logo

სიახლეების კალენდარი

მარტი 2021
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1 2 3 4
opacity

საქართველოს თასის ნახევარფინალში, ხვალ, გლდანის ხელბურთის აკადემიაში ითამაშებენ BSB ბათუმი - სტუ-იმედი, ქუთაისი - სპორტის უნივერსიტეტი. შინაური სეზონი, რვათვინი იძულებითი შესვენების შემდეგ, დღეს გაიხსნა.  

ყველაზე დაძაბული ბოლო, მეოთხე მეოთხედფინალი იყო. სპორტის უნივერსიტეტმა 28-23 დაამარცხა თბილისის პეგასი. პეგასის ხალგაზრდულმა გუნდმა 2018 წელს საქართველოს თასის მოპოვებაც მოასწრო და შემდეგ წელს - ჩემპიონატის ფინალისტობაც, მაგრამ გუშინდელ თამაშში თინეიჯერების ანაბარა იყო - საკმაოდ სოლიდურად დაკომპლექტებულმა სპორტის უნივერსიტეტმა პირველი ტაიმი 11-10 მოიგო, მეორეში კი ლიდერის, ლუკა ბულბულაშვილის წყალობით, უპირატესობა გაზარდა - 28-23. 15 გოლი გაიტანა ბულბულაშვილმა, 13 - პეგასის გამთამაშებელმა აკაკი პატაშურმა.

დანარჩენი სამი მატჩი ფავორიტებმა მოიგეს. ქვეყნის ბოლო ჩემპიონატისა და თასის გათამაშების გამარჯვებულმა, ბათუმის შავი ზღვის ბიჭებმა 46-21 დაამარცხა თბილისის ქარიშხალა, სტუ-იმედმა - ფოთის ოქროს ვერძი 42-22, ქუთაისმა - თასის 2014 წლის მფლობელი, სამტრედია 46-26.

იმის გათვალისწინებით, რომ გუნდებს 8 თვეა, არ უთამაშიათ და სრულფასოვანი ვარჯიშის საშუალებაც არ ჰქონიათ, პირველმა დღემ შეიძლება ითქვას, რიგიანად ჩაიარა. ყველა გუნდში თამაშობენ საქართველოს ასაკობრივი ნაკრების კანდიდატები, მათ შორის - ყველაზე უმცროსი, 16-წლამდელთა ნაკრებისა, რომელსაც 2021 წელს პირველი ევროპის ჩემპიონატი უწევს - ამ გუნდის რამდენიმე წევრმა საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა. გარდა ამისა, არენაზე იყვნენ: ერთი-ორი ვეტერანი, ეროვნული გუნდის ზოგიერთი წევრი და კანდიდატი, ხელბურთში მობრუნებული რამდენიმე ახალგაზრდა, ეგვიპტელი ლეგიონერი მოჰამედ აბდელდაიემი (სპორტუნი), მამა-შვილი გრიშიკაშვილები (სტუ და პეგასი), მთელი საოჯახო დინასტია სამტრედიიდან (მწვრთნელი მამა და ორი მოთამაშე შვილი), EHF ახალგაზრდა არბიტრების ორი წყვილი და საერთაშორისო ფედერაციისვე დელეგატი, ტრიბუნებზე - სამი ასაკობრივი ნაკრების მთელი სამწვრთნელო გუნდი. 

ტურნირი უსაფრთხოების ზომების მკაცრი დაცვით - კოვიდ-ინსტრუქციის მიხედვით მიმდინარეობს და დარბაზში მაყურებელი არ დაიშვება, თუმცა, ყველა მატჩის პირდაპირი სტრიმი და ჩანაწერი ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს ხელბურთის ფედერაციის იუთუბის არხზე:

https://www.youtube.com/channel/UCc7vs-kXPE7R5SezSGa9cUA 

ხვალ გლდანში ნახევარფინალები და მე-5-8 ადგილებისთვის პლეიოფის 2 მატჩია. იმის გათვალისწინებით, რომ გუნდებს დიდი ხანია, სატურნირო პრაქტიკა არ ჰქონიათ, გათამაშდება ყველა ადგილი - რვავე მონაწილე კლუბს გარანტირებული 3 თამაში ექნება. უმაღლესი ლიგის გუნდებიდან თამაში ვერ შესძლეს წყალტუბომ და გორმა, ისინი კი შეცვალეს ქარიშხალამ და ფოთმა.

ეს პირველი ოფიციალური შეჯიბრებაა 2020 წლის მარტის შემდეგ, მასუკან, რაც შინაური სეზონი კოვიდ-პანდემიის გამო შეწყდა და აღარ განახლებულა. 2020 წლის თასის მფლობელი 13 ნოემბერს გამოვლინდება თბილისის სპორტის სასახლეში.

