სიახლეების კალენდარი

ივნისი 2020
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 1 2 3 4 5
opacity

facebook

 

Chenel
IHF მსოფლიო ერთა ჩემპიონატი

LogoEmerg

ევროპის გოგონათა ჩემპიონატი 17წ.

Euro17W

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა და იაპონიის პრემიერ მინისტრმა შინზო აბემ გამოაცხადეს, რომ ტოკიოს ოლიმპიური თამაშები 2021 წლისთვის გადაიდო.

ზაფხულის ოლიმპიური თამაშები იაპონიის დედაქალაქში 2020 წლის 24 ივლისიდან 9 აგვისტომდე უნდა გამართულიყო, მაგრამ COVID-19 პანდემიის გამო თარიღი შეიცვალა. ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ოლიმპიადა ვეღარ გაიმართება 2020 წელს და გადაიდება 2021 წლისთვის, ოღონდ არაუგვიანეს ზაფხულისა. სახელწოდება იგივე დარჩება - ტოკიოს ოლიმპიადა 2020.

ცხადია, ასეთი ცვლილება კორექტირებას მოახდენს ყველა სპორტული ფედერაციის საშეჯიბრო კალენდარში, თუმცა, ხელბურთის უმთავრეს სანაკრებო ტურნირებს ეს ნაკლებად შეეხება - ჩვენი სახეობის საერთაშორისო და  ევროპული ფედერაციის საშეჯიბრო ბადეში  მთავარი ტურნირები დეკემბერსა და იანვარშია. ასე რომ, თუ ეპიდემია დაცხრა, მომდევნო ოთხი მთავარი ტურნირი: 2020 წლის ქალთა ევროპის ჩემპიონატი დეკემბერში, 2021 წლის კაცთა მსოფლიო ჩემპიონატი იანვარში, 2021 წლის ქალთა მსოფლიო პირველობა დეკემბერში და 2022 წლის კაცთა ევროპის პირველობა იანვარში ჩვეული განრიგით უნდა გაიმართოს.

ხელბურთის მსოფლიო ფედერაციას ჯერ არ გაუკეთებია ოფიციალური განცხადება, როდის გაიმართება ტოკიოს ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირები, რომლებიც 2020 წლის ივნისისთვის იყო დაგეგმილი. ჯერჯერობით უცნობია, რა ბედი ეწევა 2020 წლის ივლისსა და აგვისტოში დანიშნულ ევროპისა და მსოფლიოს ასაკობრივ ჩემპიონატებს. უცნობია წლევანდელი, შეწყვეტილი ეროვნული ჩემიონატებისა  და ევროტურნირების ბედიც.

რაც შეეხება, საშინაო სეზონს. საქართველოს ჩემპონატის მატჩები ვერ განახლდება მინიმუმ 21 აპრილამდე. საქართველოს ექვსივე ჩემპიონატში - კაცთა და ქალთა უმაღლეს ლიგასა და ორ-ორ ასაკობრივ ჩემპიონატში მატჩების უმეტესობა გამართულია, საქართველოს ხელბურთის ფედერაცია კი განიხილავს სეზონის დასრულების რამდენიმე ვარიანტს - ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როდის გახდება შესაძლებელი სპორტული აქტივობების განახლება.

საქართველოს ხელბურთის ფედერაცია მოგიწოდებთ სიფრთხილისა და მხნედ ყოფნისკენ, გისურვებთ ჯანმრთელობას და გამოთქვამს იმედს, რომ ვითარება მალე შეიცვლება უკეთესისკენ!

საქართველოს ჩემპიონატი
2019-2020

shmog

გ  ა  დ  ა  ი  დ  ო
წყალტუბო  -  გორი
სამტრედია  -  პეგასი
სამტრედია  -  გორი
წყალტუბო  -  პეგასი
 4 მარტი
                სხვ        
  BSB ბათუმი 14
13
0 1 550-378 26
 
  ქუთაისი 14
12
0 2 598-453 24
 
  იმედი სტუ 14 9 0 5 443-380 18  
  პეგასი 12     7     0     5     384-379     14    
  სპორტუნი 14     4     0     10     438-507     8    
  სამტრედია 12 4 0 8 341-408 8  
  გორი 12 3 0 9 387-494 6  
  წყალტუბო 12 0 0 12 285-407 0  

