facebook

 

Chenel
2018 ევროპის ჭაბუკთა
ჩემპიონატი 18წ
Logo2
ევრო 2022. მალტა. პირველი საკვალიფიკაციო რაუნდი
Maltas
11 იანვარი
კვიპროსი 25-17 აზერბაიჯანი
საქართველო 48-21 მალტა
12 იანვარი
აზერბაიჯანი 25-30 საქართველო
მალტა 20-38 კვიპროსი
13 იანვარი
კვიპროსი 25-24 საქართველო
აზერბაიჯანი 27-24 მალტა

საქართველოს გოგონათა ნაკრებმა ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის მეორე მატჩში 23-22 დაამარცხა ფინეთი და ხვალ, თბილისის სპორტის სასახლეში,  16 საათზე ლატვიას ეთამაშება. 

ჩვენი გუნდის კაპიტანი, ნენო ჯგერენაია, ლიტვასთან მიღებული ტრავმის გამო ამ ტურნირზე სამწუხაროდ ვეღარ ითამაშებს - ის განაცხადში უკვე შეცვალა ქეთევან ცინცაძემ, ხოლო კაპიტნისა და გამთამაშებლის ადგილი სასტარტო შემადგენლობაში დაიკავა 15 წლის თამარ ბურკაძემ.

მატჩი ფინეთის უპირატესობით დაიწყო - 5-2, მაგრამ, ბურკაძემ ნელ-ნელა დაალაგა თამაში, ზედიზედ ორი გოლი გაიტანა ანა ჩხაიძემ, ხოლო 14 წლის ნინო საბაშვილმა მალე წინაც გაგვიყვანა - 6-5. ამის შემდეგ კარგად ითამაშა მარჯვენა გარემარბმა ნინო გაგნიძემ, რომელიც პირველ ტაიმში 4 გატანილი გოლით საუკეთესო იყო. ტაიმი 9-7 მოვიგეთ.

შესვენენბის შემდეგ გადამწყვეტი სიტყვა თქვა ლიზა ჩხაიძემ, რომელმაც თავისი 8 გოლიდან 7 მეორე ტაიმში გაიტანა. მისი და მეკარე ხატია ჯიქურაშვილის (10 მოგერიება) წყალობით საქართველოს ნაკრები 6 ბურთით დაწინაურდა - 18-12.

მაგრამ, ფინელებს ნელ-ნელა წაუვიდათ შორიდან დარტყმები და სხვაობის შემცირება დაიწყეს. დასრულებამდე 10 წუთით ადრე ანგარიში 19-16 იყო, 55-ე წუთზე კი სხვაობა მინიმალური გახდა, 20-19. ლიზა ჩხაიძემ ორჯერ გაზარდა სხვაობა ორამდე, ხოლო გადამწყვეტი ბურთი, სირენამდე სამწუთნახევრით ადრე კი გაიტანა ლანა გოგიამ - 23-20. 

დარჩენილ დროში ფინეთმა აქტიურ დაცვას მიმართა, ორი გოლის გატანაც მოასწრო, მაგრამ ანგარიშის გასათანაბრებელი შანსი აღარ მისცემია. საქართველომ 23-22 მოიგო და ნახევარფინალში გასვლის შანსს ჯერაც ინარჩუნებს.

ლიზა ჩხაიძე, მატჩის საუკეთესო მოთამაშე: - პირველი ტაიმი ძალიან მძიმე იყო. დასაწყისში ვაგებდით, მაგრამ მაყურებლის მხარდაჭერით ჩვენმა გუნდმა გააუმჯობესა თამაში და გაიმარჯვა. ჩვენი მომავალი მიზანი იქნება ბრძოლა ყველას წინააღმდეგ და რაც შეიძლება უკეთესი ადგილის დაკავება ამ ტურნირზე.

ჩვენი ჯგუფის მეორე მატჩში ლიტვამ 28-18 დაამარცხა ლატვია. A ჯგუფში მეორე თამაში მოიგო სერბეთმა, რომელმაც დაამარცხა საბერძნეთი, 24-13, ფარერის კუნძულებმა 37-20 მოუგო ბულგარეთს. ხვალ ჯგუფური ეტაპის მესამე დღეა. საქართველოს ნაკრები 16 საათზე ლატვიას ეთამაშება. სპორტის სასახლეში შესვლა თავისუფალია. ყველა თამაშის პირდაპირი რეპორტაჟის ნახვა კი რამდენიმე პლატფორმითაა შესაძლებელი:

https://www.facebook.com/GEONHF/

https://www.youtube.com/user/handballgoergia

https://www.ehftv.com/int/

ხელბურთი. ევროპის ჩემპიონატი 2019, ქალები 17 წ.

თბილისის სპორტის სასახლე, 4 აგვისტო 

საქართველო - ფინეთი 23-22

საქ: ჯიქურაშვილი, ქარჩავა, კოპალეიშვილი - ე. ჩხაიძე 8, გაგნიძე 6, დვალიშვილი 3,  ა. ჩხაიძე 2, ბურკაძე 2, საბაშვილი 1, გოგია 1, კორძაია, მ. ცინცაძე, სურამლიშვილი, ქ. ცინცაძე, ქამაშიძე, კომახიძე,

ფინ: შოლუნდი, ბრუნკრონა - კარეი 7, ფონ ნანდელშტადი 5, ნუმანი 4, სანდელინი 2, მაიალა 2, სანჰოლმი 1, რაინიკაინენი 1, ნოუსიაინენი, შოსტედტი, იოუტიიარვი, სინერვო, მუსტონენი, ჰარკონენი, იტკონენი

მსაჯები: ბოილაკერი, ჟილისი (ბლგ), დელეგატები: ვიზიციუ (მლდ), ასქეროვი (აზე)

B ჯგუფი. ლატვია - ლიეტუვა 18-28

A ჯგუფი. ფარერები - ბულგარეთი 37-20

A ჯგუფი. საბერძნეთი - სერბეთი 13-24

B ჯგუფი---------თ---მ---ფ---წ--------ბ-----ქ

ლიეტუვა--------2---2---0---0---56-37---4

შვეიცარია-------1---1---0---0---39-20---2

საქართველო----2---1---0---1---42-50---2

ფინეთი----------1---0---0---1---22-23---0

ლატვია----------2---0---0---2---38-67---0

აგვ. ლიეტუვა - საქართველო 28-19, შვეიცარია - ლატვია 39-20

A ჯგუფი---------თ---მ---ფ---წ--------ბ-----ქ

სერბეთი--------2---2---0---0---54-39---4

ფარერები-------2---1---0---1---63-50---2

უკრაინა---------1---1---0---0---19-18---2

საბერძნეთი-----2---0---0---2---31-43---0

ბულგარეთი----1---0---0---1---20-37---0

აგვ. სერბეთი - ფარერები 30-26, უკრაინა - საბერძნეთი 19-18

5 აგვისტო 

12:00 ბულგარეთი - უკრაინა

14:00 ფარერები - საბერძნეთი

16:00 საქართველო - ლატვია

18:00 ფინეთი - შვეიცარია

7 აგვისტო 

12:00 ბულგარეთი - საბერძნეთი

14:00 უკრაინა - სერბეთი

16:00 ფინეთი - ლატვია

18:00 შვეიცარია - ლიეტუვა

8 აგვისტო 

12:00 უკრაინა - ფარერები

14:00 სერბეთი - ბულგარეთი

16:00 შვეიცარია - საქართველო

18:00 ლიეტუვა - ფინეთი

10 აგვისტო, ნახევარფინალი 

11:00 (9-10) A5-B5

13:00 (5-8) A3-B4

15:00 (5-8) B3-A4

17:00 (1-4) A1-B2

19:00 (1-4) B1-A2

11 აგვისტო, ფინალი 

12:00 (7-8)

14:00 (5-6)

16:00 (3-4)

18:00 (1-2)

ევროპის გოგონათა ჩემპიონატი 17წ.

Euro17W

IHF მსოფლიო ერთა ჩემპიონატი

LogoEmerg

საქართველოს ჩემპიონატი
2018-19

shmog

დასრულდა
1  BSB ბათუმი
2  პეგასი
3  იმედი სტუ თელავი

დასრულდა
1  ფოთი
2  ქარიშხალა
3  ყვარელი

გოგონები 2002-03 [სრულად]
საბოლოო       გატ-გაშ  
ფოთი 24     22 1 1   447-299 45  
აჭარა 24     18 0 6   498-368 36  
ქარიშხალა 24     16 1 7   584-476 33  
სამტრედია 24     15 2 7   427-373 32  
ყვარელი 24     11 2 11   441-407 24  
პეგასი 24     11 2 11   434-400 24  
ბათუმი 24     4 1 19   292-437 9  
წყალტუბო 24     3 1 20   298-481 7  
მამული 24     3 0 21   349-545 4  

ჭაბუკები 2002-03 [სრულად ]
დასრულდა
პეგასი
სამტრედია
აჭარა
BSB ბათუმი

მეორე ეტაპი

პირველი ეტაპი

გოგონები 2004-05 [დასრულდა]
საბოლოო         გატ-გაშ  
ყვარელი 12   12   0   0   168-58 24  
სამტრედია 12   11   0   1   131-70 22  
მამული 12   10   0   2   141-78 20  
ბათუმი 12   9   0   3   116-78 18  
პეგასი 12   7   0   5   139-103 14  
ტყიბული 12   7   0   5   99-85 14  
ქარიშხალა 12   6   0   6   102-99 12  
ფოთი 12   6   0   6   86-76 12  
გორი 12   3   0   9   67-130 6  
აჭარა 12   3   0   9   63-104 6  
წყალტუბო 12   2   0   10   34-82 4  
თელავი 12   2   0   10   67-159 4  
ახაშენი 12   0   0   12   5-96 0  

ჭაბუკები 2004-05
საბოლოო         გატ-გაშ    
აჭარა 11   11   0   0   220-74   22  
პეგასი 11   9   0   2   122-90   18  
ფოთი 11   9   0   2   131-78   18  
ზუგდიდი 11   8   0   3   124-84   16  
ქუთაისი 11   7   0   4   117-88   14  
სამტრედია 11   5   1   5   118-128   11  
ქარიშხალა 11   5   0   6   95-117   10  
ბათუმი 11   4   1   6   109-123   9  
წყალტუბო 11   4   0   7   109-120   8  
რუსთავი 11   2   0   9   85-125   4  
სენაკი 11   1   0   10   61-140   2  
გორი 11   0   0   11   47-171   0  

საქართველო-აზერბაიჯანის ქალთა ჩემპიონატი
    საბოლოო                 გატ-გაშ      
    აზერსუ 20     18     0     2     672-441     36  
    აზერიოლი 20     18     0     2     722-438     36  
    ყარაბაღი 19     9     0     10     533-445     18  
    ოლიმპია 18     6     1     11     399-528     13  
    იდმან
19     5     1     13     493-648     11  
    განჯლარ
18     0     0     18     406-725     0  





ჩვენი პარტნიორები: