მაქო, ჩეხეთი. დელეგატი - ანდრეი ანდრეევი, ბულგარეთი.

საქართველოს ნაკრები

მეკარეები: შოთა თევზაძე (ბაკეუ, რუმ), გიგა ტორონჯაძე (ტრაბზონსფორი, თურ)

ხაზის მოთამაშეები: გიორგი გვაზავა (სტუ), უჩა მაისურაძე (ბათუმი)

უკანა სამეული: სერგო დათუკაშვილი (ალ კიადა, ყატ), ვლადიმერ რუსია (ბაკეუ, რუმ), ირაკლი ჩიქოვანი (ტიმიშოარა, რუმ), რატი მსხვილიძე (ტრაბზონსფორი, თურ), ლექსო წითელიშვილი (სამტრედია), ზურაბ სიმონია (სტუ), თემურ ორჯონიკიძე (სტუ), აკაკი ტალახაძე

კუთხის მოთამაშეები: რევაზ ჭანტურია (სტრუმიცა, მკდ), უჩა გამზარდია (ბათუმი), ოთარ ამირანაშვილი (სტუ), ზურაბ აბრამიშვილი (სტუ)

მთავარი მწვრთნელი ჯორჯე რაშიჩი (სრბ), მწვრთნელები ბექარ ორჯონიკიძე, ირაკლი კეკელიძე, ექიმი ლევან ლინნიკი

მსოფლიო ჩემპიონატი 2015. კვალიფიკაცია. ევროპის 1 ჯგუფი

ლიტვა 4 ქულა / საქართველო 2, ფინეთი 2, თურქეთი 0

30 ოქტომბერი. ლიტვა - საქართველო 23:17, ფინეთი - თურქეთი 26:20

3 ნოემბერი. თურქეთი - ლიტვა 20:23, საქართველო-ფინეთი 26:19

2 იანვარი. ფინეთი - ლიტვა თურქეთი - საქართველო

4 იანვარი. ლიტვა - ფინეთი, 5 იანვარი. საქართველო - თურქეთი

8 იანვარი. საქართველო - ლიტვა, თურქეთი - ფინეთი

11 იანვარი. ფინეთი - საქართველო, 12 იანვარი. ლიტვა - თურქეთი

პლეიოფში გადის მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებული

მეტი ფოტო:

www.facebook.com/GEONHF

საქართველოს ჩემპიონატი
2019-2020

shmog

 4 მარტი
                სხვ        
  BSB ბათუმი 14
13
0 1 550-378 26
 
  ქუთაისი 14
12
0 2 598-453 24
 
  იმედი სტუ 14 9 0 5 443-380 18  
  პეგასი 12     7     0     5     384-379     14    
  სპორტუნი 14     4     0     10     438-507     8    
  სამტრედია 12 4 0 8 341-408 8  
  გორი 12 3 0 9 387-494 6  
  წყალტუბო 12 0 0 12 285-407 0  

 21 თებ.
          სხვ
  ყვარელი 10     9     0   1 357-242 18
  ქარიშხალა 10     9     0   1 299-258 18
  ფოთი 10     6     1   3 201-165 13
  სამტრედია 10     5     0   5 203-181 10
  აჭარა
10     4     1   5 229-203 9
  პეგასი 10     3     0   7 252-273 6
  მამული 10     3     0   7 219-267 6
  წყალტუბო 10     0     0   10 150-321 0

გოგონები 2004-05
 1 მარტი
      სხვ
  სამტრედია 15   15   0   0 391-183 30
  ყვარელი 15   14   0   1 386-221 28
  ტყიბული 15   11   0   4 298-227 22
  მამული
15   10   1   4 320-272 21
  ფოთი 15   9   1   5 254-201 19
  პეგასი 14   9   0   5 312-242 18
  BSG ბათუმი 15   8   1   6 275-237 17
  ქარიშხალა 15   6   1   8 298-301 13
  გორი 15   5   0   10 254-329 10
  წყალტუბო 14   3   0   11 191-287 6
  თელავი 14   2   0   12 231-344 4
  აჭარა 15   1   0   14 142-332 2
  ქუთაისი 13   0   0   13 16-192 0

ჭაბუკები 2004-05
 11 თებ.
      სხვ  
  აჭარა 12   12   0   0 505-211 24  
  პეგასი 12   10   1   1 234-136 21  
  ფოთი 12   10   0   2 274-169 20  
  სამტრედია 12   9   0   3 287-194 18  
  წყალტუბო 12   8   0   4 261-223 16  
  ქუთაისი 12   6   1   5 200-205 13  
  ქარიშხალა 12   6   0   6 217-191 12  
  ზუგდიდი 11   4   1   6 185-189 9  
  თელავი
12   4   0   8 183-272 8  
  რუსთავი 12   3   1   8 161-233 7    
  სენაკი 12   2   0   10 147-329 4    
  ქარელი 11   1   0   10 144-208 2    
  ტყიბული 12   0   0   12 45-283 0    

გოგონები 2006-07
 23 თებ.
        სხვ  
  ტყიბული
7   7   0   0   77-32 14  
  ფოთი 7   5   0   2   85-37 10  
  აჭარა 7   5   0   2   54-36 10  
  თელავი
5   4   1   0   72-20 9  
  გორი 5   4   1   0   45-27 9  
  BSG ბათუმი
7   4   0   3   48-45 8  
  ზუგდიდი 7   4   0   3   37-40 8  
  პეგასი
5   3   0   2   35-47 6  
  ქარიშხალა 5   2   0   3   46-40 4  
  წყალტუბო
7   1   1   5   48-55 3  
  მამული 5   1   0   4   20-42 2  
  სამტრედია 7   0   2   5   20-70 2  
  ქუთაისი 7   0   1   6   11-65 1  
  53 სკოლა 5   0   0   5   9-51 0  

ჭაბუკები 2006-07
 1 მარტი
სხვ
  გორი 13 9 1 3 141-101 19
  ქარიშხალა 13 9 1 3 138-76 19
  BSB ბათუმი 8 8 0 0 104-32 16
  პეგასი 13 8 0 5 113-97 16
  სამტრედია
8 7 0 1 95-55 14
  ყვარელი 13 4 0 9 78-121 8
  ქუთაისი 8 2 0 6 32-86 4
  რუსთავი 13 2 0 11 33-85 4
  აკადემია 13 0 0 13 15-108 0

მსოფლიო ჩემპიონატი 2021
კვალიფიკაცია
ბენევენტო. იტალია
10 იანვარი
საქართველო 24-29 რუმინეთი
11 იანვარი
საქართველო 28-25 იტალია
12 იანვარი
საქართველო 21-30 კოსოვო
ევროპის ჩემპიონატი 2022
პლეიოფი
16 იანვარი. სპორტის სასახლე
საქართველო 24-24 ფინეთი
19 იანვარი. რიიჰიმიაკი
ფინეთი 37-21 საქართველო




ჩვენი პარტნიორები:

Jakofm  lelo  gms  popsport  sportal