ხელბურთის ჩემპიონთა ლიგაში მხოლოდ ბარსელონა დარჩა, ვინც ყველა თამაში მოიგო.  

მეექვსე ტურში ბარსამ გოლების მორიგი ფეიერვერკი მოაწყო და 42-33 დაამარცხა დანიის ოლბორგი. B ჯგუფში პირველი ქულა დაკარგა ვესპრემმა - უნგრულმა კლუბმა ფრედ, 31-31 ითამაშა გერმანიაში, კილთან. 

ამავე ჯგუფში პირველი მოგება მოიპოვა მოტორ ზაპოროჟიამ, ვინც სტუმრად 32-31 მოუგო სლოვენიის ცელიეს, გამოსარჩევი კი ეს მატჩი იმითაა, რომ უკრაინული კლუბის ერთ-ერთი მწვრთნელი გახლავთ საქართველოსა და ისლანდიის ნაკრებების ყოფილი მეკარე, როლანდ ერაძე.

ტურში ეპიდემიის გამო 4 თამაში გადაიდო. A ჯგუფის ერთადერთ შეხვედრაში კიდევ ერთი ფრე დაფიქსირდა - პორტუმ ქულა აართვა ჯგუფის ლიდერს, პოლონეთის კელცეს, 32-32.

მომდევნო მატჩები 18-19 ნოემბერს გაიმართება. იქამდე კაცთა ხელბურთში სანაკრებო პაუზაა - იწყება ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის მთავარი შესარჩევი რაუნდი.

EHF ჩემპიონთა ლიგა 2020-21, კაცები. ჯგუფური ეტაპის 6 ტური, 28-29 ოქტომბერი

1-2 ადგილები გადიან მეოთხედფინალში, 3-6 ადგილები - მერვედფინალში

ჯგუფი. კელცე 9 ქულა (6 თამაში), ფლენზბურგი 8 (5), პორტუ 6 (6), მეშკოვი 6 (5), ვარდარი 3 (3), პსჟ 2 (4),  ელვერუმი 2 (4), სეგედი 0 (3)

პორტუ (პორ) - კელცე (პოლ) 32-32

მარტინესი 9, კინტანა (14 სეივი) - კარაჩიჩი 5, ა. დუიშებაევი 4, გუდიონსონი 4

სეგედი (უნგ) - ფლენზბურგი (გერ) გადაიდო

პსჟ - ვარდარი (მკდ) გადაიდო

ელვერუმი (ნორ) - მეშკოვ-ბრესტი (ბლრ) გადაიდო

ჯგუფი. ბარსა 10 (5), ვესპრემი 9 (5), ოლბორგი 8 (6), კილი 7 (5), ნანტი 2 (4), მოტორი 2 (4), ცელიე 2 (6), ზაგრები 0 (5)

კილი (გერ) - ვესპრემი (უნგ) 31-31

საგოსენი 9, ეკბერგი 7, ლანდინი (11) - ნენადიჩი 5, ჩუპარა (17)

ცელიე (სლნ) - მოტორ ზაპოროჟია (უკრ) 31-32

ნოვაკი 7, ლებანი 6 - პუხოვსკი 6, მაროზი (10)

ბარსა (ესპ) - ოლბორგი (დან) 42-33

იანცი 6, მემი 6, მორტენსენი 5 - კრისტენსენი 6

ნანტი (საფ)  - ზაგრები (ხორგადაიდო

7 ტური: 18-19 ნოემბერი

TPL_A4JOOMLA-LAKESIDE3R-FREE_FOOTER_LINK_TEXT