გერმანიაში მოთამაშე ქართველმა ხელბურთელებმა მეორე მატჩშიც გამოიჩინეს თავი - ლუბენაუმ 34-29 დამარცხა კოტბუსი, გიორგი დიხამინჯიამ 9 გოლი გაიტანა, ზურაბ გოგავამ - 7.

ლუბენაუ თამაშობს ოსტზეე-შპრეეს რეგიონის ბრანდენბურგის ლიგაში. პირველ ტურში ქართველების გუნდმა ტრებინს მოუგო და დიხამინჯიამ რვაჯერ გამოიჩინა თავი, მეორეში ლუბენაუ ისვენებდა, მესამის შემდეგ კი 11-გუნდიან ლიგაში ორი კლუბია უდანაკარგოდ ლუბენაუ და პოტსდამი: 2 მატჩი, 4 ქულა. სამი შეხვედრიდან 5 ქულით ჯერჯერობით პირველია არენსდორფი.

მომდევნო შეხვედრას ქართველები 24 ოქტომბერს გამართავენ ფრაიენვალდესთან. ორწრიანი ტურნირის შემდეგ საუკეთესო კლუბები ზედა ლიგაში დაწინაურებისთვის განაგრძობენ ბრძოლას.

TPL_A4JOOMLA-LAKESIDE3R-FREE_FOOTER_LINK_TEXT