facebook

 

Chenel
IHF მსოფლიო ერთა ჩემპიონატი

LogoEmerg

ევროპის გოგონათა ჩემპიონატი 17წ.

Euro17W

მთავარი


საქართველოს ხელბურთელ გოგონათა ნაკრებმა უკრაინის ქალაქ ბროვარიში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის მეორე დღეს ზაპოროჟიეს გუნდთან წააგო - 15:26.

მეორე მატჩში უკრაინამ დაამარცხა ბელარუსი - 23:17. ქართველმა გოგონები პირველი ტაიმის შემდეგ 7:11 აგებდნენ, მეორეში კი უფრო ჩამორჩნენ. ტურნირზე საქართველი და ბელარუსი 1998-99 წლებში დაბადებულებით თამაშობენ, უკრაინაში კი შინაური ტურნირები 1997-98 წლებში დაბადებულთა შორის ტარდება და მასპინძელთა ორივე გუნდი სწორედ ამ ასაკობრივი კატეგორიისაა.

ტურნირის პირველ დღეს საქართველოს ნაკრები 19:27 დამარცხდა ბელარუსთან, წინადღით კი ამხანაგური მატჩი 29:23 მოუგო ბროვარის სახელბურთო სკოლის გუნდს.

ტურნირი ხვალ დასრულდება უკრაინა - საქართველოს და ბელარუს-ზაპოროჟიეს თამაშებით. ქართველ გოგონებს კიდევ ორი ამხანაგური თამაში აქვთ დაგეგმილი - შაბათ საღამოს ბელარუსთან და კვირას - უკრაინასთან.

საერთაშორისო ტურნირი უკრაინაში. 29 ნოემბერი, ბროვარი, მეორე დღე

საქართველო (15წ) - ზაპოროჟიე (16წ) 15:26

საქართველო: ყაველაშვილი, ჯავახია - გადელია 6, ბერიძე 4, ჯაღათაშვილი 2, ჩოხელი 2, ნარიმანიძე 1, გიორგაძე, გაბისონია, ღვალაძე, სიხარულიძე, ჩოგოვაძე, ყველაშვილი, ვენეცკი (მთ. მწვრთნელი მაია კარბუნარი)

უკრაინა - ბელარუსი 23:17

უკრაინა 4 ქულა, ზაპოროჟიე 2, ბელარუსი 2, საქართველო 0

ხვალ: უკრაინა - საქართველო, ბელარუსი - ზაპოროჟიე

სომხეთის პრემიერ მინისტრის თასის პირველ ტურში საქართველოს თვრამეტწლამდელთა ნაკრებმა 33:28 დაამარცხა უკრაინის გუნდი.

ქართველი ჭაბუკებიდან ყველაზე მეტი, 18 გოლი გაიტანა სტუ-ს შუამარბმა თეიმურაზ ორჯონიკიძემ (ფოტოზე), 7 - პეგასის ცაცია ინსაიდმა ალექსანდრე ცხვარაშვილმა, 4 - სამტრედიის ხაზის მოთამაშემ ჯაბა ხაჟომიამ. მეორე მატჩში რუსეთის ნაკრებმა დაამარცხა სომხეთი - 45:13.

ხვალ ქართველი ჭაბუკები ეთამაშებიან სომხებს, ხოლო ჩემპიონი ბოლო ტურში, რუსეთ-საქართველოს შეხვედრაში გაირკვევა.

ტიტე კალანდაძისა და გიორგი გვაზავას ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრები ემზადება ევროპის 2014 წლის 18-წლამდელთა ჩემპიონატისთვის. შესარჩევი ტურნირი გუნდს 10-12 იანვარს აქვს ხორვატიაში - ხორვატიის, მაკედონიისა და ჰოლანდიის გუნდების წინააღმდეგ. ფინალურ ტურნირზე, რომელიც აგვისტოში გაიმართება პოლონეთში, ჯგუფიდან 2 გუნდი გადის.

