მსოფლიო ჩემპიონატზე, ეგვიპტეში, ხუთმა გუნდმა უკვე გაინაღდა მეორე ეტაპზე გასვლა.  

E ჯგუფში მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონმა, საფრანგეთმა მეორე მატჩი მოიგო, თუმცა, მთავარ რაუნდში თამაში ჯერ არ გაუნაღდებია.  მეორე ტურში გუნდმა 35-28 დაამარცხა ავსტრია. ფრანგებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავთ - გიიომ ჟილი, ორ-ორგზის ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონი. ნორვეგიამ მოუგო შვეიცარიას, 31-25. 

ანალოგიური სიტუაციაა F ჯგუფში, სადაც 4 ქულით პორტუგალია ლიდერობს. გუნდი თავიდან 2-7 ჩამორჩა მაროკოს, მაგრამ მეორე ტაიმში ზედიზედ 9 გოლი გაუტანა და საბოლოოდ 33-20 გაიმარჯვა. ისლანდიმ მოუგო ალჟირს, 39-24.   

G ჯგუფში ჩილეს და ეგვიპტეს 4-4 ქულა აქვთ და მესამე ტურში ერთმანეთში გარკვევენ, ვინ გავა  მთავარ რაუნდში ქულათა მაქსიმუმით. მესამე საგზურს ჩილე და მაკედონია გითამაშებენ.  

H ჯგუფიდან 3-3 ქულა და მეორე რაუნდის განაღდებული საგზური აქვთ რუსეთის ხელბურთის ფედერაციის გუნდსა და ბელარუსს. უკვე ცნობილია, რომ რუსეთის გუნდი მეორე რაუნდს 3 ქულით დაიწყებს. სლოვენიაც მეორე რაუნდშია, კორეა კი პირველი გუნდია, ვინც შანსი დაკარგა და მეორე ეტაპზე პრეზიდენტის თასისთვის, ანუ 25-ე ადგილისთვის იბრძოლებს.

კვირას წინასწარი რაუნდის მეორე ტურია A-D ჯგუფებში.

ხელბურთი. მსოფლიო ჩემპიონატი 2021, კაცები. ეგვიპტე, 13-31 იანვარი

წინასწარი რაუნდი, 16 იანვარი (მთავარ რაუნდში გადის 3-3 გუნდი ერთმანეთში დაგროვილი ქულებით. შეიქმნება 4 6-გუნდიანი ჯგუფი, საიდანაც 2-2 გავა მეოთხედფინალში)

E ჯგუფი. საფრანგეთი 4 ქულა, ნორვეგია 2, შვეიცარია 2, ავსტრია 0

ავსტრია - საფრანგეთი 28-35

ვაგნერი 7, ჰუტეჩეკი 6 - გიგუ 4, ფაბრეგასი 4, დესკა 4, ჟერარი (17 მოგერიება)

შვეიცარია - ნორვეგია 25-31

ლირი 7, მილოშევიჩი 7 - საგოსენი 11, იოჰანესენი 6, რაინკინდი 5

18 იანვარი. 21:00 საფრანგეთი - შვეიცარია, 23:30 ნორვეგია - ავსტრია

14 იანვარი. ავსტრია - შვეიცარია 25-28, ნორვეგია - საფრანგეთი 24-28

F ჯგუფი. პორტუგალია 4, ისლანდია 2, ალჟირი 2, მაროკო 0

მაროკო - პორტუგალია 20-33

ჰარშაუი 5, იდრისი (15) - პორტელა 9, გომესი (16)

ალჟირი - ისლანდია 24-39

აიუბი 5 - ელისონი 12, გუდმუნდსონი 6, გუსტავსონი (12)

18 იანვარი. 21:00 პორტუგალია - ალჟირი, 23:30 ისლანდია - მაროკო

14 იანვარი. ალჟირი - მაროკო 24-23, პორტუგალია - ისლანდია 25-23

G ჯგუფი. ეგვიპტე 4, შვედეთი 4, ჩილე 0, მაკედონია 0

ეგვიპტე - ჩრდ. მაკედონია 38-19

მამდუ 8, სანადი 5 - ლაზაროვი 3, პეშევსკი 3, მარკოსკი 3

ჩილე - შვედეთი 26-41

ე. ფოიხტმანი 7, რ. სალინასი 6 - პელასი 12, სანდელი 6

18 იანვარი. 21:00 ჩრდ. მაკედონია - ჩილე, 23:30 შვედეთი - ეგვიპტე

13 იანვარი. ეგვიპტე - ჩილე 35-29, 14 იან. შვედეთი - ჩრდ. მაკედონია 32-20

H ჯგუფი. ბელარუსი 3, რხფ 3, სლოვენია 2, კორეა 0

ბელარუსი - კორეა 32-24

ვაილუპაუ 8, კარალეკი 6, მაროზი (11) - კიმ ინიონი 8, ლი ჩანგვუ (12)

რხფ - სლოვენია 31-25

სოროკა 6, კოსოროტოვი 6, კისელევი 6 - დოლენეცი 6, გაიჩი 5

18 იანვარი. 18:30 კორეა - რხფ, 21:00 სლოვენია - ბელარუსი

14 იანვარი. ბელარუსი - რხფ 32-32, სლოვენია - კორეა 51-29

ჯგუფი. გერმანია 2, უნგრეთი 2, კაბო ვერდე 0, ურუგვაი 0

17 იანვარი. 21:00 კაბო ვერდე - გერმანია, 23:30 უნგრეთი - ურუგვაი

19 იანვარი. 21:00 ურუგვაი - კაბო ვერდე, 23:30 გერმანია - უნგრეთი

15 იანვარი. გერმანია - ურუგვაი 43-14, უნგრეთი - კაბო ვერდე 34-27

B ჯგუფი. პოლონეთი 2, ბრაზილია 1, ესპანეთი 1, ტუნისი 0

17 იანვარი. 21:00 ტუნისი - ბრაზილია, 23:30 პოლონეთი - ესპანეთი

19 იანვარი. 21:00 ესპანეთი - ტუნისი, 23:30 ბრაზილია - პოლონეთი     

15 იანვარი. ესპანეთი - ბრაზილია 29-29, ტუნისი - პოლონეთი 28-30

C ჯგუფი. ყატარი 2, ხორვატია 1, იაპონია 1, ანგოლა 0

17 იანვარი. 18:30 ყატარი - იაპონია, 21:00 ანგოლა - ხორვატია

19 იანვარი. 18:30 იაპონია - ანგოლა, 21:00 ხორვატია - ყატარი

15 იანვარი. ყატარი - ანგოლა 30-25, ხორვატია - იაპონია 29-29

D ჯგუფი. დანია 2, არგენტინა 2, დრ კონგო 0, ბაჰრეინი 0

17 იანვარი. 21:00 არგენტინა - ბაჰრეინი, 23:30 დრ კონგო - დანია

19 იანვარი. 21:00 ბაჰრეინი - დრ კონგო, 23:30 დანია  - არგენტინა

15 იანვარი. არგენტინა - დრ კონგო 28-22, დანია - ბაჰრეინი 34-20

 

KacebiUmaglesiLiga





ჩვენი პარტნიორები: