ქალთა ჩემპიონთა ლიგის მეექვსე ტურში რვიდან 4 თამაში გადაიდო. B ჯგუფის ერთადერთ მატჩში ფრანგულმა ბრესტ-ბრეტონმა სტუმრად 31-24 დამარცხა დანიის ოდენსე.

ბრესტში 14 გოლი გაიტანა სლოვენიელმა ანა გროსმა, ვინც მეორედ გახდა ტური საუკეთესო მოთამაშე, ხოლო დანიელმა მეკარემ სანდრა ტოფტმა 15 დარტყმა მოიგერია. ორივე გუნდს 8-8 ქულა აქვს.

A ჯგუფში მეორე ფრანგულ-დანიური დაპირისპირებაც ფრანგულმა კლუბმა მოიგო - მეცმა დაამარცხა ესბიერგი, 31-29;  CSM ბუკურეშტიმ 32-22 მოუგო გერმანიის ბიტიგჰაიმს; უნგრეთის ფერენცვაროშმა 32-25 აჯობა სლოვენიის კრიმს.

ერთკვირიანი შესვენების შემდეგ, ლიგა 7-8 ნოემბერს განახლდება მეშვიდე ტურით. წესით, ჯგუფური ეტაპის პირველი წრე ამით უნდა დასრულებულიყო, მაგრამ  6 ტურის შემდეგ მხოლოდ სამმა გუნდმა, ბრესტმა, ოდენსემ და ბიტიგჰაიმმა გამართა ყველა, 6-6 მატჩი, დანარჩენებმა 1 ან 2 თამაში პანდემიის გამო გამოტოვეს; მინიმუმ ქულა ყველა გუნდმა დაკარგა, ოღონდ ჯერ არ წაუგიათ კრისტიანსანდს, დიორს, როსტოვსა და ცსკას; ჯერჯერობით ქულა არ მოუპოვებია ორ გუნდს - ბიტიგჰაიმსა და რამნიკუ ვალჩეას.

ხელბურთი. EHF ჩემპიონთა ლიგა 2020-21, ქალები. ჯგუფური ეტაპი. 6 ტური. 24-25 ოქტომბერი

1-2 ადგილები გადიან მეოთხედფინალში, 3-6 ადგილები - მერვედფინალში

ჯგუფი. ბუკურეშტი 8 ქულა (5 თამაში), კრისტიანსანდი 7 (4), როსტოვი 7 (4), მეცი 6 (5), ფერენცვაროში 4 (4), ესბიერგი 3 (5), კრიმი 3 (5), ბიტიგჰაიმი 0 (6)

ბიტიგჰაიმი (გერ) - CSM ბუკურეშტი (რუმ) 22-32

შულცე 6 - მარტინი 7, ომორეგი 7, ცვიიჩი 4, გრუბიშიჩი, (14 სეივი)

მეცი (საფ) - ესბიერგი (დან) 31-29

პერედერიი 6, ბურგორი 4, ნოკანდი 4 - ტრანბორგი 8, ფრაფიორდი 7

ფერენცვაროში (უნგ) - კრიმ მერკატორი (სლნ) 32-25

მალესტაინი 10, კლუიბერი 6, ბიოლკი 5, ბირო (8) - და სილვა 5

როსტოვი (რუს) - კრისტიანსანდი (ნორ) გადაიდო

ჯგუფი. ცსკა 9 (5), დიორი 8 (5), ოდენსე 8 (6), ბრესტი 8 (6), ბუდუჩნოსტი 3 (5), დორტმუნდი 2 (5), პოდრავკა 2 (4), ვალჩეა 0 (4)

ოდენსე (დან) - ბრესტ-ბრეტონი (საფ) 24-31

ხროტი 4, კინდბიოლი 4, იკეჰარა 4 - გროსი 14, ტოფტი (15 სეივი)

ბუდუჩნოსტი (მნტ) - დიორი (უნგ) გადაიდო

რამნიკუ ვალჩეა (რუმ) - ბორუსია დორტმუნდი (გერ) გადაიდო

ცსკა (რუს) - პოდრავკა ვეგეტა (ხორ) გადაიდო

7 ტური: 7-8 ნოემბერს

TPL_A4JOOMLA-LAKESIDE3R-FREE_FOOTER_LINK_TEXT