ერეკლე არსენაშვილის ბრაგამ ზედიზედ ორი მატჩი მოიგო პორტუგალიის ანდებოლ 1 ლიგაში და ლიდერთა ჯგუფს დაუახლოვდა, ქართველმა კი ამ ორ მატჩში 11 გოლი გაიტანა.

ერთი მოგებისა და ლიდერთა სამეულთან (პორტუ, სპორტინგი, ბენფიკა) მარცხის შემდეგ ბრაგამ სტუმრად დაძაბული მტჩი მოუგო აგუაშ სანტაშს 30-28, შემდეგ კი შინ დაამარცხა ბოავიშტა 31-21. 22 წლის ქართველმა ხაზის მოთამაშემ პირველ შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა, მეორეში - 5 და სეზონის 6 მატჩში 24 გოლი დაუგროვდა.

ბრაგა 12 ქულით მეხუთე ადგილზეა. ორწრიანი რეგულარული სეზონის შემდეგ ჩემპიონობისთვის ბრძოლას 6 გუნდი აგრძელებს. მომდევნო თამაშს გუნდი 17 ოქტომბერს სტუმრად გამართავს გაიასთან, 24 ოქტომბერს კი ბელენენსეშს უმასპინძლებს.

ხელბურთი. პორტუგალია, ანდებოლ 1 ლიგა. (მოგება 3 ქულა, ფრე 2, წაგება 1) - 1. პორტუ 18 ქულა (6 თამაში), 2. ბენფიკა 18 (6), 3. სპორტინგი 18 (6), 4. ვიტორია 13 (6), 5. ბრაგა 12 (6), 6. აგუაშ სანტაში 11 (5) -- 7. ბელენენსეში 9 (3), 8. მადეირა 9 (4), 9. ჰორტა 9 (4), 10. ბოა ჰორა 8 (5), 11. პოვოა 8 (4), 12. ავანსა 8 (6), 13. გაია 7 (5), 14. სანჟოანენსე 7 (6) -- 15. მაია-ისმაი 7 (6), 16. ბოავიშტა 6 (6) -- 6 საუკეთესო გადის პლეიოფში

TPL_A4JOOMLA-LAKESIDE3R-FREE_FOOTER_LINK_TEXT