სომხეთის პრემიერ მინისტრის თასი. ერევანი. 18-წლამდელები

28 ნოემბერი

საქართველო - უკრაინა 33:28

საქართველო: ცინცაძე, ხიდეშელი - ორჯონიკიძე 18, ცხვარაშვილი 7, ხაჟომია 4, გიორგაძე 2, დემეტრაშვილი 1, კოხრეიძე 1, ბაძაღუა, გოგოლაძე, აბჟანდაძე, დიხამინჯია, ცუხიშვილი, ნაზღაიძე

რუსეთი - სომხეთი 45:13

29 ნოემბერი, 14:00 რუსეთი - უკრაინა, 16:00 სომხეთი - საქართველო

30 ნოემბერი, 12:00 საქართველო - რუსეთი, 14:00 სომხეთი - უკრაინა

ევროპის 18წ ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი ხორვატიაში

10 იანვარი, საქართველო - ჰოლანდია

11 იანვარი, საქართველო - ხორვატია

12 იანვარი, საქართველო - მაკედონია

ფინალურ ეტაპზე გადის 2 გუნდი

 

სამი მატჩი გაიმართა ჩემპიონთა ლიგაზე. სატურნირო სიტუაცია ნელ-ნელა ცხადდება.

მერვედფინალის საგზური პირველმა, 6 ტურის შემდეგ, მოიპოვა უნგრუმა ვესპრემმა. მეშვიდე ტურის პირველივე მატჩის შემდეგ ოთხეულში მოხვედრა გაინაღდა მოქმედმა ჩემპიონმა, ჰამბურგმა, ვინც შინ იოლად დაამარცხა ესპანური ლა რიოხა - 34:27.

გუშინდელ ერთადერთ თამაშში გერმანულმა რეინ-ნეკარ ლიოვენმა სტუმრად მოუგო მოტორ ზაპოროჟიეს - 32:26 და მესამე მერვედფინალისტი გახდა ჯგუფური ტურნირის დასრულებამდე 3 ტურით ადრე. გერმანელთა მეკარემ ნიკლას ლანდინმა 20 ბურთი მოიგერია.

ტურის დანარჩენი 9 მატჩი შაბათ-კვირას გაიმართება და მოსალოდნელია, რომ მერვედფინალის საგზურს უკვე ოფიციალურად გაინაღდებენ გერმანული კილი, დანიის კოლდინგი და ბარსელონა.

მეშვიდე ტურის შემდეგ თებერვლამდე შესვენება გამოცხადდება. დეკემბერ-იანვარი უკვე სანაკრებო თვეებია. 6-22 დეკემბერს სერბეთში იმართება ქალთა მსოფლიო ჩემპიონატი, ხოლო იანვარში, დანიაში კაცები ევროპის ჩემპიონს გამოავლენენ.

იანვარში მსოფლიო ჩემპიონატის 4 საკვალიფიკაციო მატჩი აქვს საქართველოს ეროვნულ გუნდსაც.

ფოტო: ჰამბურგი - ლა რიოხა

ჩემპიონთა ლიგა 2013-14. კაცები. ჯგუფური ეტაპი.

7 ტური. 27 ნოემბერი-1 დეკემბერი

A ჯგუფი

მოტორ ზაპოროჟიე (უკრ) - რეინნეკარ ლიოვენი (გერ) 26:32

30 ნოე, 21:15 ვესპრემი (უნგ) - სტ. პეტერბურგი (რუს)

30 ნოე, 23:30 ცელიე ლაშკო (სლნ) - ოსიგურანიე ზაგრები (ხორ)

ვესპრემი 12 ქულა, რეინნეკარი 11, ზაპოროჟიე 7, ცელიე 4 / ზაგრები 4, სტ. პეტერბურგი 0

