გიორგი ცხოვრებაძის გუნდმა მეორე მატჩი მოიგო საფრანგეთის ლიდლ სტარლიგაში. ოქსიტანურ დერბიში მონპელიემ სტუმრად 25-24 დაამარცხა ნიმი.

ორივე ეს გუნდი საფრანგეთში საუკეთესოთა შორისაა და წლეულს ევროპის ლიგაშიც თამაშობს. მონპელიემ კვალიფიკაცაში დანიის სკიერნი დაამარცხა, ხოლო ნიმი პირდაპირ ჯგუფურ ეტაპზეა დაშვებული. ერთმანეთთან შეხვედრამდე ორივე უდანაკარგოდ იყო - ნიმს 2 თამაში ჰქონდა მოგებული, მონპელიემ კი პირველ ტურში შარტრი დაამარცხა, 31-25.

მატჩის ბედი ბოლო წუთებზე გადაწყვიტა მონპელიეს მეკარემ კევინ ბონფუამ, რომელმაც 7 დარტყმიდან 5 მოიგერია. 19 წლის ქართველი ძირითად შემადგენლობაში იყო, ისევე როგორც სეზონის დანარჩენ 3 თამაშში - საფრანგეთის ჩემპიონატსა და ევროპის ლიგაზე.

ლიდლ სტარლიგას 3-3 მატჩიდან 6-6 ქულით ლიდერობს ჩემპიონთა ლიგის ორი მონაწილე, პარი სენ ჟერმენი და ნანტი. ქულა არ დაუკარგავს კიდევ ერთ გუნდს - მონპელიეს ორიდან 2 მოგება აქვს.

11 ოქტომბერს მონპელიე სწორედ ნანტს მასპინძლობს, 17 ოქტომბერს გასვლითი მატჩი აქვს ისტრში, ხოლო სამი დღის შემდეგ ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპსაც იწყებს რუსეთის ცეესკასთან საშინაო მატჩით.

ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მონპელიეს მეტოქეები იქნებიან: გერმანიის მაგდებურგი, შვედეთის ალინგსასი, თურქეთის ბეშიქთაში, ხორვატიის ნექსე და რუსეთის ცსკა. 20 ოქტომბრიდან 2 მარტამდე გუნდები 10 ტურს გამართავენ, შემდეგ კი 4 საუკეთესო ბრძოლას პლეიოფში, მერვედფინალიდან გააგრძელებს. ჯგუფურ ეტაპზე 3-3 კლუბით გამოვლენ გერმანია და საფრანგეთი.

ხელბურთისაფრანგეთი. ლიდლ სტარლიგა, 7 ოქტომბერი

ნიმი - მონპელიე 24-25

ნიმ: დესბონე, ტეოდორი - სანადი 8, მინელი 6, ნიეტო 3, აკვევილო 3, ტობი 2, კავტიჩნიკი 1, გალიეგო 1, გიგუ, ნიატუ, პოიე, დუპუი, ტესიო, დერისბურგი

მნპ: შეგო, ბონფუა - დუარტე 4, სიმონეტი 4, პელა 3, ი. ლენი 3, პორტი 2, ბორჟესი 2, ბატე 2, ბოსი 2, დესკა 2, ა. ლენი 1, ცხოვრებაძე, ვილმინო, ტრუხანოვიჩუსი

 

ევროპის ლიგა 2020-21, კაცები

ჯგუფური ეტაპი. 20 ოქტომბერი - 2 მარტი. 4-4 საუკეთესო გადის მერვედფინალში

A ჯგუფი: ლეონი (ესპ), ვისლა პლოცკი (პოლ), ჩეხოვსკიე მედვედი (რუს), ტულუზი (საფ), ფივერსი (ავს), მეტალურგი (მკდ)

B ჯგუფი: ნიმი (საფ), დინამო ბუკურეშტი (რუმ), ტატრან პრეშოვი (სლკ), ფუხსე ბერლინი (გერ), სპორტინგი (პორ), კრისტიანსტადი (შვდ)

C ჯგუფი: მაგდებურგი (გერ), ალინგსასი (შვდ), ბეშიქთაში (თურ), მონპელიე (საფ), ნექსე (ხორ), ცსკა (რუს)

D ჯგუფი: ტატაბანია (უნგ), შაფჰაუზენი (შვც), ეუროფარმ პელისტერი (მკდ), რაინ ნეკარი (გერ), GOG (დანია), ტრებნიე (სლნ)

 

TPL_A4JOOMLA-LAKESIDE3R-FREE_FOOTER_LINK_TEXT