მაკედონიის ქალთა ჩემპიონატში მედეა ჩოხელის კუმანოვომ სტუმრად 30-23 დაამარცხა სკოპიეს მეტალურგი და 7 თამაშიდან 21 ქულით ლიდერობს. 

ამ თამაშამდე ორივე გუნდს მხოლოდ მოგებები ჰქონდა. კუმანოვომ წინა, შეწყვეტილ ჩემპიონატში შინ 38-27 მოუგო მეტოქეს, ქართველმა ხაზის მოთამაშემ კი იმ მატჩში 10 გოლი გაიტანა. გუშინდელი თამაშიც კუმანოვოს გმარჯვებით დასრულდა, 30-23, ჩოხელის ანგარიშზე კი 4 გოლი იყო.

ჩოხელი 7 ტურში 23 გატანილი ბურთი აქვს, მისი კლუბი შვიდიდან 7 მოგებით ლიდერობს, თუმცა, რის კიდევ ერთი გუნდი, რომელსაც ქულა არ დაუკარგავს - ჩემპიონთა ლიგის ორგზის ფინალისტი, სკოპიეს ვარდარი - 6 თამაშიდან 18 ქულა. კუმანოვო-ვარდარის მატჩი 25 ოქტომბერს გაიმართება.

იქამდე, მომდევნო კვირაში, გაირკვევა კუმანოვოს მეტოქე ევროპის თასზე. გუნდი ამ ტურნირზე პირდაპირ მეთექვსმეტედფინალშია დაშვებული. ევროტურნირის მატჩები ნოემბერშია.

ჩოხელი 2017 წლიდან თამაშობს მაკედონიაში. ერთი სეზონი პელისტერში გაატარა, კუმანოვოში გადასვლის შემდეკ კი მის კლუბს ქვეყნის ჩემპიონატში გამართული 22 მატჩიდან ყველა მოგებული აქვს.

17 ოქტომბერი. მეტალურგი - კუმანოვო 23-30 (11-13)

კუმანოვო:  მიტროვიჩი, იოვანოვსკა - იანკულოვსკა 7, ბორიზოვსკა 6, ტრაიკოვიჩი 5, ჩოხელი 4, ივანოვსკა 3, კიპრიანოვსკა 3, მარკოვიჩი 1, შარანოვიჩი 1  

ხელბურთი. მაკედონიაქალთა სუპერლიგა. 1. კუმანოვო 21 ქულა (7 თამაში), 2. ვარდარი 18 (6), 3. მეტალურგი 15 (6), 4. ჩაირი 12 (6), 5. დესპინა 9 (4), 6. გევგელია 7 (5), 7. სტრუჟანკა 7 (5), 8. შამპიონი 6 (5), 9. ოვჩე პოლე 6 (6), 10. სპარტაკი 3 (6), 11. კომეტალი 0 (5), 12. პელისტერი 0 (4), 13. კუზმან ვარდარი 0 (5)

TPL_A4JOOMLA-LAKESIDE3R-FREE_FOOTER_LINK_TEXT