საქართველოს ხელბურთელ გოგონათა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას გადის ბორჯომში.  

გუნდს წინ ორი მნიშვნელოვანი ტურნირი აქვს. ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატი თბილისში, 2021 წლის აგვისტოში და 2022 წლის 18-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი, რომელსაც თბილისისა და ბათუმის არენები უმასპინძლებს.

პანდემიის გამო გოგონებს დიდი ხანია, სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონიათ - საქართველოს ჩემპიონატი მარტში შეწყდა, შემდეგ კი ჩაიშალა 16-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი შვედეთში, თუმცა, გოგონათა  ნაკრებისთვის ეს მესამე საწვრთნელი შეკრებაა.

პირველი 2020 წლის იანვარში, თბილისში გაიმართა, მეორე კი, აგვისტოში, ურეკში. ამჯერად გუნდი ბორჯომშია შეკრებილი და სათამაშო კომპონენტებთან ერთად ფიზიკური მომზადების კურსსაც გადის დათო ინაშვილის ხელმძღვანელობით. ნაკრების მთავარი მწვრთნელია ინა ჭკუასელი, ასისტენტი - გელა ჟვანია.

შეკრებას 20 გოგონა გადის საქართველოს ჩემპიონატში მონაწილე 11 კლუბიდან.

ხელბურთი. 17წ. გოგონათა ნაკრები. მესამე შეკრება. ბორჯომი, 12-22 ოქტომბერი

მეკარეები: ნათია ამონაშვილი (ყვარელი),ელენე ახვლედიანი (პეგასი); მოთამაშეები: თამარ ბურკაძე, თეკლა ცირეკიძე (სამტრედია), ანა სურამლიშვილი, მარიამ თავღორაშვილი (ყვარელი), ლიზი რობაქიძე (ტყიბული), ელენე ბერიკაშვილი, მარიამ ქობალია (მამული), ნინო საბაშვილი, ელენე სვანიძე (პეგასი), ანა კობახია, ნინო დარჩია (ფოთი), ნინო მჟავანაძე, ლანა აბაშიძე (ბათუმი), ია ჩხაიძე, ნინო კირვალიძე, (ქარიშხალა), ლიზი კაკაბაძე (აკადემია), ლიზი ედიშერაშვილი (გორი), თეკლა ძამუნაშვილი (თელავი)

მთავარი მწვრთნელი: ინა ჭკუასელი, მწვრთნელი: გელა ჟვანია; ფიზმომზადების მწვრთნელი: დათო ინაშვილი, ექიმი: ჯუმბერ ყარყარაშვილი; მენეჯერი: ლანა მარგიანი

TPL_A4JOOMLA-LAKESIDE3R-FREE_FOOTER_LINK_TEXT