D ჯგუფი

დროტ ჰალმსტადი (შვდ) - გორენიე ველენიე (სლნ) 32:40

ჰამბურგი (გერ) - ლოგრონიო ლა რიოხა (ესპ) 34:27

1 დეკ, 19:00 ოლბორგი (დან) - ფლენზბურგი (გერ)

ჰამბურგი 12, ფლენზბურგი 9, ოლბორგი 8, გორენიე 6 / ლოგრონიო 4, ჰალმსტადი 1

B ჯგუფი

30 ნოე, 20:00 პორტუ (პორ) - კოლდინგი (დან)

30 ნოე, 21:00 დიუნკერკი (საფ) - ტარგი კილცე (პოლ)

1 დეკ, 17:30 კილი (გერ) - ვისლა პლოცკი (პოლ)

კილი, კოლდინგი 10, კილცე 8, ვისლა 6 / პორტუ 2, დიუნკერკი 0

C ჯგუფი

30 ნოე, 19:15 ბარსელონა (ესპ) – ვარდარ სკოპიე (მკდ)

1 დეკ, 18:00 დინამო მინსკი (ბლრ) - პსჟ (საფ)

1 დეკ, 21:00 მეტალურგ სკოპიე (მკდ) - ვაკერ თიუნი (შვც)

ბარსელონა 11, მეტალურგი 8, პსჟ 7, ვარდარი 6 / დინამო 4, თიუნი 0

მერვედფინალში გადის 4–4 გუნდი

 


საქართველოს ხელბურთელ გოგონათა ნაკრებმა (1998-99) პირველი მატჩი გამართა უკრაინის ქალაქ ბროვარიში დაწყებულ საერთაშორისო ტურნირზე და ბელარუსთან დამარცხდა - 19:27.

ისევე როგორც გუშინდელ ამხანაგურ მატჩში ბროვარის გუნდთან, საქართველოს ნაკრებში ყველაზე შედეგიანი იყო ფოთელი თათია გადელია (ფოტოზე) 9 გოლით. 4 გოლი თამარ გიორგაძემ გაიტანა.

ელისო ჟურულიშვილი, ნაკრების მწვრთნელი: - მართალია, ბელარუსის ნაკრები ბროვარის გუნდზე უფრო ძლიერი იყო, მაგრამ არც იმდენად, რომ წაგება მხოლოდ ამას დავაბრალოთ, უბრალოდ, საქართველოს ნაკრებმა თავის შესაძლებლობებზე სუსტად ითამაშა. ბელარუსის გუნდი, ისევე როგორც ჩვენი ნაკრები, თბილისის 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიადისთვის ემზადება და უკვე 2 წელია, ერთად ვარჯიშობს. შევეცდებით, დარჩენილ 2 შეხვედრაში დღევანდელი შეცდომები არ გავიმეოროთ და უკეთესად ვითამაშოთ. მეორე მატჩში უკრაინის ნაკრებმა დაამარცხა ზაპოროჟიეს გუნდი - 20:19. უკრაინამ ნაკრებად სწორედ ის გუნდი გამოიყვანა, რომელსაც გუშინ ამხანაგურ შეხვედრაში 29:23 ვაჯობეთ - ბროვარის ოლიმპიური რეზერვების სკოლა, სადაც 1997-98 წლებში დაბადებული გოგონები თამაშობენ. ასე რომ, ორივე დარჩენილ შეხვედრაში მოგებისთვის ვიბრძოლებთ.

ხვალ საქართველოს გოგონათა ნაკრების მეტოქე უკრაინის მთავარი სახელბურთო ცენტრის, ზაპოროჟიეს ნაკრები იქნება, შაბათს - უკრაინის ნაკრები.

 

საერთაშორისო ტურნირი უკრაინაში. 28 ნოემბერი, ბროვარი

საქართველო (15წ) - ბელარუსი (15წ) 19:27

საქართველო: ყაველაშვილი, ჯავახია - გადელია 9 , გიორგაძე 4, გაბისონია 1, ღვალაძე 1, ჩოხელი 1, სიხარულიძე 1, ჩოგოვაძე 1, ბერიძე 1, ნარიმანიძე, ჯაღათაშვილი, ყველაშვილი, ვენეცკი (მთ. მწვრთნელი მაია კარბუნარი)

საქართველოს ჩემპიონატზე 1998-99 წლებში დაბადებულ ბიჭებს შორის, დღეს, თელავში პრინციპული თამაში გაიმართა.

ყვარლის გუნდმა 24:22 დაამარცხა გორი და მეორე ადგილი ჩამოართვა იმის ხარჯზე, რომ პირველი წრის თამაში მხოლოდ ერთი ბურთით ჰქონდა წაგებული.

გორი ამ თამაშამდე 2 ქულით ჩამორჩებოდა ლიდერს, თელავის გუნდს და უშუალო თამაშში გამარჯვების შემთხვევაში პირველობის შანსი ჰქონდა, მაგრამ ვერ გამოიყენა.

ლიდერთა სამეულიდან ხვალ თამაშობენ თელავი-გორი, ხოლო შაბათს ყვარელი-თელავი.

ტური შაბათს დასრულდება. გამოვლინდება აღმოსავლეთ საქართველოს ჩემპიონი და გუნდები, რომლებიც გააგრძელებენ საქართველოს ჩემპიონობისთვის ბრძოლას.

მეორე ეტაპზე გავა თბილისის, აღმოსავლეთისა და დასავლეთის 3-3 საუკეთესო გუნდი და საუკეთესო 4 ადგილი. ეს 10 გუნდი ერთწრიან ტურნირში გამოავლენს ექვსეულს, რომელიც უშუალოდ ჩემპიონობისთვის იბრძოლებს. ყოველ ახალ ეტაპზე ქულების ათვლა ნულიდან დაიწყება.

თამაშების ვიდეო-სტრიმინგი ეწყობა ხელბურთის ფედერაციის ვებ-გვერდით და პარტნიორი საიტის, myvideo.ge მეშვეობით: http://www.myvideo.ge/live/geohandball2012

საქართველოს ჩემპიონატი

ბიჭები, 1998-99 . აღმოსავლეთი . მეორე წრე, თელავი

28 ნოემბერი

რუსთავი - თელავი 26:32

ახაშენი - ყვარელი 8:15

ახაშენი - თელავი 7:14

გორი - ყვარელი 22:24

გორი: ვათიაშვილი - ტარუაშვილი 7, მჭედლიშვილი 7, ტიელიძე 4, ნიაზაშვილი 2, დალაქიშვილი 1, ქესანაშვილი 1

ყვარელი: ბოლაშვილი - დოლმაზაშვილი 6, ჭერაშვილი 5, ჯიქურიშვილი 4, ხაჩიშვილი 4, ცულიკაშვილი 3, ბურკაძე 2

მსაჯები: გია წივწივაძე, გაგა სამყურაშვილი

მდგომარეობა

თელავი 16 ქულა (8 თამაშიდან), ყვარელი 12 (8), გორი 10 (7), / რუსთავი 6 (7) / ახაშენი 2 (8), ლაგოდეხი 2 (10)

29 ნოემბერი

12:00 ახაშენი - რუსთავი

13:20 თელავი - გორი

14:40 რუსთავი - ყვარელი

16:00 ახაშენი - გორი

30 ნოემბერი

12:00 გორი - რუსთავი

13:20 ყვარელი - თელავი

14:40 საზეიმო დახურვა და დაჯილდოება

(ლაგოდეხის გუნდი მეორე წრეზე არ გამოცხადდა და ყველა თამაშში მიესაჯა 0:10)

თბილისი. მეორე ტური - 4-8 დეკემბერს

ქარიშხალა 9 ქულა, პეგასი 9, მამული 6 / იმედი 4 / შევარდენი 2, ქარელი 0

დასავლეთი. მეორე ტური 10–14 დეკემბერს სენაკში

ფოთი 10 ქულა, სამტრედია 8, ზუგდიდი 6 / წყალტუბო 4 / ქუთაისი 2, ბათუმი 0

მეორე ეტაპზე გადის 3-3 საუკეთესო გუნდი და საუკეთესო 4 ადგილი


საქართველოს გოგონების ნაკრებმა (15) უკრაინაში პირველი მატჩი გამართა. ნაკრები ამხანაგურ მატჩში შეხვდა ქალაქ ბროვარის ოლიმპიური რეზერვების სკოლის გუნდს და 29:23 გაიმარჯვა. ყველაზე შედეგიანები იყვნენ თათია გადელია (7 გოლი) და ნინო გაბისონია (5).

ხვალიდან საქართველოს ნაკრები ჩაერთვება ოთხთა ტურნირში. პირველ დღეს ვეთამაშებით ბელარუსის ნაკრებს, პარასკევს - ზაპოროჟიეს გუნდს და შაბათს - უკრაინის ნაკრებს.

საქართველოს გოგონათა ნაკრები (15წ)

12. თინათინ ყაველაშვილი (მეკარე, პეგასი, 165 სმ, 1998)

16. ქრისტინე ჯავახია (მეკარე, ფოთი, 174 სმ, 1998)

9. სოფი ნარიმანიძე (შუამარბი, მამული, 175 სმ, 1998)

13. ნინო გაბისონია (შუამარბი, მამული, 173, 1998)

3. ანა ყველაშვილი (შუამარბი, მამული, 163, 1998)

11. თათია გადელია (შუამარბი, ფოთი, 165, 1998)

2. თამარ ჩოგოვაძე (გამთამაშებელი, პეგასი, 160, 1999)

5. მაია ბერიძე (გამთამაშებელი, პეგასი, 160, 1999)

17. მედეა ჩოხელი (ხაზი, პეგასი, 173, 1999)

7. თეონა ჯაღათაშვილი (ხაზი, მამული, 166, 1999)

6. ქრისტინე ღვალაძე (გარემარბი, მამული, 155, 1998)

8. ნინო სიხარულიძე (გარემარბი, ფოთი, 163, 1999)

18. ქეთევან ვენეცკი (გარემარბი, პეგასი, 172, 1998)

10. თამარ გიორგაძე (გარემარბი, მამული, 167, 1998)

მთავარი მწვრთნელი მაია კარბუნარი

მწვრთნელი ელისო ჟურულიშვილი

საქართველოს ჩემპიონატი
2019-2020

shmog

უმაღლესი ლიგა. კაცები
ქუთაისის სპორტის სასახლე
3 დეკემბერი
BSB ბათუმი 52-30 გორი
ქუთაისი 40-35 პეგასი
4 დეკემბერი
BSB ბათუმი 35-24 პეგასი
ქუთაისი 62-42 გორი
 5 დეკ.
                სხვ        
  ქუთაისი 5 5 0 0 223-161 10  
  BSB ბათუმი 5 4 0 1 188-131 8  
  პეგასი 5     3     0     2     159-153     6    
  იმედი სტუ 5 3 0 2 131-116
6  
  სამტრედია 5 3 0 2 155-169 6  
  სპორტუნი 5     1     0     4     108-137     2    
  გორი 5 1 0 4 150-199 2  
  წყალტუბო 5 0 0 5 111-174 0  

უმაღლესი ლიგა. ქალები
ხელვაჩაური
28 ნოემბერი
სამტრედია 0-10 ყვარელი
აჭარა 29-19 მამული
29 ნოემბერი
სამტრედია 0-10 მამული
აჭარა 26-31 ყვარელი
 29 ნოემ.
      სხვ
  ქარიშხალა 5   5   0   0 141-118 10
  ყვარელი 5   4   0   1 150-109 8
  სამტრედია 5   3   0   2 79-77
6
  აჭარა
5   2   1   2 115-96 5
  ფოთი 5   2   1   2 96-81 5
  მამული 5   2   0   3 112-124 4
  პეგასი 5   1   0   4 106-134 2
  წყალტუბო 5   0   0   5 69-129 0

გოგონები 2004-05
 25 ნოემ.
      სხვ
  სამტრედია 12   12   0   0 301-138 24
  ყვარელი 12   11   0   1 294-168 22
  ტყიბული 12   10   0   2 239-171 20
  მამული
12   8   1   3 254-209 17
  პეგასი 12   8   0   4 252-196 16
  ფოთი 12   6   1   5 195-159 13
  BSG ბათუმი 12   6   1   5 200-201 13
  ქარიშხალა 12   5   1   6 225-223 11
  გორი 12   4   0   8 193-245 8
  წყალტუბო 12   3   0   9 160-235 6
  თელავი 12   2   0   10 191-276 4
  აჭარა 12   1   0   11 105-240 2
  ქუთაისი 12   0   0   12 14-162 0
მეორე წრე 2020 წელს

ჭაბუკები 2004-05
8 დეკემბერი. ზესტაფონი
სენაკი - წყალტუბო
ზუგდიდი - აჭარა
ქუთაისი - წყალტუბო
30 ნოემბერი. ზესტაფონი
ტყიბული 5-30 სამტრედია
ფოთი 22-32 აჭარა
ტყიბული 10-48 აჭარა
ზუგდიდი 16-28 სამტრედია
ტყიბული 9-28 ფოთი
ზუგდიდი 10-0 ქუთაისი
 30 ნოემ.
      სხვ  
  აჭარა 6   6   0   0 257-99 12  
  ფოთი 7   6   0   1 177-111 12  
  სამტრედია 7   5   0   2 182-129 10  
  პეგასი 4   4   0   0 93-42 8  
  ზუგდიდი 6   3   0   3 109-73 6  
  ქარიშხალა 4   3   0   1 84-59 6  
  წყალტუბო 5   2   0   3 90-113 4  
  ქუთაისი 6   2   0   4 83-113 4  
  თელავი
4   2   0   2 61-89 4  
  რუსთავი 4   1   0   3 65-79 2  
  სენაკი 6   1   0   5 60-180 2  
  ქარელი 4   0   0   4 57-91 0  
  ტყიბული 7   0   0   7 45-185 0  

გოგონები 2006-07
გაგრძელდება თებერვალში
 17 ნოემ.
სხვ
 ტყიბული
3 3 0 0 38-11 6
  ფოთი 3 3 0 0 37-10 6
  ზუგდიდი 4 3 0 1 22-12 6
  თელავი
2 2 0 0 36-8 4
  აჭარა 4 2 0 2 21-29 4
  პეგასი
3 2 0 1 13-23 4
  გორი 1 1 0 0 11-3 2
  წყალტუბო
4 1 0 3 31-31 2
  ქარიშხალა 2 1 0 1 18-19 2
  BSG ბათუმი
3 1 0 2 9-13 2
  სამტრედია 4 0 1 3 8-33 1
  ქუთაისი 3 0 1 2 7-34 1
  53 სკოლა 2 0 0 2 5-15 0
  მამული 2 0 0 2 4-19 0

ჭაბუკები 2006-07
გაგრძელდება 14 დეკემბერს
 3 ნოემ.
      სხვ  
  ქარიშხალა 3   2   1   0 37-23 5  
  BSB ბათუმი 2   2   0   0 39-12 4  
  პეგასი 3   2   0   1 29-27 4  
  გორი 3   1   1   0 34-30 3  
  სამტრედია
2   1   0   1 27-23 2  
  ყვარელი 3   0   0   3 19-39 0  
  ქუთაისი 2   0   0   2 4-35 0  





ჩვენი პარტნიორები:

Jakofm  lelo  popsport  sportal