 21 თებ.
          სხვ
  ყვარელი 10     9     0   1 357-242 18
  ქარიშხალა 10     9     0   1 299-258 18
  ფოთი 10     6     1   3 201-165 13
  სამტრედია 10     5     0   5 203-181 10
  აჭარა
10     4     1   5 229-203 9
  პეგასი 10     3     0   7 252-273 6
  მამული 10     3     0   7 219-267 6
  წყალტუბო 10     0     0   10 150-321 0

გოგონები 2004-05
 1 მარტი
      სხვ
  სამტრედია 15   15   0   0 391-183 30
  ყვარელი 15   14   0   1 386-221 28
  ტყიბული 15   11   0   4 298-227 22
  მამული
15   10   1   4 320-272 21
  ფოთი 15   9   1   5 254-201 19
  პეგასი 14   9   0   5 312-242 18
  BSG ბათუმი 15   8   1   6 275-237 17
  ქარიშხალა 15   6   1   8 298-301 13
  გორი 15   5   0   10 254-329 10
  წყალტუბო 14   3   0   11 191-287 6
  თელავი 14   2   0   12 231-344 4
  აჭარა 15   1   0   14 142-332 2
  ქუთაისი 13   0   0   13 16-192 0

ჭაბუკები 2004-05
 11 თებ.
      სხვ  
  აჭარა 12   12   0   0 505-211 24  
  პეგასი 12   10   1   1 234-136 21  
  ფოთი 12   10   0   2 274-169 20  
  სამტრედია 12   9   0   3 287-194 18  
  წყალტუბო 12   8   0   4 261-223 16  
  ქუთაისი 12   6   1   5 200-205 13  
  ქარიშხალა 12   6   0   6 217-191 12  
  ზუგდიდი 11   4   1   6 185-189 9  
  თელავი
12   4   0   8 183-272 8  
  რუსთავი 12   3   1   8 161-233 7    
  სენაკი 12   2   0   10 147-329 4    
  ქარელი 11   1   0   10 144-208 2    
  ტყიბული 12   0   0   12 45-283 0    

გოგონები 2006-07
 23 თებ.
        სხვ  
  ტყიბული
7   7   0   0   77-32 14  
  ფოთი 7   5   0   2   85-37 10  
  აჭარა 7   5   0   2   54-36 10  
  თელავი
5   4   1   0   72-20 9  
  გორი 5   4   1   0   45-27 9  
  BSG ბათუმი
7   4   0   3   48-45 8  
  ზუგდიდი 7   4   0   3   37-40 8  
  პეგასი
5   3   0   2   35-47 6  
  ქარიშხალა 5   2   0   3   46-40 4  
  წყალტუბო
7   1   1   5   48-55 3  
  მამული 5   1   0   4   20-42 2  
  სამტრედია 7   0   2   5   20-70 2  
  ქუთაისი 7   0   1   6   11-65 1  
  53 სკოლა 5   0   0   5   9-51 0  

ჭაბუკები 2006-07
 1 მარტი
სხვ
  გორი 13 9 1 3 141-101 19
  ქარიშხალა 13 9 1 3 138-76 19
  BSB ბათუმი 8 8 0 0 104-32 16
  პეგასი 13 8 0 5 113-97 16
  სამტრედია
8 7 0 1 95-55 14
  ყვარელი 13 4 0 9 78-121 8
  ქუთაისი 8 2 0 6 32-86 4
  რუსთავი 13 2 0 11 33-85 4
  აკადემია 13 0 0 13 15-108 0

მსოფლიო ჩემპიონატი 2021
კვალიფიკაცია
ბენევენტო. იტალია
10 იანვარი
საქართველო 24-29 რუმინეთი
11 იანვარი
საქართველო 28-25 იტალია
12 იანვარი
საქართველო 21-30 კოსოვო
ევროპის ჩემპიონატი 2022
პლეიოფი
16 იანვარი. სპორტის სასახლე
საქართველო 24-24 ფინეთი
19 იანვარი. რიიჰიმიაკი
ფინეთი 37-21 საქართველო




ჩვენი პარტნიორები:

Jakofm  lelo  gms  popsport  sportal