პორტუგალიის ჩემპიონატის მეოთხე ტურში ერეკლე არსენაშვილის ბრაგა შინ მძიმე ბრძოლაში დამარცხდა ლისაბონის ბენფიკასთან, 29-30.

თავიდან ბრაგა დაწინაურდა - ქართველმა ხაზის მოთამაშემ ორი შვიდმეტრიანი მოიპოვა, ერთი გოლი თავადაც გაიტანა და მასპინძლები წინ გავიდნენ, 5-1. ბრაგამ ტაიმი 16-13 მოიგო, მაგრამ ბენფიკამ მეორე ნახევარი მძლავრად დაიწყო და ლიდერობა გადაიბარა, 20-18. მასპინძლებმა ისევ გაათანაბრეს (21-21), მერე ჩამორჩნენ (23-27), მაგრამ ბოლომდე იბროლეს და ფრემდე ერთი გოლი დააკლდათ - 29-30.

არსენაშვილი მოედანზე შესამჩნევი ფიგურა იყო - სამი გატანილი გოლის გარდა, მან მოიპოვა 4 შვიდმეტრიანი და ერთხელ მეტოქე ორწუთიანში გაუშვა. 4 ტურში მას 13 გატანილი გოლი დაუგროვდა, ბრაგას კი ოთხიდან 3 წაგება აქვს, მაგრამ სამივე გრანდებთან (პორტუსთან, სპორტინგთან და ბენფიკასთან. 12-12 ქულით სწორედ ეს სამეული ლიდრობს) და ახლა ბევრად უფრო იოლი განრიგი აქვს.

მომდევნო თამაშს ბრაგა 7 ოქტომბერს გამართავს აგუაშ სანტაშთან. ორწრიანი ტურნირის შემდეგ 6 საუკეთესო გუნდი ბრძოლას ჩემპიონობისთვის გააგრძელებს. ბრაგამ წინა სეზონში მიზანს მიაღწია და პირველი ეტაპი სწორედ მეექვსე ადგილზე დაასრულა, მაგრამ შემდეგ ჩემპიონატი შეწყდა.

ბრაგა - ბენფიკა, სრული მატჩი: https://livestream.com/andeboltv/sbc-slb/videos/211648861

TPL_A4JOOMLA-LAKESIDE3R-FREE_FOOTER_LINK_TEXT