ხელბურთი. საქართველოს თასი 2020. კაცები

10 ნოემბერი, გლდანის აკადემია, მეოთხედფინალი

BSB ბათუმი - ქარიშხალა 46-21

ბათ: ტორონჯაძე, ვარშალომიძე - ლაპიაშვილი 11, ახალბედაშვილი 10, აბრამიშვილი 8, ტიელიძე 8, გიორგაძე 6, კაკულია 2, მსხვილიძე 1, თურმანიძე, ბერძენიშვილი - მწვ. ჭანტურია, მჟავანაძე, კომახიძე

ქარ: ალიევი, ქირია, გაბიდაური - გ. მუკბანიანი 12, ჩაფიძე 4, მიხელიძე 2,  ლ. მუკბანიანი 2, შარიფაშვილი 1, ძაგნიძე, ხუციშვილი, სლოევი, ფანჩვიძე - მწვ. ქობელაშვილი, სამადაშვილი, დათუკაშვილი 

მსაჯები: ნ. კევლიშვილი - თ. კევლიშვილი (თბილისი)

იმედი-სტუ - ოქროს ვერძი ფოთი  42-22

სტუ: ხანდოლიშვილი, სეთურიძე - ერისთავი 12, ჭელიძე 8, ნაწილაშვილი 7, გოგალაძე 5, შ. გრიშიკაშვილი 5, ტალახაძე 3, უ. კობახიძე 2 - მწვ. კეკელიძე, ორჯონიკიძე

ფოთ: გოგოხია, ბ. კეკუა, თ. კეკუა - ალანია 7, მელიავა 6, ჟვანია 3, დ. ბჟალავა 2, ბერაია 2, დიდია 2, ფანცულაია, კვარაცხელია - მწვ. ჭანტურია

მსაჯები: ნ. კევლიშვილი - თ. კევლიშვილი (თბილისი)

ქუთაისი - სამტრედია 46-26

ქუთ: მაისურაძე, გულეიშვილი, რუხაძე - გამზარდია 12, სურმავა 7, მერკვილაძე 7, ჯუღელი 5, სტურუა 4, ფერაძე 3, სიმონია 3, გოგოლაძე 3,  ხაჟომია 2 - მწვ. ბოყოჩაძე, მამასახლისი, გობეჯიშვილი

სამ: ჩხიკვაძე, დუნდუა, გაგუა - ვ. ხელისუფალი 7, აფრიდონიძე 7, ადამია 5, ხომერიკი 3, სულიკო კიკაბიძე 2, დ. ხელისუფალი 1, ბერიძე 1, მანია, საბა კიკაბიძე - მწვ. გ. ხელისუფალი

მსაჯები: გ.გველესიანი (წყალტუბო) - თ. ბჟალავა (ფოთი)

პეგასი - სპორტუნი 23-28

პეგ: დიხამინჯია, გორგოძიანი, თავაძე - პატაშური 13, ჟვანია 5, კოხრეიძე 2, გ. კობახიძე 1, ჭანტურია 1, უთმელიძე 1, გ. გრიშიკაშვილი, არეშიძე, ლანჩავა, დარსანია - მწვ. სახვაძე, კალანდაძე

სპ: ხარაიშვილი, კუპატაძე - ბულბულაშვილი 15, ზურაბიანი 4, ჯ. იმნაძე 3, მიქავა 3, ლ. იმნაძე 1, ჩიკვილაძე 1, აბდელდაიემი 1, ზ. იობაშვილი, შევჩენკო, კორსანტია -მწვ. შარანგია

მსაჯები: გ. გველესიანი (წყალტუბო) - თ. ბჟალავა (ფოთი)

დელეგატები: ლ. გელაშვილი, გ. ბროლაძე, თ. ჩოგოვაძე - ვ. ბერიაშვილი

სამდივნო: ლ. ზაქარიაძე, ქ. იაშვილი, ნ. სურგულაძე

11 ნოემბერი, გლდანის აკადემია

10:00 პლეიოფი 5-8 ადგ. ქარიშხალა - ფოთი

12:30 ნახევარფინალი. BSB ბათუმი - სტუ-იმედი

15:00 ნახევარფინალი. ქუთაისი - სპორტუნი

17:30 პლეიოფი. 5-8 ადგილები. სამტრედია - პეგასი

12 ნოემბერი, გლდანის აკადემია

13:00 მე-7-8 ადგილებისთვის

15:00 მე-5-6 დგილებისთვის

13 ნოემბერი, სპორტის სასახლე, ფინალი

13:00 მე-3-4 ადგილებისთვის

15:00 ფინალი





ჩვენი პარტნიორები: