სიახლეების კალენდარი

სექტემბერი 2020
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1 2 3 4
opacity

facebook

 

Chenel
IHF მსოფლიო ერთა ჩემპიონატი

LogoEmerg

ევროპის გოგონათა ჩემპიონატი 17წ.

Euro17W

საქართველოს ხელბურთის ფედერაციაში მიმდინარეობს ინტენსიური მზადება მომავალი სეზონისთვის. ონლაინ რეჟიმში რეგულარულად იმართება სემინარები, ასევე შეხვედრები სახელბურთო კლუბების ხელმძღვანელებთან. 

მომავალი, 2020-21 სეზონი ძალიან დატვირთული იქნება. სანაკრებო დონეზე, ქალთა და კაცთა ეროვნულ გუნდებს ევროპის მომავალი ჩემპიონატების საკვალიფიკაციო ტურნირი აქვთ. გოგონათა ორ, 18 და 20-წლამდელთა გუნდს 2021 წლის ზაფხულში ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატები უწევთ. უკვე შეიქმნა 16-წლამდელ ჭაბუკთა ნაკრები, რომელსაც 2021 წელს საერთაშორისო დებიუტი ექნება გეტებორგში, ევროპის ჩემპიონატზე. გარდა ამისა, 18 და 20-წლამდელ ჭაბუკთა ნაკრებების წლევანდელი ევროპირველობები ევროპის ხელბურთის ფედერაციამ 2021 წლის იანვარში გადაიტანა. ყველა ასაკობრივი ნაკრები ჯერჯერობით ონლაინ-რეჟიმში ვარჯიშობს, ინარჩუნებს ფიზიკურ კონდიციებს და ელოდება სპორტული აქტივობების განახლების ნებართვას. საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, ეს 6 ივლისიდან იქნება შესაძლებელი. 

რაც შეეხება შინაურ ასპარეზობებს: ფედერაციის ხელმძღვანელობა რეგულარულად ხვდება ქართული კლუბების მენეჯერებს და განიხილავს მომავალი სეზონის ფორმატს. ფედერაციის საშეჯიბრო კომისიამ (ვახტანგ ბერიაშვილი, მიხეილ კამლაძე) კლუბებს შესთავაზა უმაღლესი ლიგის კალენდრის ორი ვარიანტი. ერთ-ერთი მათგანი გულისხმობს ჩემპიონატის მიმოსვლითი სისტემით გამართვას, თამაშების ერთკვირიანი პერიოდულობით, რამაც უნდა დაარეგულიროს და უფრო ნაყოფიერი გახადოს კლუბების საწვრთნელ-სათამაშო ციკლი.  პროექტს ამჟამად კლუბები განიხილავენ და თავიანთ შენიშვნებს ამზადებენ. კალენდარი მაისის ბოლოს უნდა დამტკიცდეს, ხოლო საქართველოს ჩემპიონატის დაწყება სექტემბერშია ნავარაუდები.

აქტიურად მუშაობს ფედერაციის მეთოდური კომისია. მერაბ მეტრეველისა და ბექა ორჯონიკიძის ხელმძღვანელობითა და სპორტის უნივერსიტეტის აქტიური დახმარებით, ამჟამად მიმდინარეობს მწვრთნელთა სემინარი, რომელშიც მონაწილეობს 25 მწვრთნელი საქართველოს ყველა რეგიონიდან. პროგრამაშია 12 სხვადასხვა კურსი, რომელიც მოიცავს სპორტის ყველა ასპექტს - საერთო ფიზიკურ მომზადებას, საწვრთნელი ციკლის დაგეგმვას, სპორტსმენთა კვებას, ტრავმების პრევენციას, პედაგოგიკას, ფიზოოლოგიას, ანატომიასა და ფსიქოლოგიას, დოპინგის პრევენციას, ხელბურთის წესებსა და მსაჯობას...

ლექტორები არიან სპორტის უნივერსიტეტის რექტორი გურამ ძაგანია, გიორგი ზუბიტაშვილი, ქეთევან ქობალია, მერაბ მაისურაძე, ლიანა კაკიაშვილი, მანანა ქოჩაკიძე, ქეთევან ინასარიძე, ქეთევან ბერიძე, თემურ უკლება, ლევან გელაშვილი.

ქართველი მწვრთნელები მონაწილეობენ საერთაშორისო ონლაინ-მეცადინეობებში. ქალთა და გოგონათა ნაკრებების მენეჯერმა ლანა მარგიანმა და ჭაბუკთა ნაკრების მწვრთნელმა გიორგი გვაზავამ უკვე დაასრულეს ხელბურთის ექსპერტის, კლაუს ფელდმანის სემინარი, მაისის ბოლომდე კი მონაწილეობენ ევროპის ხელბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ მრავალპროფილიან სწავლებაში.

მომავალი სეზონისთვის ემზადებიან მსაჯებიც. საერთაშორისო კატეგორიის დელეგატმა, ლევან გელაშვილმა უკვე გამართა ონლაინ-მეცადინეობის ერთი კურსი ქართველ მსაჯებთან და ერთიც უკვე დაგეგმილია. ამ კუთხით, ბოლო წლებთან შედარებით საგრძნობი პროგრესია: EHF მსაჯთა ოფიციალურ სიაში უკვე ორი ქართული წყვილია ახალგაზრდა მსაჯთა პროგრამით: ძმებ კევლიშვილებს (თბილისი), რომელთაც შარშან უკვე ჰქონდათ საერთაშორისო დებიუტი, დაემატა გ. გველესიანისა (წყალტუბო) და  თ. ბჟალავას (ფოთი) წყვილი. მათ ზაფხულში უნდა ჰქონოდათ პირველი ოფიციალური საერთაშორისო შეჯიბრება, მაგრამ პანდემიის გამო დებუტი გადაიდო.

საქართველოს ჩემპიონატი
2019-2020

shmog

 4 მარტი
                სხვ        
  BSB ბათუმი 14
13
0 1 550-378 26
 
  ქუთაისი 14
12
0 2 598-453 24
 
  იმედი სტუ 14 9 0 5 443-380 18  
  პეგასი 12     7     0     5     384-379     14    
  სპორტუნი 14     4     0     10     438-507     8    
  სამტრედია 12 4 0 8 341-408 8  
  გორი 12 3 0 9 387-494 6  
  წყალტუბო 12 0 0 12 285-407 0  

 21 თებ.
          სხვ
  ყვარელი 10     9     0   1 357-242 18
  ქარიშხალა 10     9     0   1 299-258 18
  ფოთი 10     6     1   3 201-165 13
  სამტრედია 10     5     0   5 203-181 10
  აჭარა
10     4     1   5 229-203 9
  პეგასი 10     3     0   7 252-273 6
  მამული 10     3     0   7 219-267 6
  წყალტუბო 10     0     0   10 150-321 0

გოგონები 2004-05
 1 მარტი
      სხვ
  სამტრედია 15   15   0   0 391-183 30
  ყვარელი 15   14   0   1 386-221 28
  ტყიბული 15   11   0   4 298-227 22
  მამული
15   10   1   4 320-272 21
  ფოთი 15   9   1   5 254-201 19
  პეგასი 14   9   0   5 312-242 18
  BSG ბათუმი 15   8   1   6 275-237 17
  ქარიშხალა 15   6   1   8 298-301 13
  გორი 15   5   0   10 254-329 10
  წყალტუბო 14   3   0   11 191-287 6
  თელავი 14   2   0   12 231-344 4
  აჭარა 15   1   0   14 142-332 2
  ქუთაისი 13   0   0   13 16-192 0

ჭაბუკები 2004-05
 11 თებ.
      სხვ  
  აჭარა 12   12   0   0 505-211 24  
  პეგასი 12   10   1   1 234-136 21  
  ფოთი 12   10   0   2 274-169 20  
  სამტრედია 12   9   0   3 287-194 18  
  წყალტუბო 12   8   0   4 261-223 16  
  ქუთაისი 12   6   1   5 200-205 13  
  ქარიშხალა 12   6   0   6 217-191 12  
  ზუგდიდი 11   4   1   6 185-189 9  
  თელავი
12   4   0   8 183-272 8  
  რუსთავი 12   3   1   8 161-233 7    
  სენაკი 12   2   0   10 147-329 4    
  ქარელი 11   1   0   10 144-208 2    
  ტყიბული 12   0   0   12 45-283 0    

გოგონები 2006-07
 23 თებ.
        სხვ  
  ტყიბული
7   7   0   0   77-32 14  
  ფოთი 7   5   0   2   85-37 10  
  აჭარა 7   5   0   2   54-36 10  
  თელავი
5   4   1   0   72-20 9  
  გორი 5   4   1   0   45-27 9  
  BSG ბათუმი
7   4   0   3   48-45 8  
  ზუგდიდი 7   4   0   3   37-40 8  
  პეგასი
5   3   0   2   35-47 6  
  ქარიშხალა 5   2   0   3   46-40 4  
  წყალტუბო
7   1   1   5   48-55 3  
  მამული 5   1   0   4   20-42 2  
  სამტრედია 7   0   2   5   20-70 2  
  ქუთაისი 7   0   1   6   11-65 1  
  53 სკოლა 5   0   0   5   9-51 0  

ჭაბუკები 2006-07
 1 მარტი
სხვ
  გორი 13 9 1 3 141-101 19
  ქარიშხალა 13 9 1 3 138-76 19
  BSB ბათუმი 8 8 0 0 104-32 16
  პეგასი 13 8 0 5 113-97 16
  სამტრედია
8 7 0 1 95-55 14
  ყვარელი 13 4 0 9 78-121 8
  ქუთაისი 8 2 0 6 32-86 4
  რუსთავი 13 2 0 11 33-85 4
  აკადემია 13 0 0 13 15-108 0

მსოფლიო ჩემპიონატი 2021
კვალიფიკაცია
ბენევენტო. იტალია
10 იანვარი
საქართველო 24-29 რუმინეთი
11 იანვარი
საქართველო 28-25 იტალია
12 იანვარი
საქართველო 21-30 კოსოვო
ევროპის ჩემპიონატი 2022
პლეიოფი
16 იანვარი. სპორტის სასახლე
საქართველო 24-24 ფინეთი
19 იანვარი. რიიჰიმიაკი
ფინეთი 37-21 საქართველო




ჩვენი პარტნიორები:

Jakofm  lelo  gms  popsport  sportal