logo

სიახლეების კალენდარი

მარტი 2021
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1 2 3 4
opacity

ქალთა ჩემპიონთა ლიგაში პირველი წრე ფორმალურად დასრულდა, თუმცა, კოვიდ-პანდემიის გამო 12 გადადებული თამაში დაგროვდა. 

2019 წლის ჩემპიონმა, უნგრეთის დიორმა ორჯერ ითამაშა დორტმუნდის ბორუსიასთან - ჯერ მეშვიდე, შემდეგ კი მერვე ტურის მატჩები და 4 ქულა დაიმატა. დიორის დანაკარგი 7 თამაშის შემდე სულ ორი ფრეა და ის 12 ქულით ლიდერობს B ჯგუფს, თუმცა,  ერთი თამაშითა და 1 ქულით ნალები აქვს რუსეთის ცსკას რომელმაც 27-23 მოუგო დანიის ოდენსეს.

A ჯგუფში პირველი მატჩი მოიგო გერმანიის ბიტიგჰაიმმა, ვინც სტუმრად უნგრეთის ფერენცვაროში დაამარცხა 35-24. აქ ანალოგიური სიტუციაა - 6 თამაშიდან ერთი წაგება და 10 ქულა აქვს ბუქარესტის გუნდს, თუმცა, პოტენციური ლიდერია რუსეთის როსტოვი - 5 თამაში, 9 ქულა. რუმინულმა კლუბმა სტუმრად მოუგო სლოვენიის კრიმ მერკატორს -  25-23, ხოლო რუსებმა შინ - დანიის ოდენსეს 28-24. ამავე ჯგუფში დაუმარცხებელია ნორვეგიის კრისტიანსანდიც (4 თამაში, 7 ქულა), რომელსაც ზედიზედ მესამე თამაში გაუცდა.

წლის ბოლომდე გუნდები კიდევ ორ ტურს ითამაშებენ. 22 ნოემბრის შემდეგ კი ეროვნული ნაკრებები დაიწყებენ მზადებას ევროპის ჩემპიონატისთვის, რომელიც დეკემბერში გაიმართება დანიასა და ნორვეგიაში.

ხელბურთი. EHF ჩემპიონთა ლიგა 2020-21, ქალები. ჯგუფური ეტაპი. 7 ტური. 6-8 ნოემბერი

1-2 ადგილები გადიან მეოთხედფინალში, 3-6 ადგილები - მერვედფინალში

ჯგუფი. ბუკურეშტი 10 ქულა (6 თამაში), როსტოვი 9 (5), კრისტიანსანდი 7 (4), მეცი 6 (5), ფერენცვაროში 4 (5), ესბიერგი 3 (6), კრიმი 3 (6), ბიტიგჰაიმი 2 (7)

როსტოვი (რუს) - ესბიერგი (დან) 28-24

მანაგაროვა 7, ბობროვნიკოვა 5 - იაკობსენი 8, გრანლლუნდი (10 სეივი)

ფერენცვაროში (უნგ) - ბიტიგჰაიმი (გერ) 24-35

კოვაჩიჩი 7, კლუიბერი 7 - ლაუენროტი 7, მაიდჰოფი 7, სანდო (18)

კრიმ მერკატორი (სლნ) CSM ბუკურეშტი (რუმ) 23-25

და სილვა 8, რისოვიჩი (21) - კაბრალი 5, ლაზოვიჩი 5, გრუბიშიჩი (10)

კრისტიანსანდი (ნორ) - მეცი (საფ) გადაიდო

ჯგუფი. დიორი 12 (7), ცსკა 11 (6), ბრესტი 8 (6), ოდენსე 8 (7), ბუდუჩნოსტი 3 (5), პოდრავკა 2 (4), დორტმუნდი 2 (7), ვალჩეა 0 (4)

ბორუსია დორტმუნდი (გერ) - დიორი (უნგ) 24-34

გუტიერესი 6, ვან ზილი 5 - ამორიმი 7, ოფტდალი 6

ცსკა (რუს) – ოდენსე (დან) 27-23

ვედეხინა 6, კაპლინა (11) - ხროტი 6, ააბინგჰი 5, რაინჰარდტი (10)

ბრესტ-ბრეტონი (საფ)  - პოდრავკა ვეგეტა (ხორ) გადაიდო

რამნიკუ ვალჩეა (რუმ) - ბუდუჩნოსტი (მნტ) გადაიდო

მე-8 ტურიდან: დიორი (უნგ) - ბორუსია დორტმუნდი (გერ) 38-25

ამორიმი 6, ოფტედალი 6, გორბიცი 5 - აბდულა 5, ბლეკმანი 5

8 ტური: 14-15 ნოემბერს





ჩვენი პარტნიორები: