საქართველოს თასის ფინალამდე, რომელიც ხვალ გაიმართება, განაწილდა მე-5-8 ადგილები. მეორე ოთხეულის მინი-ტურნირი სამტრედიამ მოიგო. 

სამტრედია საქართველოს თაის პირველი, 2014 წლის მფლობელია. ახალი გათამაშების პლეიოფში გუნდმა გუშინ თასის 2018 წლის გამარჯვებული, პეგასი დაამარცხა 30-27, დღეს კი დაძაბულ თამაშში 34-29 აჯობა ფოთის ოქროს ვერძს.

ტაიმი ფრედ, 14-14 დასრულდა. 50-ე წუთის შემდეგ სამტრედიამ თითქოს გაინაღდა გამარჯვება და 29-24 დაწინაურდა, მაგრამ ფოთელებმა ზედიზედ გაიტანეს 5 გოლი. 29-29 და სათამაშო კიდევ 4 წუთი იყო, მაგრამ მეტოქეს ენერგია აღარ შერჩა და ისევ სამტრედიელების ჯერი დადგა - 34-29.

მეშვიდე ადგილისთვის პეგასმა 37-22 მოუგო ქარიშხალას.

ფინალში, 13 ნოემბერს, თბილისის სპორტის სასახლეში, ითამაშებენ ბათუმის შავი ზღვის ბიჭები და სახელბურთო კლუბი ქუთაისი. თამაში 15 საათზე დაიწყება. 13 საათზე იქვე მესამე ადგილისთვის მატჩია სტუ-იმედსა და სპორტის უნივერსიტეტს შორის. ტურნირზე მაყურებელი არ დაიშვება, ყველა მატჩის პირდაპირი სტრიმი და ჩანაწერი ხელმისაწვდომია საქართველოს ხელბურთის ფედერაციის არხზე:

https://www.youtube.com/channel/UCc7vs-kXPE7R5SezSGa9cUA

ხელბურთი. საქართველოს თასი 2020. კაცები

12 ნოემბერი, გლდანის აკადემია

მე-7-8 ადგ. პეგასი - ქარიშხალა 37-22

პეგ: გორგოძიანი (14 მოგერიება), თავაძე (1) - კოხრეიძე 9, პატაშური 8, ჟვანია 7, უთმელიძე 4, არეშიძე 3, კობახიძე 3, გრიშიკაშვილი 1, დარსანია 1, ჩეჩელაშვილი 1, ლანჩავა

ქარ: ალიევი 2 გოლი (9 მოგერიება), ქირია (4), გაბიდაური (1) - გ. მუკბანიანი 7, ლ. მუკბანიანი 3, მიხელიძე 3, ფანჩვიძე 3, ჩაფიძე 1, შარიფაშვილი 1, ძაგნიძე 1, ხუციშვილი 1, სლოევი

მსაჯები: გ.გველესიანი - თ. ბჟალავა, დელეგატი: გ. ბროლაძე

მე-5-6 ადგ. სამტრედია - ოქროს ვერძი ფოთი 34-29

სამ: ჩხიკვაძე (8), დუნდუა (2), გაგუა - ვ. ხელისუფალი 11, ადამია 9, ხომერიკი 5, აფრიდონიძე  4, ბერიძე 2, სულიკო კიკაბიძე 2, დ. ხელისუფალი 1, ხონელიძე, საბა კიკაბიძე, მანია

ფოთ: ბ. კეკუა (6), გოგოხია (6), თ. კეკუა - ალანია 10, ჟვანია 10, მელიავა 4, დიდია 3, ბერაია 1, ფანცულაია 1, ბჟალავა, კვარაცხელია

მსაჯები: ნ. კევლიშვილი - თ. კევლიშვილი, დელეგატი: თ. ჩოგოვაძე

13 ნოემბერი, სპორტის სასახლე, ფინალი

13:00 მე-3-4 ადგ. სტუ-იმედი - სპორტუნი

15:00 ფინალი. BSB ბათუმი - ქუთაისი

საქართველოს თასი. წინა ფინალები

2014 სამტრედია - პეგასი 31-24

2015 BSB ბათუმი - სტუ 20-19

2018 პეგასი - BSB ბათუმი 30-29

2019 BSB ბათუმი - ქუთაისი 27-20

TPL_A4JOOMLA-LAKESIDE3R-FREE_FOOTER_LINK_TEXT